დღეიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტები უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი
ფოტო: ინტერპრესნიუსი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას, თქმით დღეიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის ახალი პროგრამის განხორციელება იწყება. პაციენტებს ვისაც სჭირდებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, უფასოდ მიიღებენ.
"მაღალი ხარისხის ახალი თაობის მედიკამენტებით პაციენტები უზრუნველყოფილები იქნებიან. პროგრამის ფარგლებში ცვლილება შეეხო პროგრამით გათვალისწინებული მოცულობის გაზრდას რვა ათასი ლარით, როგორც მოგეხსენებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არის ბაზისური პაკეტით მოსარგებლეთა ჯგუფი, ვისთვისაც აქამდე განსაზღვრული შეღავათი ამ კონკრეტული სერვისებისთვის შეადგენდა 12 ათას ლარს და არის კიდევ მეორე ჯგუფი, შედარებით გაფართოებული პაკეტის მფლობელები, რომელშიც შედიოდნენ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ასევე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სტუდენტები. მათთვის ქიმიოთერაპია და სხივური თერაპიისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა შეადგენდა 15 ათას ლარს დღევანდელი ცვლილებით რვა ათასი ლარი ემატება ორივე პაკეტს ანუ თანხის მოცულობა იზრდება ერთ შემთხევაში 20 ათას ლარამდე ხოლო მეორე შემთხვევაში 23 ლარამდე", — განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, პაციენტებს ამ პროგრამით სარგებლობა მარტივად შეეძლებათ.
"აქ იქნება კოორდინირებული მოქმედება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და ასევე რეფერალური პროგრამის ფარგლებში ძალიან მარტივი მექანიზმით ასე რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება", — განაცხადა გაბუნიამ.
20 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს სახელმწიფო პრეპარატებს სრულიად დაუფინანსებდა.
"ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური. დღემდე ფინანსედებოდა ამ პრეპარატების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეებს საბოლოო ეტაპზე ვერ ახერხებდნენ მკურნალობას. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდში დააფინანსოს. პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ეს სჭირდება", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში 38 000-ზე მეტი ონკოპაციენტია და ახალი პროგრამა, რომელიც თითოეულზე დამატებით 8 000 ლარის ღირებულების პრეპარატების გამოყოფას ითვალისწინებს, 2019 წელს შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა.
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
კომენტარები