ბაჩალიაშვილის სიკვდილი სამი მაღალჩინოსნის კომპრომატის მოპოვებას უკავშირდება — ფორმულა
ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება. ფორმულა ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, ფაილების შინაარსი უცნობია, თუმცა საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.
ამასთან, ტელეკომპანია ამბობს, რომ სახლიდან გასვლამდე თამარ ბაჩალიაშვილს WhatsApp-ზე დაურეკეს და კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს. მათივე ინფორმაციით, ზარი 10:15 საათზე შედგა და შემდეგ 23 წლის გოგოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა. ამასთან, ფორმულა აღნიშნავს, რომ ზარის ავტორს ბაჩალიაშვილი იცნობდა და იცოდა თემაც, რაზეც ურეკავდნენ, რადგან ამ საკითხზე გასული დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ საუბარი.
ტელეკომპანია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობა წყაროს საგამოძიებო უწყებაში და დამატებით ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომლის მიხედვითაც თეთრიწყაროში მარნეულის გავლით მოხვდებოდა და კამერები დააფიქსირებდნენ, რისი მიზანიც გამოძიებისთვის კვალის არევა იყო.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ფორმულა ავრცელებს, უშუალოდ მკვლელობას ეხება. ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ნემსი გაუკეთეს, შემდეგ გოლთეთის მინდორთან მანქანა მისაბმელით მიიყვანეს, გზის სავალი ნაწილიდან კი ტრანსპორტი ხელით დააგორეს. ფორმულა ასევე ამბობს, რომ ცხედარის გამოჩენა უფრო გვიან და სხვა ადგილას იგეგმებოდა, მაგრამ ამას ხელი ოჯახის მიერ გამართულმა აქციამ შეუშალა.
ტელეკომპანია ესაუბრა თამარ ბაჩალიაშვილი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილის ტელეფონზე იმ დღეს ზარები ან მოკლე ტექსტური შეტყობინებები შესული არ არის, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი წაშლილია. გარდა ამისა, ოჯახის ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში ამ დრომდე არ არის დრონით გადაღებული კადრები, რომელსაც პოლიცია ბაჩალიაშვილის ძებნის პროცესში იყენებდა.
კიდევ ერთი დეტალია ელექტროშოკი, რომლის ყიდვაც, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, თამარმა მამას სთხოვა და ამის შემდეგ ატარებდა. ფორმულას ინფორმაციით, ელექტროშოკი მანქანაში იპოვეს, თუმცა ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ პოლიციას ტრანსპორტი "გასუფთავებული" დახვდა და იქ უცხო დნმ-ის კვალს ვერ იპოვიან.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები