ადამიანის ხმა — ნახეთ ტილდა სუინტონი ალმოდოვარის ფილმის ტრეილერში
ფოტო: Wanda Films
მართალია, პანდემიამ მრავალი კინო თუ სატელევიზიო პროექტის წარმოება შეაჩერა, თუმცა პედრო ალმოდოვარმა მაინც შეძლო ახალი ფილმი გადაეღო, რომელიც წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე კინოსურათია.
ადამიანის ხმა (The Human Voice) — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარი იქნება და თანაც მასში მთავარ როლს ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი ტილდა სუინტონი ასრულებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფილმის პირველი ტრეილერი ამ ორი გამორჩეული ხელოვანის თანამშრომლობით ნამდვილად საინტერესო სანახაობას გვპირდება:
ალმოდოვარმა ახალი ფილმი ამ წლის დასაწყისში დააანონსა, მასზე მუშაობა ივლისში უსაფრთხოების ზომების დაცვით დაიწყო და მისი პრემიერა სექტემბრის დასაწყისში ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.
ადამიანის ხმა ჟან კოქტოს ამავე სახელწოდების მქონე ერთმოქმედებიანი პიესის მიხედვით შეიქმნა, რომლის სიუჟეტიც თითქმის მთლიანად ქალის სატელეფონო საუბარზეა დაფუძნებული, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ მისი შეყვარებული სხვა ქალზე ქორწინდება.
"ჩემთვის პატივია, ტილდასთან ერთად თანამშრომლობა. მეტსაც გეტყვით: ადამიანის ხმა ტილდას დღესასწაულია, მისი ურიცხვი და მრავალფეროვანი სამსახიობო უნარების წარმოდგენა. მისი გადაღება ნამდვილი სანახაობა იყო", — აღნიშნა ალმოდოვარმა სუინტონთან მუშაობის გამოცდილებაზე საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ტილდასთან ერთად პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში ვიხილავთ მოდის სახლ ბალენსიაგას ტანსაცმელსაც, რომელზეც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მუშაობდა: სუინტონის პერსონაჟს ბალენსიაგას გაზაფხული-ზაფხული 2020 წლის კოლექციიდან აცვია სამოსი.
ადამიანის ხმა მოკლემეტრაჟიანი კინოსურათია — მისი ქრონომეტრაჟი სულ რაღაც 30 წუთია და მისი პრემიერა 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი ესპანეთში.
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
კომენტარები