დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შეხვდა და ხულოს, შუახევის, ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა
ფოტო: ვროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შეხვდა და ხულოს, შუახევის, ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა. დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, ცვლილებების აუცილებლობაზე და მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს სამომავლო ხედვა გააცნეს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ოქტომრბრის არჩევნებია. ტარიელ ნაკაიძემ უმცირესობების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ადამიანის უფლებები რეგიონში არ არის დაცული და გამარჯვების შემთხვევაში თავად იქნება ხალხის ხმა პარლამენტში.
"ხულოში ევროპულ სააქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, ტარიელ ნაკაიძე, ადამიანი, რომელიც არის ამ საზოგადოების ნაწილი, ადამიანი, რომელიც ბევრი წელია ზრუნავს ქართველი მუსლიმი თემის კეთილდღეობაზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე, ადამიანი, რომელიც პარლამენტში მოვა არა საკუთარი ტენდერების, ბიზნესებისა და სასტუმროების ასაშენებლად, არამედ მისი რაიონის ფეხზე დასაყენებლად.
ეს არის ადამიანი, რომელსაც პატივს სცემს მთელი მთიანი აჭარა და დარწმუნებლი ვარ, რომ ევროპული საქართველო ხულოში იბრძოლებს გამარჯვებისთვის, როგორც პროპორციულ ნაწილში, ასევე მაჟორიტარობის ნაწილში. ჩვენ ყველა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევცვლით ჩვენ ცხოვრებას უკეთესობისაკენ", —განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეკრებილებს მიმართა ტარიელ ნაკაიძემაც და განაცხადა, რომ ხულოელებით ამაყობს.
"ხულო არის ერთ-ერთი სერიოზული მუნიციპალიტეტი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საქართველოს 44 მუნიციპალიტეტში ხულოელი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ხულოელი ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ხულოელები არიან ძალიან მშრომელები, მათი პრობლემები კი ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მნიშვნელოვანია, რადგან მეც ამ კუთხეში დაბადებული ვარ და ამ მუნიციპალიტეტის მკვიდრი. მე ვიქნები მათი ხმა, მათი წარმომადგენელი, მათი ტკივილების გამზიარებელი და ადამიანი, რომელიც მათი პრობლემების მოგვარებას აქტიურად შევუდგები. მჯერა, რომ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ ამ ადამიანების მხარდაწერით", — განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები