ცოტა ხნის წინ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა თურქეთში, იზმირის პროვინციაში სასამართლოს შენობის იმ შესასვლელთან, რომლითაც მოსამართლეები და პროკურორები სარგებლობენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 3 ადამიანი, ადგილზე მობილიზებულნი არიან როგორც სამართალდამცავები, ისე სასწრაფო დახმარების მანქანები. შემთხვევის ადგილზე პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ორმა პირმა, რომელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, მეორის გაუვნებელყოფას კი სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ.