სექტემბრის არ გვეშინია — მერის მოადგილე ჭავჭავაძის გადატვირთულობაზე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერის, მაია ბითაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე ნაკადები დათვლილია, ამიტომაც "სექტემბრის არ ეშინიათ", როცა ქალაქში მოსახლეობა დაბრუნდება და სწავლა განახლდება.
მერის მოადგილემ რუსთავი 2-ის ეთერში შაბათს, პირველ აგვისტოს შექმნილ პრობლემაზე ისაუბრა, როცა მანქანებს განახლებულ გამზირზე საცობში ყოფნა საათების განმავლობაში უწევდათ. როგორც ბითაძე განმარტავს, ეს რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული, მათ შორის, იმით, რომ მძღოლებმა გადაადგილების ახალი სქემა არ იცოდნენ.
"ყველა ნაკადი დათვლილია პიკის საათში და ორი წლის განმავლობაში თბილისში ითვლებოდა ნაკადები. პიკის საათში გათვალისწინებულია სამომავლო განაშენიანება, შესაბამისად შუქნიშნის ფაზები დათვლილია 20-პროცენტიანი მატებით. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ჭავჭავაძე თავისუფალია, მათ შორის იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ქალაქიდან ხალხი არის გასული, თუმცა ქალაქიდან ხალხი იყო გასული შაბათსაც. მაგრამ პრობლემა იყო დაკავშირებული იმასთან, რომ საგზაო მოძრაობის სქემები იყო მძღოლებისთვის იყო უცნობი. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია. სექტემბრის ჩვენ არ გვეშინია იმიტომ, რომ ნაკადები დათვლილია", — განაცხადა მერის მოადგილე.
ამასთან, მაია ბითაძემ ჭავჭავაძის დაპროექტებასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, სატრანსპორტო სქემა დეტალურადაა დათვლილი და ეს კვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცოტა სიურრეალიზმის ჟანრიდან გვესმის გარკვეული შფოთვები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ექსპერტს, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას ან საერთოდ არ იცის, როგორ დგება სატრანსპორტო მოძრაობის თანამედროვე სქემები და როგორ ხდება დაპროექტება. ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ გვეხმარებოდნენ არამხოლოდ უცხოელი ექსპერტები, არამედ მაღალკვალიფიციური ექსპერტები და ყველა საგზაო უსაფრთხოების საკითხი იქნა გათვალისწინებული", — აღნიშნა ბითაძემ.
რაც შეეხებათ ავტობუსების მიერ საპირისპირო მიმართულებით გადასვლას, მერის მოადგილის თქმით, ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის:
"ავტობუსები ჭავჭავაძეზე გადაადგილდებიან საავტობუსო ზოლში და მათი მარშრუტის ხანგრძლივობა 25 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდა".
ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სატრანსპოორტო სქემა პირველ აგვისტოს ამოქმედდა. განახლებულ გამზირზე ცალკე გამოყოფილია ავტობუსების ზოლი, ასევე, ველობილი, ხოლო კერძო ავტომანქანებს გადასაადგილებლად ერთი ზოლი დარჩათ. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერდნენ, რომ მხოლოდ ერთ ზოლში მოძრაობის გამო ჭავჭავაძის გამზირი გადატვირთული იყო და შაბათ დღეს დიდი ხანი საცობში დგომა მოუწიათ.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები