შესაძლოა, აზბესტი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ძალიან გამოსადეგი იყოს
გლობალურ დათბობასა და ზოგადად, კლიმატის ცვლილებაში ანთროპოგენური აქტივობა ძალიან დიდ როლს თამაშობს. მთავარი პრობლემა სათბურის აირების ჭარბი ემისაა, შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მთავარი ხერხი ამ ემისიების შემცირებაა.
თუმცა, ემისიებთან საბრძოლველად სხვა მეთოდიც გამოიყენება. მაგალითად, ხეების დარგვა და მცენარეების გაშენება მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ისინი ნახშირორჟანგს - ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სათბურის აირს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ.
ბოლო დროს, მეცნიერები სათბურის აირების შთანთქმის ახალ მეთოდს განიხილავენ. შესაძლოა, რომ აზბესტი, რომელიც კარცენოგენული ნივთიერებაა, სხვა ქიმიურ ნაერთებთან ერთად სათბურის აირების შთანთქმაში დაგვეხმაროს. ეს მინერალიზაციის პროცესითაა შესაძლებელი.
მინერალიზაცია ბუნებრივი მექანიზმია, რომელიც ნახშირბადის ციკლს იყენებს. წვიმაში არსებული ნახშირორჟანგი ჩვეულებრივ ქვებს "შლის", რაც ხშირად მაგნეზიუმს და კალციუმს წარმოქმნის, რომლებიც მოგვიანებით ოკეანეში აღმოჩნდებიან. იქ კი სხვადასხვა ცხოველები მინერალებს ბაქნების და ჩონჩხის "მშენებლობისთვის" იყენებენ. ეს ორგანიზმები კვდებიან და შედეგად კირქვა წარმოიქმნება.
მინერალები ნახშირორჟანგს და ზოგადად სათბურის აირებს იერთებენ, შედეგად ეს ატმოსფერული აირები "იჭედებიან". რაც ნიშნავს, რომ ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება კარბონატი.
სხვადასხვა წიაღისეული ქვების მოპოვებისას, მაღაროებში ეგრეთ წოდებული "ნარჩენები" რჩება. ეს ნარჩენები, ძირითადად, ზემოხსენებული მინერალებია, რომლებსაც დიდი ენერგეტიკული ღირებულება არ აქვთ, თუმცა, ნახშირორჟანგის შთანთქმის შეიძლება გამოსადეგი იყოს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აზბესტის მოპოვების ადგილები ამ მისიისთვის იდეალურია. შესაძლოა, გაკეთდეს სპეციალური "ველები" რომელიც აზბესტით იქნება დაფარული. ვენტილაციის დახმარებით, ჰაერის ამ აზბესტის "ველზე" იცურკულირებს, სადაც დროთა განმავლობაში ნახშირორჟანგი შთაინთქმება - ნახშირორჟანგი აზბესტთან მიმაგრებულ მინერალებთან რეაქციაში შევა და კარბონატები წარმოიქმნება.
როგორც აღვნიშნეთ, აზბესტი კარცენოგენული ნივთიერებაა ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს. თუმცა, უსაფრთხოების სათანადო სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, ზემოხსენებული პროცესის მასშტაბური გამოყენებაც შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ სათბურის აირების შთანთქმის ეს გზა საინტერესოდ გამოიყურება და მას შეიძლება მომავალში ფართო გამოყენება ჰქონდეს, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ის საკმარისი ნამდვილად არ არის.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მეთოდით, შტატ ვერმონტში სადაც 30 მილიონი ტონა "ნარჩენია", მხოლოდ 12 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის შთანთქმა იქნება შესაძლებელი. გლობალურად კი, ყველა მაღაროს გამოყენებით, დაახლოებით, 40 მილიონი ტონა ნახშირბადის დიოქსიდის შთანთქმაა შესაძლებელი.
თუმცა, იმისთვის რომ პლანეტის გლობალური ტემპერატურის მატება 1,5˚C-ს არ აცდეს, მომდევნო რამდენიმე ათეულ წელში ნულოვანი ემისიის მიღწევაა საჭირო და ასევე, 2100 წლამდე, 100 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე მეტრული ტონა ნახშირბადის დიოქსიდის შთანთქმა ატმოსფეროდან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ გვინდა რომ დათბობამ 2˚ C ნიშნულს არ მიაღწიოს, 2050 წლამდე ატმოსფეროდან ყოველწლიურად 10 მილიარდი ტონა CO2 უნდა შთაინთქას.
კომენტარები