დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით 34-ე ადამიანი გარდაიცვალა. დღეს ის მეორე გარდაცვლილია. მონაცემები ახლახანს Stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 2 324 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

5 637 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: