პორტო — მოგზაურების უსაყვარლესი ქალაქი პორტუგალიაში
ფოტო: ირაო
პორტო, ლისაბონის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქია პორტუგალიაში. პორტუგალია, თავის მხრივ, უსაფრთხო ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა, ისლანდიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ. აქ მოგზაურობისას თავს დაცულად, ლაღად და მხიარულად გრძნობ, მით უმეტეს, თუ სამოგზაურო დაზღვევა გიმაგრებს ზურგს. პორტო ცნობილია უარომატულესი ღვინით, ფერადი კერამიკული ნაკეთობებით, უგემრიელესი სამზარეულოთი და მეგობრული ხალხით.
როგორ უნდა გაიყვანოთ დრო პორტოში?
პირველ რიგში, გასინჯეთ საფირმო პორტვეინი — ვინუ დუ პორტუ. საექსპორტო ღვინო აქ ასწლეულებია მზადდება — ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნიდან. გამოირჩევა ნაყოფის მკვეთრი გემოთი და ექსტაქტულობით. ჟოლოს, მაყვლის, შოკოლადის, კარამელისა და დარიჩინის არომატები ნაზად ელამუნება რეცეპტორებს, პირველივე ყლუპიდან.
მიუძღვენით მთელი დღე მდინარე დორუს მარჯვენა სანაპიროს, სადაც მდებარეობს პორტოს ისტორიული, მეღვინეობით განთქმული ნაწილი, რომელიც იუნესკომ 2001 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა. საუკეთესო დრო აქ მოსახვედრად სექტემბრის ბოლო და ოქტომბერია, როცა ყურძნის მოსავლის აღება იწყება და ქალაქი სიცოცხლით ივსება.
ღირსშესანიშნაობებიდან ავენიდა დოს ალიადოსი სეირნობისთვის იდეალური ადგილია, მე-19-მე-20 საუკუნის ფერადი, ულამაზესი სახლებითა და თვალწარმტაცი პატარა ქუჩებით.
პონტი დი დონ ლუიშის ორსართულიანი ხიდი, რომელიც ორ ქალაქს, პორტოსა და გაიას აკავშირებს, 1886 წელს, მისი აგების დროს, ის ყველაზე გრძელი ხიდი იყო მსოფლიოში.
აუცილებლად ინახულეთ სან ბენტოს მატარებლის სადგური. ითვლება, რომ ის ყველაზე ლამაზი სადგურია ევროპაში.
გირჩევთ ფეხით მოიაროთ რიბეირა და სანაპირო ზოლი. ჭრელი, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სახლები და ვიწრო ქუჩები აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს. ეს რაიონი სავსეა მაღაზიებით, მონუმენტებით და რესტორნებით. აქ, მთელი კვირის განმავლობაში, ღამის ცხოვრებაც საკმაოდ აქტიურია.
თუ იქაურ თავისუფლების მოედანზე მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მაკდონალდსად აღიარებული რესტორნის მონახულება. შენობა 1930 წლიდან კაფე იმპერიალს ეკუთვნოდა. ეს ადგილი ერთ დროს პორტოელების საყვარელი კოფიშოპი იყო. თუმცა, შემდეგ, 1990-იან წლებში გაიყიდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ინტერიერი იგივე დარჩებოდა და ორიგინალ დეკორაციებს არავინ შეცვლიდა.
აუცილებლად შეავლეთ თვალი Palácio da Bolsa-ს, საფონდო ბირჟის უძველეს შენობას 1800-იანი წლებიდან.
წლის ყველაზე ცხელ და მზიან პერიოდში კი ინგლესისა და დორუს სანაპიროებზე ნებივრობას გირჩევდით, თვალწარმტაცი ხედებით, მოსახერხებელი სასეირნო პლაჟებით, მყუდრო კაფეებით, მაღაზიებითა და ბარებით. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მზის ჩასვლის ულამაზესი კადრებით, რომლებიც დიდხანს გაჰყვება თქვენს მეხსიერებას.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები