ნეტფლიქსის ახალი მისტიკური შოუს, The OA-ს ტრეილერი Youtube-ზე რამდენიმე საათის წინ დაიდო.

ვიდეოდან ვიგებთ, რომ მთავარი პერსონაჟი, პრერი ჯონსონი (ბრიტ მარლინგი) ბავშვობაში გაუჩინარდა. გაუჩინარებისას ის უსინათლო იყო, დაბრუნებისას კი ჩვეულებრივად ხედავს სამყაროს. იმის გამო, რომ მთავარ გმირს მშობლები არასდროს უნახავს, ცხადია, მათ ვერ ცნობს. აქვე ვხედავთ კადრებს მისი წარსულიდან, ჰიპნოზის სეანსიდან და ფანტაზიიდან.

ტრეილერი საინტერესო სერიალს გვპირდება, რასაც ნეტფლიქსის რეპუტაცია ემატება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კიდევ ერთი კარგი შოუ გველის. მით უმეტეს, რომ ნეტფლიქსმა უკვე დაამტკიცა, რომ ხარისხიანი სერიალებისა და მისტიკის (Stranger Things) წარმოება შეუძლია.

The OA ნეტფლიქსის ყველა აბონენტისთვის (მათ შორის საქართველოში) 16 დეკემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი.