ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ფოტო: CNN
ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ სირიაში მიმდინარე 6 წლიან კონფლიქტზე სასაუბროდ ირანის, თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლები ამ დღეებში მოსკოვში შეიკრიბნენ. ამ პროცესში არც შეერთებული შტატები და არც გაერო ჩართული არ ყოფილან.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინი დასავლეთსა და თურქეთს შორის ივლისის ამბოხებით გამოწვეული დაძაბულობით სარგებლობს და რეგიონის პოლიტიკიდან დასავლეთის გარიყვას ცდილობს. ამერიკის ხმა ამ თემებზე სასაუბროდ ამერიკელ დიპლომატს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტს დაუკავშირდა.
„რუსეთს და თურქეთს სირიის საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთს სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის მოუბოდიშა. ახლა ურთიერთობების გამწვავება არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ არის. მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მის ინტერესში არ შედის სხვა ქვეყნის ლიდერის მოშორება. ეს სიახლეა. აქამდე, ერდოღანი ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს უჭერდა მხარს“ - ამბობს ჰერბსტი.
მოსკოვში სირიაზე სასაუბროდ სამი ქვეყნის წარმომადგენლის შეკრებაზე, თურქეთმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ლიდერის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თავიდან მოშორება მათი საქმე არ არის. დიპლომატი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ეს თურქეთის ბოლო წლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან „კონფლიქტის დაწყებიდანვე, თურქეთი სწორედ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლებს უჭერდა მხარს.“
ჰერბსტის თქმით, ახლა მთავარ კითხვად რჩება როგორ მოიქცევა ერდოღანის თურქეთი და შეცვლის თუ არა ის სირიის პოლიტიკას:
„არავისთვისაა საიდუმლო, რომ პუტინს სირიაში თავისი ინტერესები აქვს და აქამდე წარმატებულადაც. თუ პუტინი ერდოღანის დარწმუნებას შეძლებს და ისინი ასადის მხარდასაჭერად გაერთიანდებიან, რაც კრემლის ინტერესშია. რეგიონის პოლიტიკისთვის ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.“
კითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთისგან ტერორიზმის სახელით რეგიონში მეტ სამხედრო ჩართულობას, ჰერბსტი გვპასუხობს, რომ სირიაში რუსეთის კამპანია, თავისთავად, ტერორიზმის ფორმა იყო.
„მოსკოვს ექსტრემისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. ის ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი არ არის... ვფიქრობ, ალეპოში რუსეთის საჰაერო კამპანიას ტერორიზმი ვუწოდოთ. მე არ მჯერა, რომ მოსკოვს ანტი-ტერორისტული განზრახვები ჰქონდეს. მოსკოვი ასადს ალეპოს აღებაში სრულიად ბარბაროსული მეთოდებით ეხმარებოდა. ალეპოს დაცემა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს ნათელი ნიშანია რუსეთის მფარველობის ქვეშ ასადის რეჟიმის ხელახალი აღმავლობისა.“
ჰერბსტს უჭირს სირიის მომავალზე საუბარი. მისი თქმით, სირიაში რუსეთის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების არაეფექტიანობაა.
ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკა არ წარმოუდგენია, მაგრამ მან ახსენა, რომ ექსტრემიზმის, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად რუსეთთან ითანამშრომლებს. ამის მიუხედავად, ჰერბსტი სკეპტიკურადაა განწყობილი ერთის მხრივ ტრამპის ექსპერტიზაში და მეორეს მხრივ ამერიკა-რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობაში.
„ტრამპის განცხადებებში არ ჩანს იმის ცოდნა, რომ რუსეთს ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. თუ ტრამპი პუტინს ეტყვის, რომ მას არაფერი აქვს ასადის საწინააღმდეგო და ამის საპასუხოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებაზე შეთანხმდებიან, შეიძლება თანამშრომლობა შედგეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ტრამპი პუტინს აძლევს იმას, რაც პუტინს სჭირდება, რაც დიდი ძალისთვის კარგი არ არის,“ დასძენს ჰერბსტი.
ვაშინგტონში ბევრი ექსპერტისგან განსხვავებით, ჰერბსტი ადამიანების იმ მცირე ჯგუფშია, რომელიც ობამას მიერ სირიელი ოპოზიციისთვის თავშეკავებულ მხარდაჭერას ემხრობოდა, რადგან, მისი თქმით, ოპოზიციური ძალები „სუსტები იყვნენ და მათ სანდოობასთან დაკავშირებით ჩნდებოდა კითხვები“. თუმცა ჰერბსტი შეცდომად მიიჩნევს პრეზიდენტ ობამას ორ გადაწყვეტილებას:
„არასწორი იყო, როცა კონფლიქტის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ ასადი უნდა წავიდეს. ასევე, შეცდომა იყო მისი მხრიდან „წითელი ხაზების“ გავლება და შემდეგ ამ ხაზების გადაკვეთაზე უმოქმედობა.“
ჰერბსტის აზრით, შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან ერთად სირიელი დევნილებისთვის „უსაფრთხო თავშესაფრის“ შექმნა სირიაშივე შეეძლოთ, სადაც საჰაერო სივრცეს ამერიკის საჰაერო ძალები, ხმელეთზე კი კოალიციის სამხედროები დაიცავდნენ.„მოკავშირეების სამხედროები კი ადგილზე მშვიდობის გარანტია იქნებოდნენ, ამით თავიდან იმ ლტოლვილების ნაკადსაც ავიცილებდით, რამაც ევროპაში ამდენი პრობლემა გამოიწვია.
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
კომენტარები