ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული.

"ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდმეწარმეებისთვის და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ," — განაცხადა მინისტრმა.