ევროპულმა საქართველომ გორში მაჟორიტარობის კანდიდატი გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილი წარადგინა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპულმა საქართველომ გორში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილი წარადგინა.
წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენასთან ერთად, ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას წარუდგინა კასპის მერობის კანდიდატი, გიორგი ხელაშვილი. პარტიამ მოსახლეობასთან ასევე გამართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია და იმ კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს, რითაც შესაძლებელია გარდამტეხი ცვლილებების მოტანა.
დავით ბაქრაძის თქმით, ყოველი მოქალაქის ხმა არის მნიშვნელოვანი, რათა შეიცვალოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ. ლევან თარხნიშვილმა იმ კონკრეტულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რის განხორციელებასაც აპირებს ევროპული საქართველო. თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ გადასახადების შემცირებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებით, ყოველ ოჯახს წლიურად დარჩება 2000 ლარზე მეტი. გიგა ბოკერიას თქმით, სწორედ ევროპული საქართველო, მისი კონკრეტული გეგმით, არის ის ძალა, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
"ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, დღეს ქვეყანა არის უიმედობაში, პრობლემებში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება და ღრმავდება. მთავარი, რაც ქვეყანას სჭირდება არჩევნებისგან არის გარდამტეხი ცვლილებები, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა და უკეთესობა, რომელსაც ჩვენი და თქვენი ოჯახები იგრძნობენ არა 10 და 15 წლის შემდეგ, არამედ წელს, წლის ბოლომდე და გაისად. ეს არის ჩვენი ამოცანა გამოვიყენოთ ეს არჩევნები გარდამტეხი ცვლილებებისთვის და უკეთესობისთვის, რომელიც უნდა მოვუტანოთ თითოეულ ოჯახს გორშიც, ქართლშიც და მთლიანად საქართველოშიც. რა სჭირდება ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს სჭირდება არჩევნებზე მისვლა იმიტომ, რომ ამ ცვლილებების ბედი არის თქვენს ხელში. არჩევნებზე უნდა მიხვიდეთ არა იმიტომ, რომ ვიღაც აირჩიოთ, არამედ იმიტომ, რომ ამით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება", — აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ცხოვრების შეცვლის გზა გადის არჩევნებზე. "თუ ამ დღეს არ გამოიყენებთ, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ არის, მთელი პრობლემები, დანარჩენი გაჭირვება და უბედურება დარჩება ჩვენს გვერდით. ერთი ხმა არის პარკში დაგდებული აგური, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს, მაგრამ აქ დაგდებულ აგურს, როცა მშენებლობაზე მიიტან, მეორე, მესამე და მეათე აგურს დაადებ, კედელი და სახლი აშენდება. ასეთი აგურია თითოეული თქვენგანის ხმა. ნუ გადააგდებთ თქვენს ხმას, ნუ დატოვებთ უპატრონოდ თქვენს ხმას, მიდით და ათასობით სხვა ხმასთან ერთად, ერთად ავაშენოთ ჩვენი მომავალი", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. "ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო საქართველოს სწორ და განვითარების გზაზე დაყენება. ჩვენ ახლა ვართ ჩიხში, რომელშიც მოგვაქცია ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. იმის მაგივრად, რომ გამოასწოროს პრობლემები, მთავრობა თვითონ გახდა პრობლემა. დღეს ქვეყანაშია უმუშევრობა, მაღალი გადასახადები, უიმედობა და ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
გიგა ბოკერიას თქმით ბრძოლას ლიდერები სჭირდება და მოხარულია, რომ ლევან თარხნიშვილი გორში იქნება მაჟორიტარი დეპუტატი. "ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. არც უკან დაბრუნებაა საჭირო. თქვენ ხართ ის გუნდი, ვინც წაიყვანს ქვეყანას წინ ცვლილებებისაკენ, ვისაც აქვს კომპასი და იცის, რა უნდა გააკეთოს. ბრძოლას ყოველთვის სჭირდება ლიდერები და მიხარია, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ლევან თარხნიშვილი იქნება აქ კანდიდატი. ევროპული საქართველო ნამდვილად არის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები