36 ფეისბუქ გვერდი ოპოზიციის, 30 კი, ქართული ოცნების დისკრედიტაციას ემსახურებოდა — ISFED
ფოტო: James Bareham / The Verge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, მათ მიერ შესწავლილი 66 ფეისბუქ გვერდიდან, 36 ოპოზიციის (გარდა პატრიოტთა ალიანსისა), კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხოლო 30 ქართული ოცნების დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
კერძოდ, ISFED-ის განცხადებით, ოპოზიციის, კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ 1 322 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგან 777 მიმართული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, 183 — ევროპული საქართველოს, 68 — ლელოს, ხოლო 225 პოსტი სხვა ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების, მათ შორის, გიორგი ვაშაძის, შალვა ნათელაშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.
ფოტო: Isfed
ISFED-ის ცნობითვე, ანტიოპოზიციურ გვერდებზე მხარდაჭერის გამომხატველი პოსტები ძირითადად ქართული ოცნების სასარგებლოდ ქვეყნდება. მცირე რაოდენობა კი, პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის მიმართებით. ორგანიზაციის თქმით, მხარდაჭერა სხვა არცერთი პარტიის მიმართ არ არის გამოკვეთილი. მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარი გზავნილი დავით აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებებია. კერძოდ, რომ სააკაშვილმა გაყიდა დავით გარეჯი;
- ევროპული საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გიგა ბოკერიაა. ისმის ყალბი ბრალდებები, რომ მან 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველო დატოვა;
- ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციული გზავნილები ძირითადად ორი საკითხის გარშემო არის კონცენტრირებული. პირველი — ხაზარაძის მხრიდან მევახშეობის აკრძალვის ინიციატივას ეხება. მეორე — ხაზარაძის მისამართით ვრცელდება ბრალდება, რომ ეროვნული მოძრაობის დროს, მან თითქოს ხელი აღმართა მერაბ კოსტავაზე;
- გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული თითქმის ყველა აქტივობის გამო ხდება ირონიული და დამცინავი პოსტების სამიზნე;
- შალვა ნათელაშვილის დისკრედიტაციასთან ერთად მისი შვილის, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ნათელაშვილის რეპუტაციის დაზიანების მცდელობაც იკვეთება.
ანგარიშის თანახმად, დისკრედიტაციული გვერდებიდან 10-ს ბაკურ სვანიძე მართავს და იქ კოორდინირებულად მიმდინარეობს მადისკრედიტირებელი კამპანია როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ (გარდა პატრიოტთა ალიანსისა). უფრო ხშირად კი, პოსტები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული.
ფოტო: Isfed
რაც შეეხება მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართულ გვერდებს, მათი რაოდენობა 30-ს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, მათ ჯამში 188 741 გამომწერი ჰყავს და მათგან 13 გვერდი 2020 წელს, ხოლო 4 — სექტემბერ-ოქტომბერში შეიქმნა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოქვეყნებული პოსტებიდან:
- ქართული ოცნების წინააღმდეგ იყო — 1 240;
- პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ — 67;
- ევროპული საქართველოს წინააღმდეგ — 42;
- ლელოს წინააღმდეგ — 10;
- სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ — 57;
- მედიის, ძირითადად ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ — 44.
"გამოქვეყნებული დისკრედიტაციული პოსტების სამიზნე ქართული ოცნება და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არიან. ის ხშირად არის მოხსენიებული რუს ოლიგარქად და დადანაშაულებულია კრემლთან კოლაბორაციაში. მმართველი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, გამოიყენება კრიმინალის ზრდის სტატისტიკა და ისმის ბრალდება, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში რუსული სპეცსამსახურების გავლენაა გაზრდილი. აღნიშნულის დასტურად კი, ამავე თემაზე მთავარი არხის სიუჟეტებია მოხმობილი", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოსტებში მთავარი საკითხებია:
- ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადმოცემის საკითხი. პოსტებში ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ირონიულად არის შეფასებული;
- თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ პოსტები ძირითადად ჭავჭავაძის გამზირზე შეცვლილ მოძრაობის წესებს და წარმოქმნილ საცობებს უკავშირდება;
- თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით მის მიერ ატმის ფასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებაა გაშარჟებული.
ფოტო: Isfed / Fact-a-lyzer
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ჯამში 158 პოსტი გამოქვეყნდა და მათი მთავარი სამიზნე მთავარი არხი, ტელეკომპანია ფორმულა და TV პირველი იყვნენ.
26 ოქტომბერს ISFED-მა სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის მოიცავდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, რა დროსაც 900-ზე მეტი ფესბუქ გვერდი და 11 469 პოსტი შეისწავლეს.
ამავე თემაზე:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები