USAID საქართველოს მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული ეთიკის კოდექსი შემუშავდა
ფოტო: USAID/Georgia
USAID საქართველოს მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული ეთიკის კოდექსი შემუშავდა. პროექტის ტექნიკური მხარდამჭერია USAID/HICD 2020.
პროფესიული კოდექსის განხილვა დღეს მოეწყო და პროცესში განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, კლეარ ოლბლესი, ასევე USAID საქართველოს მისიის წარმომადგენლები, კვლევითი ორგანიზაციები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.
კელი დეგნანის აზრით, საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოქალაქეებს საკუთარი გასაჭირის დაფიქსირების საშუალებას ყველაზე უკეთ აძლევს. ის იმედოვნებს, რომ შეიქმნება ასოციაცია, რომელიც კვლევების შესახებ ცნობიერების გაზრდას შეუწყობს ხელს.
"ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ის შედეგები, რაც გასული თვეების მუშაობამ მოიტანა, რადგან მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებები ან საჭიროებები ხმამაღლა დააფიქსირონ, კვლევების საშუალებით ახერხებენ ამას. ამასთანავე, გაწეული მუშაობა საჯარო პირებისთვის, პოლიტიკოსებისთვის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მათ ისეთი ღონისძიებები გაატარონ, რაც საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს. კოდექსი აწესებს სტანდარტებს და პრინციპებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ასევე, დიდი იმედი მაქვს, შეიქმნება ასოციაცია, რომელიც იმუშავებს კვლევების საკითხზე და მათ შესახებ ცნობიერებას გაზრდის", — აცხადებს კელი დეგნანი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ ასოციაციის შექმნა დაანონსა, რომელიც კვლევებთან დაკავშირებულ თემებზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, მან ხარისხიანი კვლევითი ინსტიტუტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"კოდექსს დაეფუძნება საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციების პროფესიული ასოციაცია, რომლის მიზანიც იქნება როგორც კვლევების ხარისხის ზრდა, ისე ეთიკური პრინციპების დაცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ კვლევის და მეცნიერების განვითარებისთვის, ამასთან, დემოკრატიული მექანიზმების გაძლიერებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის, რადგან პროფესიული ორგანიზაციები საზოგადოებას ძალიან აკლია". — განაცხადა გიგა ზედანიამ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოციაციის მხარდაჭერას გააგრძელებს. უნივერსიტეტის მკვლევრის და ღონისძიების ფასილიტატორის, ზარინა ბურკაძის თქმით, კვლევითი ინსტიტუტების განვითარებას სხვადასხვა ხერხით შეუწყობენ ხელს, მათ შორის, მკვლევართა და მედიის წარმომადგენელთა გადამზადებით და პროფესიული განვითარების ხელშეწყობით.
"ჩვენ დავეხმარებით ასოციაციას გამართულ ფუნქციონირებაში და ჩვენს წვლილს შევიტანთ, რათა ყველა მკვლევარმა აღნიშნული ეთიკის კოდექსით იხელმძღვანელოს. პროცესი მოიაზრებს საგანმანათლებლო საქმიანობას, კონფერენციებს, ასევე პერსონალის გადამზადებას, როგორც მკვლევრების, ისე მედიის წარმომადგენლების, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები ზუსტად აღიქვან და საზოგადოებას მიაწოდონ. ორიენტირებული ვიქნებით იმაზეც, რომ გვყვავდეს სამიზნე ჯგუფები, მათ შორის, ჟურნალისტები, მკვლევრები. დავეხმაროთ მათ გადამზადებაში და პროფესიულად გავაძლიეროთ, რათა დავიცვათ ისინი პოლიტიკური თუ სხვა ტიპის აქტორების მხრიდან თავდასხმისგან", — ამბობს ზარინა ბურკაძე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები