ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების დონის ამაღლებისა და დასაქმების ბაზრის განვითარების მიზნით, თბილისის კომუნიკაციის სკოლა და Wandio დამეგობრდნენ. თანამშრომლობის ფარგლებში ისინი არაერთ ტექნოლოგიურ პროგრამას შემოგვათავაზებენ, რომელთაგან პირველი კი Android Development-ია.

მობილური ოპერაციების ბაზარზე ანდროიდი უკვე მრავალი წელია, რაც ლიდერობს. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, სმარტფონების 74.6% სწორედ ანდროიდზე მუშაობს. გარდა მობილურებისა, ანდროიდის სისტემას იყენებს სხვადასხვა "ჭკვიანი" აქსესუარი, ელექტრონული რიდერი თუ საყოფაცხოვრებო ნივთი. მსოფლიო დასაქმების ბაზარზე ანდროიდ დეველოპერებისადმი მზარდი მოთხოვნის პარალელურად, საქართველოში, ამ კუთხით, კვალიფიციური კადრების სიმცირეა.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა მიზნები აქვთ თბილისის კომუნიკაციის სკოლასა და ვანდიოს და რა შესაძლებლობებისკენ გაგიხსნით გზას ანდროიდ დეველოპმენტის კურსი.

თბილისის კომუნიკაციის სკოლისა და ვანდიოს კოლაბორაცია

თბილისის კომუნიკაციის სკოლა სტუდენტებს Hard და Soft უნარ-ჩვევების გასავითარებელ პროფესიულ პროგრამებს 2018 წლიდან სთავაზობს. ხოლო Wandio ერთ-ერთი წამყვანი Software კომპანიაა, რომელიც ქართული და უცხოური ბაზრისთვის საშუალო და დიდი ზომის Web და Mobile სისტემებს ქმნის. ამჯერად ისინი ტექნოლოგიების სფეროში განათლების დონის ამაღლებისა და დასაქმების ბაზრის ხელშეწყობის მიზნით ერთიანდებიან.

ნინა ქარჩხაძე, თბილისის კომუნიკაციის სკოლის საოპერაციო ხელმძღვანელი

ფოტო: თბილისის კომუნიკაციის სკოლა

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სტუდენტებს შევთავაზოთ საგანმანათლებლო პროგრამები სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი სფეროებიდან. სწორედ ასეთია საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც უდავოდ მომავლის დარგია. Wandio კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული Software Development კომპანიაა, რაზეც მათი კლიენტების პორტფოლიოც მიგვანიშნებს", — გვიყვება ნინა ქარჩხაძე, თბილისის კომუნიკაციის სკოლის საოპერაციო ხელმძღვანელი (COO).

ნინას თქმით, Wandio-ს აქვს გამოცდილება როგორც ფინტეკის, ისე ელექტრონული კომერციის მიმართულებით. მათ უმუშავიათ ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორიც არის თიბისი, ლიბერთი, პაშა ბანკი, რებანკი, ჰალიკ ბანკი, ზუმერი, ონოფი და სხვა მრავალი. შესაბამისად, როცა ფიქრობდნენ, ვისთან ერთად შეექმნათ ტექნოლოგიების მიმართულებით კურსები, პირველ რიგში Wandio გაახსენდათ.

Wandio-ს მარკეტინგის დირექტორი, ნაინო ქაშიბაძე კი ამბობს, რომ კურსებთან დაკავშირებით თბილისის კომუნიკაციის სკოლის ხედვები Wandio-სას დაემთხვა. "სკოლის დამოკიდებულება საქმისადმი კომუნიკაციაშიც ჩანს, სწორედ ამიტომ მოხარული ვარ, რომ სკოლაში Wandio-სთან თანამშრომლობა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტეს", — აღნიშნავს ის.

Android Development — პირველი ერთობლივი პროგრამა

Android Development-ის კურსი თბილისის კომუნიკაციის სკოლისა და Wandio-ს თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბებული პირველი სასწავლო პროგრამაა, რომელიც შექმნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი დეველოპერებისთვის — მათთვის, ვისაც ტექნიკურად განვითარებული უნარ-ჩვევები აქვთ და ანდროიდის პრინციპების შესწავლა აინტერესებთ.

კურსის საწყის ეტაპზე, აქცენტი გაკეთდება პროგრამირების ენებისა და მიდგომების შესწავლაზე, რომელსაც Wandio-ს ანდროიდ დეველოპერი ბაჩო კურტანიძე წაიყვანს. ხოლო ანდროიდ გუნდის ხელმძღვანელი, ლევან კაკაბაძე უშუალოდ ანდროიდის სპეციფიკური ჩარჩოს, ინსტრუმენტებისა და აპლიკაციის შექმნის პროცესზე იქნება ორიენტირებული.

ფოტო: თბილისის კომუნიკაციის სკოლა

ლევანს 15 წლამდე პროგრამირების გამოცდილება აქვს. მან ინსბრუკის უნივერსიტეტში ასტრონაწილაკების ფიზიკაში მაგისტრის წოდება მიიღო და გადაწყვიტა სამეცნიერო მოდელების შექმნისას შეძენილი პროგრამირების გამოცდილება Android Development-ში გამოეყენებენა. ბაჩო კი 4 წელია, აქტიურად მუშაობს პროგრამირების სფეროში. მას უმუშავია არაერთი წამყვანი კომპანიის აპლიკაციებზე, მათშორის TBC PAY-ის მობაილ ბანკის შექმნაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ Wandio-ში დამწყებ პროფესიონალებს გუნდის სხვა გამოცდილი წევრები ზრდიან. სწორედ ამიტომ ორივე მათგანს სწავლების გამოცდილება უკვე აქვს.

ამგვარად, აღნიშნული კურსის ფარგლებში, პროფესიონალების დახმარებით, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობას დაეუფლებით. თქვენგან კი მხოლოდ მცირე რამაა საჭირო — იცოდეთ პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი პრინციპები, გესმოდეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები და შეგეძლოთ ტექნიკური დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე გააზრება.

სწავლება და მიზნები

Android Development-ის სილაბუსი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავს. კურსი თავიდან ბოლომდე ქეის სწავლებაზეა აგებული, შესაბამისად, დამწყებ ანდროიდ დეველოპერებს მყარ საფუძველს შეუქმნის შემდეგი კარიერული განვითარებისთვის.

ნაინო ქაშიბაძე, Wandio-ს მარკეტინგის დირექტორი

ფოტო: თბილისის კომუნიკაციის სკოლა

როგორც თბილისის კომუნიკაციის სკოლასა და Wandio-ში აღნიშნავენ, კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჯავას და კოტლინის პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ; ეცოდინებათ, რა არის პროგრამირების პარადიგმები; გაეცნობიან design pattern-ებს; შეეძლებათ აპლიკაციის UI-ის აწყობა და ფუნქციონალის შექმნა. ამგვარად, მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც დაეხმარებათ, სამომავლოდ დამოუკიდებლად განავითარონ აქ მიღებული ცოდნა.

"საბოლოო ჯამში პროგრამის მთავარი მიზანია, კურსდამთავრებულებს განუვითაროს კოდის წერის სწორი უნარ-ჩვევები და მიდგომები ისე, რომ შეეძლოთ საშუალო და პატარა ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა", — ამბობს ნინა.

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Android Development-ის კურსზე მიღება 4 ნოემბრიდან იწყება. კურსი 3-თვიანია, ჯამში 24 ლექციას მოიცავს და 72 საათია გათვალისწინებული. პროგრამის ღირებულება კი 1600 ლარი იქნება. ანდროიდ დეველოპმენტის კურსზე დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ, თბილისის კომუნიკაციის სკოლის ვებსაიტს ეწვიოთ.

ახალი შესაძლებლობები

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის ფარგლებშიც არა მხოლოდ ასწავლიან პროგრამებს, არამედ ხელს კარიერულ განვითარებაშიც უწყობენ — სთავაზობენ ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და გარანტირებულ სტაჟირებას. Android Development-ის პროგრამის ფარგლებში კი კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, Wandio-ს გუნდის წევრები გახდნენ.

"ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გამორჩეულ კადრებს. ეს კურსი მოგვცემს საშუალებას, ვიპოვოთ მონდომებული დამწყები ანდროიდ დეველოპერები. სტუდენტებს, რომლებიც კურსს წარმატებით გაივლიან და ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ Wandio-ს გუნდს შემოუერთდნენ", — აღნიშნავს ნაინო.


თბილისის კომუნიკაციის სკოლაში სჯერათ, რომ Wandio-სთან ერთად ხელს შეუწყობენ როგორც ტექნოლოგიური, ციფრული, განათლების დონის გაუმჯობესებას, ისე დასაქმების ბაზრის განვითარებას. რაც მთავარია, Android Development-ის პროგრამა ჯერ მხოლოდ დასაწყისია. თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის კომუნიკაციის სკოლა და Wandio არაერთი საინტერესო პროგრამის შექმნას აპირებენ.