რუკა, რომელსაც ილიჩოვა/მელაშვილს ედავებიან, 2014 წელს სამთავრობო დონეზე განიხილეს — მშვენიერაძე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულებს ედავებიან, 2014 წელს სამთავრობო დონეზე განიხილეს. მშვენიერაძემ ფორმულას პოლიტმეტრში სტუმრობისას აღნიშნა, რომ 2014 წელს შეხვედრა მაშინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრას სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ.
"ისევ იქნა წარდგენილი ეს არგუმენტები, რატომ არის გამოუსადეგარი 1:200 000 მასშტაბის რუკები და რატომ არ გამოგვადგება არგუმენტად. განხილვის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ამ რუკების ყველა ვერსია უნდა გვქონდეს. ეს დაავალა მინდია ჯანელიძეს ღარიბაშვილმა, მან დაავალა საკუთარ თანამშრომელს, სვანაძეს, რომელმაც ერთ თვეში დაურეკა თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელ წარმომადგენელს ბატონ ხორბალაძეს და უთხრა, რომ რუკა მოიპოვა, ერთი ეგზემპლარი. როცა ჰკითხეს, საიდან მოიპოვა, თქვა, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, შსს-ში მისცეს ეს რუკა", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
განახლება:
ინტერვიუში გიორგი მშვენიერაძემ თანამდებობის პირებს შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანიაც ახსენა. მოგვიანებით ფეისბუქზე მან განმარტა, რომ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა ზაზა ონიანმა და ნოდარ ხორბალაძემ ცალკე, 2013 წელს გამართეს [ალასანიამ ზაზა ონიანს ნოდარ ხორბალაძე გააცნო], ხოლო ღარიბაშვილთან, სადაც მინდია ჯანელიძეც იყო — 2014 წელს, რომელ შეხვედრასაც ერთ თვეში მინდია ჯანელიძის თანამშრომლის — გიორგი სვანაძის — მხრიდან ნოდარ ხორბალაძისთვის რუკის გადაცემა მოჰყვა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ სამთავრობო კომისიაზე საკითხი 2015 წელს განიხილეს, ხოლო 2018 წელს ამ საკითხის განხილვა მიხეილ ჯანელიძის მონაწილეობით მოხდა, სადაც ხორბალაძეს მოუსმინეს, გაეცნენ 32-36 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკების შედარებას 1:500 000 რუკებთან და შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მინისტრი ამ საკითხს პრემიერმინისტრთან არ წარადგენდა.
ის, აგრეთვე, საუბრობს, იმაზე რომ კარტოგრაფიული მასალა, რომლის დამალვასაც პროკურატურა ნატალია ილიჩოვას ედავება, დაკავებულს 2019 წლის მაისიდან აღარ ჰქონია. უფლებადამცველის თქმით, ილიჩოვამ კომისიის წევრის თანამდებობა სწორედ წლინახევრის წინ დატოვა.
"ჩვენებით დადასტურებულია, რომ ეს მასალები ირმა გაბუნიას ილიჩოვამ გადასცა, რადგან გაბუნია კომისიის ახალი წევრი გახდა. როდესაც ილიჩოვა დაკითხეს, მან თქვა, რომ მასალები იქნება ირმა გაბუნიას ოთახში, მას ექნება, მას აქვს, და როცა ჩხრეკაზე მივიდნენ, ეს ამოიღეს", განმარტავს მშვენიერაძე.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები