გაციებამ, შესაძლოა, ადამიანების იმუნიტეტი კორონავირუსისთვის "მოამზადა" — კვლევა
სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ზოგ ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი არ ჰქონია, შესაძლოა, T სხეულები (იმუნური უჯრედები) აქვთ, რომლებიც ახალ ვირუსს უტევს. ეს თვისება ზოგი ადამიანის სხეულმა, სავარაუდოდ, გრიპის გადატანისას გამოიმუშავა.
იმუნური T უჯრედი სხეულის ვირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ის ინფექციურ აგენტს ამოიცნობს და ანადგურებს, ამასთანავე B უჯრედების მობილიზაციას იწვევს, რომლებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. ეს იმუნურ სისტემას დაავადების "დამახსოვრების" საშუალებას აძლევს.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ T უჯრედებს, რომლებსაც სხვა კორონავირუსებთან ბრძოლა "ახსოვთ", ახალ კორონავირუსს უფრო "მომზადებულები" ხვდებიან.
"სავარაუდოდ, ნაწილობრივ ამით აიხსნება, თუ რატომ აქვს ზოგ ადამიანს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ უფრო მსუბუქი სიმპტომები", — ამბობს კვლევის თანაავტორი ალესანდრო სეტი. თუმცა, დანამდვილებით რამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.
სეტის გუნდმა 25 ადამიანის 2015-2018 წლებში შეგრივებული სისხლის ნიმუშები გააანალიზა. მათ აღმოაჩინეს, რომ ზოგ ინდივიდს, რომელსაც ამ პერიოდში COVID-19, ცხადია, გადატანილი არ ჰქონია, T უჯრედები აქვს, რომლებიც ახალ კორონავირუსს ცნობენ.
უფრო ფართო კვლევით ისიც გაირკვა, რომ ადამიანების 20-50%-ს კორონავირუსის ამომცნობი იმუნური უჯრედები აქვთ.
ეს ფენომენი, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ მას შემდეგ, რაც T უჯრედი რაღაც ვირუსს "დაიმახსოვრებს", ის აქამდე უცნობ, მაგრამ მსგავს ვირუსებს მაინც ცნობს. ეს იმუნურ სისტემას უპირატესობას აძლევს.
"T უჯრედების ძლიერი პასუხი მეტად გამოხატული და სწრაფი იმუნური პასუხის საშუალებას იძლევა", — ამბობს სეტი.
კომენტარები