პროფესიას შეწირულები - 2016 წელს 48 ჟურნალისტი მოკლეს, ან ომში დაიღუპა
ფოტო: Rorypecktrust.org
2016 წლის დასაწყისში ამერიკის ხმამ ჟურნალისტი დაკარგა. შტატგარეშე ჟურნალისტი ალმიგდად მოჯალი, ამერიკის ხმას სამი თვის განმავლობაში, იემენში მიმდინარე ომის ჰუმანიტარულ ასპექტზე ინფორმაციას აწვდიდა. ის საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ ახლად გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოჯალი ერთ-ერთია იმ 48 ჟურნალისტს შორის, ვინც წლის განმავლობაში ან მოკლეს, ან ორმხრივი სროლის და საბრძოლო მოქმედების შუაგულში დაიღუპა, ან სულაც სახიფათო დავალების შესრულებას ემსხვერპლა.
კომიტეტის წარმომადგენელმა კორტნი რაჩმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ წინა წლებთან შედარებით, საერთო რიცხვმა იკლო, მაგრამ ამის მიზეზები მთლიანად ნათელი არ არის:
„ერთი სავარაუდო დასკვნა შესაძლოა ის იყოს, რომ ზოგიერთი კონფლიქტი ჟურნალისტებისთვის იმდენად სახიფათო გახდა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრალოდ უფრო ნაკლები ადამიანი ეწევა.“
...განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ომით გაჩანაგებულ ზონებში. დაღუპულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი სირიაში, იემენში და ერაყში მუშაობდა. მხოლოდ სირიაში, რომელიც უწყვეტად, ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება, 14 ჟურნალისტი დაიღუპა.
თუმცა ისეთ ადგილებშიც, სადაც ჟურნალისტების მკვლელობის სამიზნედ შერჩევა ნაკლებად სავარაუდოა, ცენზურის და დაშინების სხვადასხვა ფორმებს ფართოდ იყენებენ, მაგალითად თურქეთში, სადაც, კომიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ციხეში გამომწყვდეულ ჟურნალისტთა საერთო რიცხვის თითქმის ერთი მესამედია.
კორტნი რაჩი ამბობს: „ვხედავთ, რომ კონფლიქტის ზონები ჟურნალისტებისთვის სასიკვდილო საფრთხის მქონედ და საშიშად რჩება, მაგრამ ჩვენ ამ რეპრესიებსაც ვხედავთ, რომლითაც კრიტიკული ხმების ჩახშობას ცდილობენ. მათ ციხეში სვამენ, თავს ესხმიან სიტყვის უფლებას და განსაზღვრავენ თუ სოციალურ მედიაში რის თქმის უფლება აქვთ.“
ჟურნალისტიკის პროფესორი სტივ რეიმერი განმარტავს, რომ მთავრობებმა, რუსეთის მთავრობის ჩათვლით, ჟურნალისტთა ცენზურის ნაკლებად რთული გზები გამოძებნეს.
„ამ ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ რუსეთში ჟურნალისტი აღარ მოუკლავთ, მაგრამ ჟურნალისტების და კრიტიკული ხმების დასამუნჯებლად რუსეთმა იმდენი კანონი შემოიღო, რომ ადამიანების მოკვლა-ჟურნალისტების მოკვლა არ სჭირდებათ.“
კომიტეტმა დაადგინა, რომ ათიდან ცხრა მოკლული ჟურნალისტი ადგილობრივი იყო და არა უცხოელი. ეს სტატისტიკა წარსულის მონაცემების მსგავსია.
2016 წლის მკვლელობების ნახევარზე მეტი, პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის ისლამისტური შეიარაღებული ორგანიზაციების ჩადენილია.
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები