გამომძიებელთა ავტორიტეტული ჯგუფი, Bellingcat საქართველოში Covid-19-ის დროს კორუფციაზე საუბრობს
ფოტო: iStock
გამომძიებლების ავტორიტეტული ჯგუფი, Bellingcat საქართველოში კორონავირუსის დროს კორუფციაზე საუბრობს. გამოცემა, რომელიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს, ამბობს, რომ Covid-19-ზე პირველი რეაგირების შემდეგ და განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს, უკვე დაფიქსირდა საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს შორის, რომელთა მესაკუთრეები ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.
Bellingcat-ის გამოძიება ძირითადად ფოკუსირებულია შესყიდვების იმ ორ სფეროსთან, რაც წარმოიშვა კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ: შესყიდვები საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის და ხარჯები საკარანტინე ზონად გამოყენებული სასტუმროსთვის.
გამოცემა ეყრდნობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), რომლის კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სფეროში შესყიდვები ახალდაარსებულ კომპანიებთან გაფორმდა. ასევე, იყენებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) მონაცემებს.
შესყიდვები ჯანდაცვის სექტორისთვის
"კომპანიები, რომლებმაც მიიღეს სახელმწიფო შესყიდვები, არ მუშაობდნენ სამედიცინო სფეროში, ხოლო ბევრს ჰყავს ცნობილი დონორები, რომლებიც არიან მმართველი პარტიიდან. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ იმ მომწოდებლების შემოწმება, რომლებთანაც ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა", — წერს Bellingcat
გამოძიებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიმწოდებლებს შორის ერთ-ერთი შპს Weekend-ია, რომელმაც 2020 წლის 8 აპრილიდან სხვადასხვა სახელმწიფო დეპარტამენტთან მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა გააფორმა. ყველაზე მნიშვნელოვანი შეყიდვა სწორედ ჯანდაცვის სამინისტროდან იყო — 1 329 680 აშშ დოლარი იყო.
ბონდო გოლეთიანი შპს შპს Weekend-ის 100%-იანი მფლობელია და ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის 25 000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე, 2012 წლის აგვისტოში ის ნაციონალური მოძრაობის შემომწირველია.
ბონდო გოლეთიანი ასევე ფლობს აქციებს სხვა ბიზნესებში, მაგალითად შპს რესტავრატორი და შპს ჯორჯიან მობილური იმპორტი, სადაც მისი ბიზნესპარტნიორები და ოჯახის წევრები ჭიჭიკო და ლექსო გოლეთიანები არიან. ორივე მათგანმა ასევე შესწირა სალომე ზურაბიშვილის კამპანიას, ჯამში 42 996 ლარი. გოლეთიანის კიდევ ერთმა ბიზნეს პარტნიორმა, შალვა ერისთავმა კი პრეზიდენტის კამპანიისთვის 60 000 ლარი გაიღო.
ხელშეკრულება გაფორმდა შპს Ad Media-სთან, რომელსაც 40 000 ცალი სამსაფენიანი პირბადე უნდა მიეწოდებინა. ამ კომპანიის აქციების 25%-ს ფლობს სერგო გალუსტიანი, რომელიც ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფინანსურად დაეხმარა 100 000 ლარის შემოწირულობით.
სერგო გალუსტიანი ფლობს კომპანია შპს რესპირატორსაც, რომელიც მან 2020 წლის 15 აპრილს დაარეგისტრირა. მეორე დღეს, 16 აპრილს, ამ ახლად რეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო ბრძანება 4 მილიონი პირბადის დამზადებაზე ფონდი ქართუსგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
კიდევ ერთი ფაქტი, რაც Bellingcat-მა გაარკვია, არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს GEOFERRUM-თან, რომლის ძირითადი საქმიანობა ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2019 წლის 21 მაისს დაარსდა, ეს იყო პირველად, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო შესყიდვებში და მაშინვე მიიღო 521 700 ლარი. უცნაურია ის, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი, ლევან ლურსმანაშვილი, ასევე ფლობს 100% წილს შპს ჯეოორთოში, რომელიც სამედიცინო საქონლის იმპორტი და დისტრიბუტორი კომპანიაა და მას შესყიდვების მდინარი ისტორია აქვს.
"რატომ უნდა მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას სამედიცინო აღჭურვილობის საქონელზე კომპანიის სახელით, რომელსაც აქვს სხვადასხვა დარგის სფერო, თუ მათ ეკუთვნით სხვა კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ამ სფეროში? პასუხი მარტივია: შპს ჯეოორთო ამჟამად შავ სიაშია, არაკეთილსინდისიერი მოქმედების გამო", — წერს Bellingcat.
ამასთან, ამ კომპანიების მფლობელი, ლევან ლურსმანაშვილი ასევე არის ქართული ოცნების შემომწირველი — Bellingcat-მა გაარკვია, რომ მან 2016 და 2018 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებას ჯამში 35 000 ლარი შესწირა.
ლურსმანაშვილი ასევე ფლობს აქციების 50%-ს შპს ტანდემში, რომლის დანარჩენი ორი აქციონერი, მამუკა ხელაია და დავით კაპანაძეა, ასევე არიან არჩევნებში "ოცნების" კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები.
ხელშეკრულების გაფორმება მოკლე დროში შეძლო არაერთმა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ. Bellingcat-მა ასევე აღმოაჩინა, რომ ჯამში 17 გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა შპს Doctor Goods-თან, ჯამში 2 160 613 ლარის ღირებულების.
შპს Doctor Goods-ს სამი აქციონერი ჰყავდა და აქედან წილების თითქმის ნახევარი, 49.3% 2020 წლის 28 მაისამდე შპს Startup Georgia-ს ეკუთვნოდა. შპს Startup Georgia-ს კი საპარტნიორო ფონდი ფლობს, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დავით საგანელიძეა.
აღსანიშნავია, რომ Startup Georgia დაარსდა და 100% -იანი წილის მფლობელი იყო სს საპარტნიორო ფონდი, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდი. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არის დავით საგანელიძე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.
"როგორც ჩანს, გამარტივებული შესყიდვებით გაზრდილია რისკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები კონცენტრირდება ხელისუფლების წარმომადგენლების შვილობილ კომპანიებსა და ადამიანებზე, რომლებმაც არჩევნებში თანხა მმართველ პარტიას შესწირეს", — ამბობს Bellingcat თავის გამოძიებაში.
საკარანტინე სივრცეების მოწყობა
Bellingcat-ის თქმით, გამარტივებული შესყიდვების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კონცენტრირებული იქნება იმ კომპანიებში, რომელთა მფლობელებიც მმართველი პარტიის შემომწირველები არიან ან ამ პარტიასთან ასოცირდებიან. ამიტომ, გამოცემა აღნიშნავს, რომ დაინტრესდნენ საკარანტინე სივრცეებით, რომლებიც საქართველოში არსებობს. მათ FactCheck.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალი გადაამოწმეს.
აღმოჩნდა, რომ მაგალითად, Inn ჯგუფმა, რომელიც ფლობს Iveria Inn-ს, Gudauri Inn-ს, Bakuriani Inn-ს და Royal Inn-ს, 13 მარტს ხელი მოაწერა შეთანხმებას მთავრობასთან, რომლის მიხედვით საკარანტინე ოთახები გამოიყო. Inn ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია პაატა კოკაია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია — 2018 წელს მან ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ 55 000 ლარი შესწირა.
საკარანტინე სივრცეები მოეწყო ყვარლის ედემშიც, რომლის მფლობელები თუ დირექტორები ასევე არიან მმართველი პარტიის შემომწირველები.
Bellingcat აღნიშნავს, რომ კორონავირუსი არასწორ შესყიდვებს და კორუფციის რისკია. მათივე თქმით, გამოძიებიდან ჩანს, რომ გამარჯვებული კომპანიების დიდი ნაწილი უშუალოდ კორონავირუსის პანდემიის დროსაა შექმნილი და მათი მფლობელები "ოცნების" ფინანსური მხარდამჭერები არიან.
"შესყიდვების გამარტივებული პროცედურების შესრულებისას, საქართველოს სახელმწიფო გამჭირვალობას ვერ უზრუნველყოფს, ასევე არ არის გამჭვირვალე შერჩევისა და გადაცემის პროცესი რაც კორუფციის საფრთხეს ზრდის", — აღნიშნავენ Bellingcat-ში.
Bellingcat საერთაშორისო დამოუკიდებელი გამომძიებლების ავტორიტეტული ჯგუფია, რომელსაც თანამშრომლები ჰყავს მსობლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში.
გასულ წელს მათი ყველაზე პოპულარილი პოსტები მოიცავდა სირიაში, დუმაში, ქიმიური შეტევის ანალიზს. ყალბი პერსონების ზემოქმედება, სირიის არაბული არმიის ჯავშანტექნიკის ზარალი, თვითმპყრობელთა თვითმფრინავების გამოყენება სირიასა და ერაყში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები