ბაქტერიების იმუნურ სისტემასთან ბრძოლის აქამდე უცნობი ხრიკი — კვლევა
ადამიანის სხეულში შეჭრისას ბაქტერიები თვითგადარჩენისთვის ჩვენს იმუნურ სისტემას გაურბიან ხოლმე. ამისთვის ბაქტერიებს სპეციალიზირებული მექანიზმები აქვთ, მკვლევრებმა კი ბაქტერიების ახალი ტაქტიკა აღმოაჩინეს.
როგორც ჩანს, ზოგი ბაქტერია იმუნურ უჯრედში არსებულ მიტოქონდრიებს ტოქსინით წამლავს. მიტოქონდრია უჯრედის ძრავის მსგავსია, რომელიც ხშირად მის აქტივობას და მოძრაობას განაპირობებს. როცა ის უჯრედში აქტიური არ არის, აპოპტოზი ანუ უჯრედის თვითგანადგურება იწყება.
ეს მიგნება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შესაძლოა, ინფექციური ბაქტერიების წინააღმდეგ ახალი საბრძოლო საშუალებები შევიმუშაოთ.
"ირონიულია, რომ მასპინძელი უჯრედის სიკვდილს საბოლოოდ მაინც მიტოქონდრია განაპირობებს და არა უშაულოდ ბაქტერიული ტქოსინი", — ამბობს კვლევის თანაავტორი პანკაჯ დეო.
მეორენაირად რომ ითქვას, ბაქტერიული ტოქსინები ჯაჭვურ რეაქციას იწვევენ, რომელსაც იმუნური უჯრედის მიტოქონდრია უმოქმედობამდე მიყავს, ეს კი უჯრედის სიკვდილს განაპირობებს.
დროთა განმავლობაში პათოგენები წამლებთან და ჩვენი სხეულის იმუნურ სისტემასთან გამკვლავების ახალ ხერხებს "სწავლობენ". ამიტომ ბაქტერიებთან ბრძოლაში ნებისმიერი ინოვაცია და ინფექციური აგენტის სუსტი წერტილის ექსპლოატაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
მანამდე უფრო მეტი ყურადღება სხვა ტიპის ბაქტერიულ "შეტევას" ეთმობოდა, კერძოდ კი პიროპტოზს, რაც უჯრედის მიტოქონდრიაზე დამიზნებული ვეზიკულარული ტოქსინებით განადგურებას ნიშნავს.
ახალი კვლევა გვაჩვენებს, რომ ბაქტერიის საბრძოლო არსენალში სხვა იარაღებიც იმალება.
კომენტარები