საუბნო კომისიების თავმჯდომარეებად "ოცნებასთან" აფილირებული პირები ინიშნებიან — დონაძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, 30 სექტემბერს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავჯდომარეებად დანიშნოს ქართულ ოცნებასთან აფილირებული პიროვნებები. დონაძის თქმით, ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და აიპ-ის თანამშრომლები, ხოლო მათი დანიშვნა საუბნო კომისიების თავჯდომარედ არღვევს საარჩევნო კოდექსს.
"ევროპულმა საქართველომ წინა ბრიფინგზე გაგაცანით იმ ადამიანების სია, რომლებიც დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან და როგორც ნეიტრალური წევრები აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიის წევრებად.
დღეს წარმოგიდგინეთ სია ადამიანების, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშრიბული, არიან სკოლის დირექტორები, არიან აიპ-ის თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები და 30 სექტემბერს, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები გაიმართება და იხსნება უბნები, ამ ადამიანების არჩევას აპირებს ქართული ოცნება და ეს შეთანხმებულია საოლქო საარჩევნო კომისიასთან.
ეს ადამიანები იქნებიან საუბნო საარჩევნო კომისიების თავჯდომარეები. ეს ადამიანები გამოირჩევიან ხელისუფლებასან მორჩილებით, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებულები არიან და მუშაობენ საჯარო სამსახურებში, არიან დასაქმებულები, აქვთ თანამდებობები. 30 სექტემბერს ამ ადამიანებს აირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრები და ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად ჩვენს ხელთ არსებული რესურსით და კანონის შესაბამისად, რათა შევუშალოთ საოლქო კომისიას ხელი და არ მოხდეს ამ ადამიანების არჩევა. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაკომპლექტების წესი საარჩევნო კოდექსში არის იმგვარი, რომ უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას.
არცერთი ჩვენ მიერ წარმოდგენილი პიროვნება და კომისიის წევრი არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის არჩევანში, რადგან ეს ადამიანები დასაქმებულები არიან მერიის სტრუქტურებში, არიან სკოლის დირექტორები და გამომდინარე აქედან, რადგან ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა, სარგებლობს ამ პრივილეგიით და ხდება ამ მიკერძოებული ადამიანების არჩევა. ეს ადამიანები ასრულებენ პირდაპირ ქართული ოცნების შტაბის მითითებებს. საარჩევნო კანონდმებლობაში გაწერილია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც არჩეული კომისიის წევრები არ უნდა იყვნენს მიკერძოებულები და ხელისუფლებასთან აფილირებული, ხოლო ამ პიროვნებების კომისიაში არჩევა არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას", — განაცხადა ბესიკ დონაძემ.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები