რეფორმერის მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით შალუტაშვილმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო
ფოტო: რეფორმერი
რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, დავით შალუტაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მან ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამის, ბიზნესის და პროგრესის სახლის პროექტი გააცნო, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის ინიციატივით, ეკონომისტების გუნდმა შეიმუშავა გიორგი აბრამიშვილის და დავით შალუტაშვილის ხელმძღვანელობით:
"ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დაძლევა შესაძლებელია ახალი, მდგრადი ბიზნესების რაც შეიძლება სწრაფად შექმნით და არსებული პროექტების გაზრდით, ამისთვის საჭიროა იდეები, შემსრულებლები და კაპიტალი. მცირე და საშუალო ბიზნესს მუდმივად უდგას კაპიტალთან წვდომის პრობლემა, ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ბიზნესის დაწყების ან გაფართოების ეტაპზე. ინვესტორები კი თავის მხრივ ეძებენ კარგ საინვესტიციო პროექტებს, კომუნიკაცია ხშირად შუამავლებზე არის დამოკიდებული, რაც საერთოდ ვერ ხერხდება. სტარტაპ და გრანტების პროგრამები, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ატარებს სეზონურ სახეს, მიმართულია კონკრეტული დარგების დაფინანსებაზე და რაც მთავარია, შეზღუდულია ფინანსებში. სრულფასოვანი ბიზნეს-პროცესების წარსამართად ხშირად უამრავი ნებართვა და ლიცენზია არის საჭირო, სამინისტროებს შორის გართულებულია კოორდინაცია, ხშირ შემთხვევაში კი, განსაკუთრებული საჭიროებების დადგომამდე, არც არსებობს. საინვესტიციო პროექტის მიზნობრივად განხორციელება შეუძლებელია სხვადასხვა უწყებების კოორდინაციის გარეშე. ინვესტორს ნაკლები არგუმენტი აქვს, რომ საქართველოში განახორციელოს კაპიტალდაბანდება, რის გამოც იკარგება სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში შესული სახსრები.
მსგავს და მასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევისთვის რეფორმერის გუნდმა შევიმუშავეთ ბიზნესის და პროგრესის სახლის პროექტი, რომელიც დეტალურად არის ასახული ჩვენს პროგრამაში:
- ლოკალური ბიზნესები და სტარტაპები ინვესტორის მოძიების მიზნით შეავსებენ განაცხადს ინვესტიციის მოძიებაზე, რაშიც მათ კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ ბიზნესისა და პროგრესის სახლის შესაბამისი სპეციალისტები. საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება. სახლი დაკომპლექტებული იქნება იურისტებით, ფინანსისტებით, ეკონომისტებით, ინვესტიციის მენეჯერებით, დარგობრივი ექსპერტებითა და სხვა რელევანტური სპეციალიზაციის პროფესიონალებით.
- შეიქმნება ინვესტორების რეესტრი, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია ლოკალურ ბიზნეს-პროექტებზე, რომლებშიც შეიძლება ამ ინვესტიციების განხორციელება. დაინტერესებული ინვესტორი მიმართავს ბიზნესის და პროგრესის სახლის თანამშრომელს, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, პროაქტიურ რეჟიმში შესთავაზებს მას დარგის ბიზნეს - პროექტების სიას რეგიონის და ინვესტიციის სავარაუდო მოცულობის მიხედვით.
- შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნება ინვესტორისთვის საინტერესო პროექტის ავტორებისა და პოტენციური ინვესტორის შეხვედრები, რომელსაც მედიატორის რანგში დაესწრება ბიზნესისა და პროგრესის სახლის თანამშრომელი, ინვესტიციის მენეჯერი.
- ინვესტორსა და ბიზნეს-პროექტის ავტორს შორის შეთანხმების შემთხვევაში, ინვესტიციის მენეჯერი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩაიბარებს საინვესტიციო პროექტს და უზრუნველყოფს დაკავშირებული მხარეებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების საკითხების მოგვარებას. თითოეულ მხარეს დაეხმარება მისთვის საჭირო კონტაქტების მოძიებაში, გაუმარტივებს დოკუმენტაციასა და ნებართვებთან დაკავშირებულ ბიუროკრატიას და დროულად მიაწვდის ინფორმაციას, პროექტებს, კონტაქტებს ან საჭირო დოკუმენტაციას.
აღნიშნული მიდგომა მოახდენს საზოგადოების პოტენციალის რეალიზებას და უამრავი ადამიანის დასაქმებას, ახალი ბიზნეს-პროექტები კი პროგრესის საწინდარი გახდება. ტექნოლოგიურ პროგრესს ეკონომიკის განვითარებაში რეფორმერისთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პროგრესი არის ბიზნესის ევოლუციის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ჩნდება ბიზნეს- სუბიექტების მიერ მიზანმიმართული ინოვაციური პროექტების დანერგვით და დაგეგმილი ექსპერიმენტების ხარჯზე. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს შექმნას პლატფორმა ბიზნესის სტიმულირებისთვის, არ დავკარგოთ არცერთი პოტენციური პროექტი, შევახვედროთ ინვესტორები პროექტების ავტორებთან, გავამარტივოთ მათი ურთიერთობა ერთმანეთთან და საჯარო უწყებებთან, რასაც ბიზნესისა და პროგრესის სახლების დანერგვით მივაღწევთ.
კონცეფცია ითვალისწინებს ბიზნესისა და პროგრესის სახლების ორგანიზებას საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციას და ურბანიზაციის ზედმეტად მაღალი ტემპის შესუსტებას. მეწარმეობისა და სტარტაპების პოპულარიზაცია და პლატფორმის შექმნა საინვესტიციო პოტენციალის რეალიზებისთვის, დადებით გავლენას მოახდენს პოტენციური მეწარმეების ბიზნეს იდეების განხორციელებაზე. მდგრადი ბიზნეს-მოდელების ჩამოსაყალიბებლად მათი შესაძლებლობების გაძლიერება გახდება ცვლილებების საფუძველი და სხვა პოტენციური მეწარმეებისთვის იქნება მაგალითი".
დავით შალუტაშვილის თქმით, ბიზნესის და პროგრესის სახლები მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შეადგენს 11,6%-ს. მართალია, არსებობს დასაქმების სააგენტო, თუმცა იგი პრაქტიკულად უფუნქციოა. რეფორმერის აზრით, ზემოთ აღნიშნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს თავისი პირვანდელი დანიშნულება რეფორმერის შემოთავაზებული "ბიზნესისა და პროგრესის სახლის" ფარგლებში და იგი უნდა იყოს შუამავალი რგოლი, ერთი მხრივ, სამსახურის მაძიებლებს, მეორე მხრივ კი, ბიზნესის სექტორს შორის. მისი ეგიდით შეიქმნება უმუშევარი მოქალაქეების ერთიანი ბაზა, რომელთაც სურთ დასაქმება. იქვე მითითებული იქნება ინფორმაცია თითოეული მოქალაქის განათლებაზე, გამოცდილებაზე, უნარ-ჩვევებზე და სხვა დეტალებზე, რაც ხელს შეუწყობს პოტენციურ დამსაქმებელს, სწორად შეაფასოს კონკრეტული კადრის შესაბამისობა საკუთარ მოთხოვნებთან.
"საქართველოში პარადოქსული სიტუაცია გვაქვს დასაქმების კუთხით: სამუშაოს მაძიებელი ჩივის, რომ სამუშაო ადგილები არ არის, ხოლო ბიზნეს-სექტორი პირიქით — კვალიფიციური კადრების არარსებობაზე საუბრობს. ჩვენი პროექტის მიხედვით, ბიზნეს-სექტორი დაუკავშირდება დასაქმების სააგენტოს, მიაწვდის ინფორმაციას, რომ მას სჭირდება გარკვეული კვალიფიკაციის მქონე კადრები. სააგენტო ბაზაში შესაბამისი კადრების არსებობის შემთხვევაში მიაწოდებს დამსაქმებელს სამუშაოს მაძიებლების სიას, ხოლო ასეთების არარსებობის შემთხვევაში, დასაქმების სააგენტო დაუკავშირდება განათლების სამინისტროს, რომელსაც შემუშავებული უნდა ჰქონდეს კადრების სწრაფი პროფესიული გადამზადების პროგრამა და მისი დახმარებით რელევანტურ მოქალაქეებს გადაანაწილებენ კოლეჯებში, სადაც მათ სრულად დაუფინანსდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი. ინტენსიური თეორიული კურსის შემდგომ, აპლიკანტები გაივლიან ანაზღაურებად პრაქტიკას საწარმოში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან. ასეთი სისტემის მეშვეობით, სახელმწიფოს გაუადვილდება ზრუნვა მოქალაქეებზე, პროცესები გახდება სისტემატიზებული, ხოლო უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება", — აცხადებს პარტია რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, დავით შალუტაშვილი.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები