ერთ-ერთ ოლქში უსინათლოთათვის მხოლოდ პროპორციულის ბიულეტენი იყო ადაპტირებული — რას პასუხობენ ცესკოში
პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელი, ესმა გუმბერიძე On.ge-სთან აცხადებს, რომ ისნის ერთ-ერთ ოლქში უსინათლოთათვის მხოლოდ პროპორციული სიის ბიულეტენი იყო ადაპტირებული და მაჟორიტარული კანდიდატისთვის ხმის მისაცემად დახმარება დასჭირდა. ცესკოში აცხადებენ, რომ ორივე ბიულეტენი ადაპტირებული იყო და კონკრეტულად იმ უბანზე რა მოხდა, გაარკვევენ.
"ისნის მე-12 უბანზე როდესაც მივედით მე და კიდევ ერთი უსინათლო დღეს, სადაც ვაძლევ ხოლმე ხმას, დაგვხვდა მხოლოდ ერთი ჩარჩო, რომელიც არის განკუთვნილი პროპორციიული არჩევნებისთვის. ეს ვერ ერგებოდა მაჟორიტარების ბიულეტენს იმიტომ, რომ დაშორებები კანდიდატთა სახელებს შორის არ ემთხვეოდა პროპორციული სიისას, ამიტომ ვერ გამოიყენებდი. შედეგი იყო ის, რომ უბრალოდ ვიღაც უნდა შემოგვყოლოდა, ჩემს შემთხვევაში მშობელი, რომ მაჟორიტარიც შემომეხაზა ჩვენ გვქონდა ცესკოსგან წერილობითი ინფორმაცია, რომ უნდა ყოფილიყო თითო უბანზე 2 ჩარჩო. ჩვენ უბანზე იყო ერთი. როცა მოვიკითხე, სხვა უბნებზე ჰქონდათ 2-2 ჩარჩო", — განაცხადა ესმა გუმბერიძემ.
On.ge ინფორმაციის გასარკვევად ცესკოს დაუკავშირდა. აქ აცხადებენ, რომ ადაპტირებული ფორმები ყველა უბანზე იყო და კონკრეტულ უბანზე რა მოხდა, გაარკვევენ.
"ზოგადად, ორივე იყო ადაპტირებული. ჩარჩო-ფორმა იყო გაკეთებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩარჩო-ფორმა შემუშავდა მხარეებთან და სწორედ იმ პირებთან კონსულტაციით, რომლებიც მაგ საკითხებზე მუშაობენ. ჩარჩო ფორმას გაეცნენ და მოწონებული იყო უსინათლოთა კავშირის მხრიდან. თავდაპირველად, არსებობდა პრობლემა რაოდენობიდან გამომდინარე, რადგან რეგისტრირებული კანდიდატები, საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა ბევრი იყო და ჩარჩო-ფორმა გათვლილი იყო უფრო ნაკლებ კანდიდატზე. მოხდა ამ ჩარჩო-ფორმის ადაპტირება და შეცვლა იმისთვის, რომ მათ შეძლებოდათ არჩევნებში მიეღო დამოუკიდებლად მონაწილეობა. კონკრეტულად იმ უბანზე რა მოხდა, ვერ გეტყვით", — გითხრეს ცესკოში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
გაიგეთ მეტი არჩევნებზე:
-
Stranger Things-ის ფინალის პრემიერისას ნეტფლიქსი გაითიშა — მეორედ ამ სეზონში Stranger Things-ის ფინალის პრემიერისას ნეტფლიქსი გაითიშა — მეორედ ამ სეზონში
გადახედვა
-
შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტია დაშავებული შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტია დაშავებული
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: "რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ. ნებისმიერ ფასად? არა" ვოლოდიმირ ზელენსკი: "რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ. ნებისმიერ ფასად? არა"
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: "რეჟიმი მთლიანად ოკუპირებულია კრიმინალების და კორუმპირებული ადამიანების მიერ. დარწმუნებული ვარ, არავის მოსწონს" სალომე ზურაბიშვილი: "რეჟიმი მთლიანად ოკუპირებულია კრიმინალების და კორუმპირებული ადამიანების მიერ. დარწმუნებული ვარ, არავის მოსწონს"
გადახედვა
-
როცა ახალი წელი მართლაც იწყება როცა ახალი წელი მართლაც იწყება
-
ირაკლი კობახიძე: "გასული წელი სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო" ირაკლი კობახიძე: "გასული წელი სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო"
გადახედვა
-
მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!
გადახედვა
-
2025 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები — ხელოვნური ინტელექტიდან ტვინის ჩიპებამდე 2025 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები — ხელოვნური ინტელექტიდან ტვინის ჩიპებამდე
გადახედვა
-
ქართული მეცნიერება 2025 წელს — 10 მთავარი მიღწევა და სიახლე ქართული მეცნიერება 2025 წელს — 10 მთავარი მიღწევა და სიახლე
გადახედვა
-
შესაძლებელია თუ არა ლევიტაცია? — რას ამბობს მეცნიერება შესაძლებელია თუ არა ლევიტაცია? — რას ამბობს მეცნიერება
გადახედვა
-
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია
გადახედვა
-
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2025 წელს გარდაიცვალნენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2025 წელს გარდაიცვალნენ
გადახედვა
-
კახა კალაძე: ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება - ასე იქცევა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება კახა კალაძე: ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება - ასე იქცევა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება
გადახედვა
-
რას გეგმავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე? რას გეგმავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე?
გადახედვა
-
შეხვდი ახალ წელს ახალი მოპედით — პიტსტოპ მოტოს სპეციალური შეთავაზება შეხვდი ახალ წელს ახალი მოპედით — პიტსტოპ მოტოს სპეციალური შეთავაზება
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო აქტივობა სითი-მოლში ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო აქტივობა სითი-მოლში
-
ზურა ჯაფარიძე: მე გადავიხდი ამ გირაოს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის კეთების გამო ვიდრე გირაოს არ გადახდაა ზურა ჯაფარიძე: მე გადავიხდი ამ გირაოს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის კეთების გამო ვიდრე გირაოს არ გადახდაა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად სწორად იკვებები? ქვიზი: რამდენად სწორად იკვებები?
-
ლაშა ცუცქირიძე: პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა ლაშა ცუცქირიძე: პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა
გადახედვა
-
გაიცანით NurbsbyDapna: როგორ იქმნება სათამაშოები, რომლებსაც ახალი წელი მოჰყავთ გაიცანით NurbsbyDapna: როგორ იქმნება სათამაშოები, რომლებსაც ახალი წელი მოჰყავთ
-
ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს კახეთში სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს კახეთში სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს
კომენტარები