თუ დასავლეთი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერს მხარს, წარმომადგენლები უნდა იყვნენ სააკაშვილი და ივანიშვილი — ბარამიძე
ფოტო: On.ge
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, წარმომადგენლები უნდა იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
"თუ დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ, რომ ეს დიალოგი იყოს სრულფასოვანი და ეფექტიანი შედეგის მომტანი, მაშინ ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები (სხვებთან ერთად) უნდა იყვნენ ორივე მხარის, რეალურად ყველაზე ძლიერი, ფიგურებიც, ანუ პირადად დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი", — წერს ბარამიძე.
სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდებოდა ცესკოსთან
8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა და ამჯერად უფრო ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
კომენტარები