15 ცნობილი სერიალი, რომელშიც საქართველოა ნახსენები
ცოტა რამეს თუ გავუერთიანებივართ ისე, როგორც NBA-ზე ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემას უქნია ეს; არც ის ხდება ხშირად, რომ მთელმა ერმა ახალი სპორტი და მისი უცნაური ტერმინოლოგია ავითვისოთ, როგორც ეს ტოჩინოშინის გამო მომხდარა — ეს იმის დამსახურებაა, რომ, ბევრი სხვა პატარა ერის მსგავსად, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა ჩვენც ძალიან გვაბედნიერებს ხოლმე.
თუმცა ეს მხოლოდ სპორტული წარმატებებით არ შემოიფარგლება: პატარა ბედნიერებები მაშინაც გვეუფლება, როცა უცხოურ სატელევიზიო სივრცეში საქართველო რაიმე ფორმით ჩნდება — იქნება ეს საქართველოში გადაღებების წარმოება თუ, უბრალოდ, ფილმში ან სერიალში ჩვენი ქვეყნის ხსენება. ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ისეთ სერიალს გავიხსენებთ, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობია და რომელშიც საქართველოა ნახსენები.
წარმოგიდგენთ 15 ცნობილ უცხოურ სერიალს, რომელშიც საქართველო ფიგურირებს:
1. Community
ცნობილი ამერიკული სიტკომის, Community-ს, მესამე სეზონის მეორე ეპიზოდში "გლობალური კონფლიქტის გეოგრაფია" ("Geography of Global Conflict") სერიალის მთავარი სამეგობრო ჯგუფის ერთ-ერთი პერსონაჟი ენი, რომელიც მოწესრიგებულობითა და სწავლისადმი სიბეჯითით გამოირჩევა, ახალ "მტერს" გაიჩენს — ენი კიმს, რომელიც მას კლასის ყველაზე ჭკვიანი სტუდენტის როლში ეცილება. კიმი ენის გაეროს მოდელირების პროექტის გაკეთების იდეას მოპარავს, ენის მხარდასაჭერად კი მისი მეგობრები მოდელირებაში ჩაერთვებიან და ქვეყნებს დაინაწილებენ.
გაეროს მოდელირების ქვეყნებში საქართველოცაა, რომლის წარმომადგენელიც ტროი ხდება. საქართველოს სახელით საუბრისას თავიდან ის ხუმრობით ამერიკული სამხრეთული აქცენტით ლაპარაკობს, რაზეც ჯეფი ეუბნება, რომ ქვეყანა "ჯორჯიაზეა" საუბარი და არა — შტატზე. მიუხედავად ამისა, ტროი მანამდეც მშვენივრად იაზრებდა ამას და საქართველოს დახასიათებას განაგრძობს: "დედაქალაქი — თბილისი; საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი" — თუმცა ამის თქმის შემდეგ საუბარს ისევ აქცენტით აგრძელებს.
2. Sherlock
თბილისი, საქართველო. ექვსი წლის წინ.
არტურ კონან დოილის ლეგენდარულ შერლოკ ჰოლმსზე დაფუძნებულ სერიალ შერლოკის მე-4 სეზონის 1-ლი სერია "ექვსი ტეტჩერი" ("The Six Thatchers") ქართველ მაყურებელს მისი გამოსვლისას არ გამორჩენია. ამის მიზეზი მარტივია: სერიაში რამდენიმე ისეთი სცენაა, რომელშიც მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს.
სერიაში შერლოკი მარგარეტ ტეტჩერის ქანდაკებების გარშემო არსებულ საიდუმლოს იკვლევს, ისინი კი თბილისშია დამზადებული, სადაც 6 წლის წინ ბრიტანელი აგენტები ჩავიდნენ მისიით.
მიუხედავად ამისა, სერიაში საქართველო არც ისე მიმზიდველადაა წარმოჩენილი. აქ თბილისი ძალადობის ეპიცენტრია, სადაც ბრიტანეთის საელჩოში ტერორისტები შეიჭრებიან და მძევლებს აიყვანენ. ისინი უმოწყალოდ აწამებენ აგენტებს და რატომღაც რუსულად ლაპარაკობენ.
3. Black Mirror
საქართველო ტექნოლოგიური სიახლეებით გამოწვეულ შესაძლო დისტოპიურ მომავალზე ფოკუსირებული შავი სარკის მე-2 სეზონის 1-ლ სერიაშიცაა ნახსენები.
სერია "ახლავე დავბრუნდები" ("Be Right Back") იწყება იმით, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი თავისთვის მანქანაში ზის და მობილურს "სქროლავს". ფონად ამ დროს რადიოა ჩართული, რომელშიც რუსეთ-საქართველოზეა საუბარი:
"ქართველმა მეამბოხეებმა პასუხისმგებლობა აიღეს იმ ნარვალის ვირუსზე, რომელმაც რუსეთის ფინანსური ინფრასტრუქტურა თითქმის სრულ კოლაფსამდე მიიყვანა".
4. Peaky Blinders
ალესილი კეპების მე-3 სეზონის 1-ლი სერიის ბოლოსკენ საუბარია იმაზე, რომ მეფის რუსეთი იარაღებს ყიდულობს, რათა საქართველოში ბოლშევიკებს ებრძოლოს, მოგვიანებით კი შელბის ძმები დიდ ჰერცოგინია ტატიანა პეტროვას გაიცნობენ, რომელიც საქართველოდანაა, თბილისიდან.
5. Orange is the New Black
Orange is the New Black-ის მე-5 სეზონის მე-9 სერიაში მოვლენები სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, გალინა "რედ" ("წითელი") რეზნიკოვის, გარშემო ვითარდება.
სერიის დასაწყისში რედის მოგონებებია ნაჩვენები, რომლებშიც ის 1970-იანი წლების საბჭოთა კავშირში მის დაქალ ნადეჟდასთან ერთად ზის და სამსახურზე საუბრობს. ამ დროს მათთან დმიტრი რეზნიკოვი მიდის — გალინას მომავალი ქმარი — და მას ქართულ რესტორანში პატიჟებს:
"გალინა, მინდა, დღეს ქართულ რესტორანში წაგიყვანო. მათ საუკეთესო ჩაქაფული აქვთ".
6. Nikita
ნიკიტა ამერიკული ჯაშუშური სერიალია, რომლის 1-ლი სეზონის მე-13 ეპიზოდის "Coup de Grace" ("მოწყალების დარტყმა") მთელი მოქმედება სიუჟეტურად საქართველოში ვითარდება.
სერიალის მთავარ პერსონაჟ ნიკიტას უწევს, დაქირავებულ მკვლელთა იმ ჯგუფში იყოს, რომელსაც მუზეუმის საზეიმო საღამოზე საქართველოს უფლისწულის, ერიკ მუხრანის, მოკვლა ევალება. ნიკიტა წინასწარ მივა საღამოზე, რათა უფლისწულის ევაკუაცია მოახდინოს, თუმცა მას მუხრანის ცოლი, პრინცესა კრისტინა გრუზინსკი, დააღალატებს, რომელსაც ქმრის მოკვლა სწადია.
7. Homeland
ქართველ მაყურებლებში საკმაოდ პოპულარულ ჯაშუშურ ტრილერ სამშობლოში ჩვენი სამშობლოცაა "ნახსენები". მე-8 სეზონის მე-11 სერიის მიწურულს ქერი მოსკოვში გაგზავნილი რუსი ჯაშუშისგან მიღებულ ინფორმაციებს უყრის ერთად თავს — ფურცლებს შესაბამის წარწერებს უკეთებს და თარიღების გასწვრივ ალაგებს მათ. როგორც სცენიდან ვხედავთ, ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია 2009 წელსაა მიღებული და საქართველოს უკავშირდება.
8. The Newsroom
The Newsroom-ის 1-ლი სეზონის მე-6 სერიაში საინფორმაციო სააგენტოში მომუშავე ჯიმისა და მეგის დიალოგისას ირკვევა, რომ მეგის უფროსი ეჩხუბა დაშვებული შეცდომის გამო. შეცდომა კი, აი, ასეთი იყო:
— ჯორჯიას შტატი ამერია...
— არა.
— კი, ქვეყანა "ჯორჯიაში".
— და ეს იყო...შეჭრის დროს?
— ჰო. ჩემზე ნუ დავიწყებთ ახლა.
— გეგონა, რომ რუსები ატლანტაში (ჯორჯიას შტატის დედაქალაქი) შეიჭრნენ?
9. Chernobyl
HBO-მ სამეფო კარის თამაშების (Game of Thrones) ბოლო სეზონით იმედგაცრუებულ მაყურებელს მალევე ახალი თავშესაქცევი მისცა — მინისერიალი ჩერნობილი, რომელმაც მოკლე დროში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა (სხვათა შორის, მის ქართველ ფანებს Facebook-ზე ჯგუფიც აქვთ).
სერიალში უშუალოდ საქართველო ნახსენები არ არის, თუმცა მის მეოთხე სერიაში ქართველი პერსონაჟები ფიგურირებენ. მათგან ერთ-ერთია ბაჩო — ქართველი ჯარისკაცი და 1979-1989 წლების ავღანეთის ომის ვეტერანი, რომელიც ახალგაზრდა პაველთან ერთად დადის მიტოვებულ ადგილებში, რათა ზონის პატრულირება მოახდინონ და რადიოაქტიური დაბინძურების გამო მიტოვებული ცხოველები დახოცონ.
მეორე პერსონაჟი, რომლის ქართველობასაც მისი გვარი მიგვანიშნებს, ვინმე ჯუღაშვილია (ის არა, ვინც გაიფიქრეთ), ვინც სადგურის სახურავის რადიოაქტიური ნარჩენებისგან გაწმენდის მიზნით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გამოგზავნილ რობოტს მართავს.
10. Silicon Valley
სილიკონ ველის მე-6 სეზონის მე-2 სერიაში გევინი კომპანიის ფინანსებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ, შესაძლოა, კომპანია სილიკონ ველიდან საქართველოში გადავიდეს. "ჯორჯიას" ორაზროვნება პერსონაჟებისთვის აქაც დამაბნეველი ხდება:
— გინდა, რომ მთელი კომპანია "ჯორჯიაში" გადაიტანო? რატომ?
— ნუ, [სილიკონ] ველი მეტისმეტად ძვირი გახდა.
— კარგი იქნება გარშემო მეტი ფერადკანიანის ყოლა.
— რა? ატლანტაში კი არ გადავდივართ. თბილისში. ქვეყანა "ჯორჯია" და არა — შტატი.
11. Veep
ამერიკული პოლიტიკური სატირა Veep-ის მე-6 სეზონის მე-3 სერია "საქართველო" ("Georgia"), როგორც სახელიდან მიხვდებოდით, მთლიანად საქართველოზეა.
ამ ეპიზოდში სერიალის მთავარი გმირი სელენა მაიერი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია, საქართველოში ჩამოდის, რათა ქვეყანას პირველი დამოუკიდებელი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს. სერიალში აშშ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ ნიკოლოზ გენიძეს უჭერს მხარს, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მურმან შალიკაშვილი მოწამვლას უპირებს.
თვითმფრინავში საქართველოზე საუბრისას პერსონაჟები ახალ ამბებს ადევნებენ თვალს, ტელეეკრანზე კი ამ დროს მოამბე გადის.
12. Castle
2009 წლის კრიმინალური დრამა ქესლი (Castle) აშშ-ში ძალიან პოპულარული სერიალია. სერიალი რიჩარდ ქესლის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც პოლიციას მკვლელობების გამოძიებაში ეხმარება.
ქესლის მე-7 სეზონის მე-4 სერიაში ქესლი და დეტექტივი ბეკეტი ერთ-ერთ საქმეზე მუშაობენ, რომლის მსხვერპლიც მოკლული აფხაზი ბიჭია, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აშშ-ში. მოგვიანებით, როდესაც მკვლელის ვინაობა ირკვევა, აღმოჩნდება, რომ ისიც აფხაზია, მისი დახასიათებისას ერთ-ერთი გამომძიებელი კი აფხაზეთს საქართველოს რეგიონად მოიხსენიებს:
— ის ბევრად უფრო მეტისთვის იძებნება, ვიდრე მხოლოდ სამი მკვლელობაა.
— აქ, ნიუ-იორკში?
— არა, აფხაზეთში, საქართველოს რეგიონში. 10 წლის წინ. მას ომში ჩადენილი დანაშაულების გამო საერთაშორისო სასამართლო ეძებს.
13. Reign
ამერიკული ისტორიული სერიალი სამეფო შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტზე მოგვითხრობს. მისი მე-2 სეზონის 22-ე სერიაში მარიამ სტიუარტის მსახური ლედი კენა უცხოეთში განათლების მისაღებად ჩამოსულ — არც მეტი, არც ნაკლები — იმერეთის ახალგაზრდა მეფეს ხვდება:
— ბოლო გემი, რომელზეც ვიყავი, 600-ზე მეტი მუხისგან იყო აგებული. იმის გემბანზე კი, რომელსაც ახლა ველოდებით, 311 ადამიანი იქნება.
— როგორც ჩანს, გემები მართლა გიყვარს, არა?
— ვგიჟდები. ჩვენსას 75 კაბინა აქვს, ჩემი კი, ცხადია, ყველაზე მდიდრულია, რადგან მეფე ვარ. შვიდი საიარაღო ბორტი, 82 იარაღი, მათ შორის...
— მოიცა... მომესმა თუ თქვი, მეფე ვარო?
— კი, იმერეთის სამეფოდან. რუსეთისა და შავი ზღვის მახლობლადაა. საზღვარგარეთ ვსწავლობდი, მაგრამ ახლახან მამაჩემი გარდაიცვალა და შინ ვბრუნდები.
14. Agents of S.H.I.E.L.D.
მარველის კომიქსებზე დაფუძნებით გადაღებული სერიალი შილდის აგენტები MCU-ს პერსონაჟ აგენტ კოლსონსა და მის მიერ უცნაურ შემთხვევებთან გასამკლავებლად შედგენილ აგენტების პატარა რაზმებზეა.
1-ლი სეზონის მე-7 სერიაში ერთ-ერთი ასეთი უცნაური საქმე საქართველოს ეხება. ეპიზოდში ირკვევა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ჯგუფმა შექმნა მასობრივი განადგურების იარაღი Overkill, რომელიც ბგერით ვიბრაციებს იყენებს, რათა შორეულ დისტანციებზე სხვა იარაღები გაააქტიუროს.
— ისინი [სეპარატისტები] შემდგომი 24 საათის განმავლობაში იარაღის გამოყენებას გეგმავენ, რათა რუსეთისა და საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადონ.
მალე ერთ-ერთი აგენტი ასევე ამბობს, რომ ის 2008 წლის ომის დროს საქართველოში იყო:
— 2008 წლის შეჭრის დროს საქართველოში ვიყავი. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ჯერ კიდევ მაქვს კონტაქტები.
15. Relic Hunter
გახსოვთ, იმედზე რომ გადიოდა რელიკვიების მაძიებელი — ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი სერიალი? კი, საქართველო მასშიცაა ნახსენები.
სერიალის მთავარი პროტაგონისტი არქეოლოგი სიდნი ფოქსი და მისი ასისტენტი ნაიჯელ ბეილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადგილს სტუმრობდნენ და რელიკვიების ძიებაში ახალ-ახალ თავგადასავლებს აწყდებოდნენ.
რელიკვიების მაძიებლის მე-3 სეზონის მე-15 ეპიზოდში მთავარი გმირები სტამბოლში ჩადიან და თავიანთი მენტორის მკვლელობას იძიებენ. აღმოჩნდება, რომ მკვლელობა ექსტრემისტი ფემინისტების ჯგუფის ჩადენილია, რომლის მეთაური ნატაშა ტრიპოვა ციხიდან გამოიქცევა. დამნაშავის საპოვნელად გმირები გემ "ნოვოსიბირსკს" ეძებენ, რომელსაც ნაიჯელი მიაკვლევს და ამბობს:
— საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 2 მილში მიტოვებული სამხედრო-საზღვაო ნავსადგურია, სადაც ჩამოწერილ გემებს ლითონის ჯართად შლიან. "ნოვოსიბირსკი" ერთ-ერთი მათგანია.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
გადახედვარა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
-
გადახედვა"ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. "ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.
-
გადახედვა25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
-
გადახედვაMEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია MEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
-
გადახედვაელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას ელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას
-
გადახედვათბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო
-
გადახედვაირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით
-
გადახედვასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
-
გადახედვათსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს
-
გადახედვამეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი
-
გადახედვაპაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს პაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს სალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვაPHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
კომენტარები