პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა: გვაქვს უნარი ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დღეს, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის დღეა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აღინიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასახლის ეზოში საპატიო ყარაულმა დროშის ორიგინალი აღმართა, რომელიც შარშან გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.
ცერემონიაში აფხაზეთის ომის მონაწილე სამხედროების ოჯახის წევრები, იუნკერები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ სამხედრო მოსამსახურეებს,რომლებიც საქართველოს სახელმწიფო დროშას და ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავენ.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს -დროშის დღეს!
მაღლა აღმართული დროშა სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა, სიმბოლოა ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების.
ჩვენ ყველას დასანახად აღვმართავთ დროშას, იმისთვის, რომ ვთქვათ - ჩვენ გვაქვს უნარი ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს დროშა ჩვენი წინაპრების ღვაწლითა და სისხლით არის გაძლიერებული. თუმცა, როდესაც ჩვენ დღეს აღვმართავთ დროშას, ჩვენ არ ვიყურებით მარტო წარსულში, ჩვენ ვიყურებით მომავალში.
„დროშისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ასი ათასობით ჩვენმა წინაპარმა დადო თავი, მოიტანა დღევანდელ დღემდე სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ჭირსა და ვარამს, გაუძლო უძლიერესი მტრების შემოტევას.
ჩვენ ყველას ნათლად ვამცნობთ იმ ძალას, რომელიც აღგვამართინებს ამ დროშას და ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და გაძლიერების უნარს გვაძლევს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
"დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა ამ დროშისთვის. დღეს არიან ის ადამიანები, ვისი თანამებრძოლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში.დღეს აქ არიან იმათი ოჯახის წევრები, ვინც თავი შესწირა ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
დღეს აქ არის ის ახალი თაობა, ვინც გადაიბარებს დროშას და ვინც მომავალ თაობებში, საუკუნეებით განმტკიცებულ ჩვენს სახელმწიფოს გააგრძელებს.
ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ყველას გისურვებთ რომ გქონოდეს ძალა, უნარი და შემწეობა, რომ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და დროშას. ღმერთი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოებისას.
ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის,საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მექანიზებული ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა უფროსი ლეიტენანტი სერგო გუჯეჯიანი;
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ უფროსი ლეიტენანტები თენგიზ აბსანძე, ვახტანგ ფარცვანია, მერაბ კვინიკაძე, რიგითები ნიკოლოზ (ნიკოლაი) გერაშენკო, რუსლან გვასალია, გიორგი შენგელია, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მებრძოლი ჭიჭიკო დადვანი, შინაგანი ჯარების ზემდეგები ლილი თაკვარელია, გურამ ხადური, კაკო ხადური, სოხუმის ცალკეული ასეულის სამხედრო მოსამსახურე სერგეი კვარაცხელია, სამხედრო პოლიციის ზემდეგი ხვიჩა ლემონჯავა.
მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ კი, დაჯილდოვდნენ მამუკა კოკაია - შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ზემდეგი და კახა სამადალაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგითი.
ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები