შუა თითი მას, ვინც პირბადეს არ ატარებს — ბერლინში უჩვეულო რეკლამა გამოჩნდა
ბერლინში გადაწყვიტეს, უარი თქვან თავაზიან გზავნილებზე და იმ ხალხს, ვინც პირბადეს არ ატარებს, შუა თითი აჩვენონ — ასე პირდაპირ შეახსენონ ის წესები, რომლის დაცვაც ყველას ევალება.
The Guardian-ის ინფორმაციით, ეს ახალი რეკლამა საჯარო ინფორმაციის გავრცელების კამპანიის ნაწილია, რომელიც ბერლინის სენატის დაკვეთით განხორციელდა და ეს რეკლამაც სწორედ მათი გადაწყვეტილებით გამოჩნდა ადგილობრივ გაზეთებში.
სარეკლამო პოსტერზე ასაკოვანი ქალია გამოსახული, რომელიც პირბადითა და აწეული შუა თითით პირდაპირ მკითხველს უყურებს. "ეს თითი ყველას, ვინც პირბადეს არ ატარებს: ჩვენ წესებს უნდა ვიცავდეთ" — ვკითხულობთ პოსტერზე.
ფოტო: Visit Berlin
"გვინდოდა, ის ენა გამოგვეყენებინა, რომელიც ბერლინის ხასიათს შეეფერება და თან გვეჩვენებინა პანდემიისგან გამოწვეული დრამატული მდგომარეობის სიმწვავე, რაც გამოგვივიდა კიდეც", — აცხადებს სარეკლამო კომპანია Visit Berlin-ის წარმომადგენელი.
ისინი, ვინც ამ რეკლამაზე მუშაობდნენ, აღნიშნავენ, რომ მათ ბერლინური განწყობის გადმოცემა სცადეს: უხეში, მაგრამ თან გულიანი.
"ბერლინელებისა და ჩვენი ქალაქის სტუმრების უმეტესობა ითვალისწინებს და იცავს კიდეც მიღებულ წესებს, თუმცა არიან ვიღაცები, ვინც ამას არ აკეთებენ. ეს ადამიანები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან მოხუც და სხვა მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს. სწორედ ამიტომაც გვინდოდა, ყურადღების განსაკუთრებულად მიპყრობა ამ საკითხზე და მსგავსი გზაც ამის გამო ავირჩიეთ", — აღნიშნავენ პოსტერის იდეის ავტორები BBC-ისთან.
მიუხედავად ამისა, პოსტერით, ცხადია, ყველა ვერ მოიხიბლა.
ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელმა ბერლინში ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა ქალაქის სენატი, რომელსაც უმეტესად მემარცხენე და მწვანეთა პარტია მართავს:
"სიტუაცია მეტისმეტად სერიოზულია, რომ სულელური ხუმრობების დრო გვქონდეს", — განაცხადა კაი ვეგნერმა.
კიდევ ერთი პარტიის, თავისუფალი დემოკრატების წევრმა კი აღნიშნა, რომ "კამპანია არც სასაცილო ან კრეატიული გამოვიდა, არამედ უფრო თავხედური და შეურაცხმყოფელია".
ადგილობრივი გაზეთის Tagesspiegel განცხადებით კი, შესაძლოა, კამპანიამ უკვე თავის მიზანსაც კი მიაღწია: "მრავალჯერ გამეორების ნაცვლად ასე გაგება უფრო მარტივია".
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები