ჯერ მარტინი, ახლა როტფუსი — გაგრძელების მომლოდინე მკითხველების წყევლა
ფოტო: Chris Weeks/Getty Images
სტივენ კინგის რომან მიზერიში ფანატიკოსი მკითხველის, ენი უილკსის, პერსონაჟია შექმნილი. წიგნის დასასრული, სადაც მის საყვარელ პერსონაჟს, მიზერი ჩესტეინს, კლავენ, იმდენად აღაშფოთებს უილკსს, რომ იგი ნაწარმოების ავტორს, პოლ შელდონს, შინაპატიმრობაში მოაქცევს და ნელ-ნელა აჭრის სხეულის ნაწილებს, რათა მისთვის სასურველი ამბავი დააწერინოს.
პატრიკ როტფუსის წარუმატებელი მცდელობა, დროულად დაესრულებინა მუშაობა მეფის მკვლელის ქრონიკის მესამე წიგნზე, ქვის კარებზე, ლამის უილკსისნაირი აღშფოთების გამომწვევია სერიის მკითხველებში. როგორც ეს BookRiot-ზე ჩანს, როტფუსზე, რომელმაც სერიის მეორე ნაწილი 2011 წელს გამოაქვეყნა, მკითხველები იმდენად არიან განაწყენებულნი, რომ ხალხს მოუწოდებენ, საერთოდ არ დაიწყონ ამ წიგნების კითხვა. დანარჩენ მკითხველებს კი ურჩევენ, წიგნის გამოსვლის შემდეგ მისი არალეგალური ფაილი ჩამოტვირთონ, რათა მწერალმა ფული არ მიიღოს. მათ წერილებში წერია, რომ "ფენტეზის ავტორები ის დემონები არიან, რომლებიც დედამიწას სულების გასანადგურებლად და გაგრძელებების მომლოდინე მკითხველებისგან სიცოცხლის გამოსაწოვად მოევლინნენ".
პატრიკ როტფუსის შვილი და "მეფის მკვლელის ქრონიკის" მეორე წიგნის, "ბრძენკაცის შიშის" ამობეჭდილი ტექსტი.
ფოტო: Patrick Rothfuss Blog
ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა გულშემატკივრები ფენტეზის ჟანრის ავტორზე არიან გაჯავრებულნი. 2009 წელს ნილ გეიმანმა მკითხველებს მიმართა, რომ "მწერლები და ხელოვანები მანქანები არ არიან" და ჯორჯ მარტინი "თქვენი კახპა არაა", რათა თქვენი სურვილებისამებრ წეროსო. იმ დროს მარტინი უკვე წლები იყო ყინულის და ცეცხლის სიმღერის სერიის მეხუთე წიგნზე, დრაკონებთან ცეკვაზე, მუშაობდა, რომლის დასასრულებლადაც კიდევ ორი წელი დასჭირდა. დღეს ზუსტად იგივე ხდება — 29 ივლისს ჯორჯ მარტინს მეექვსე წიგნის, ზამთრის ქარების, დასასრულებლად საკუთარი თავისთვის ერთი წლის წინ მიცემული დრო ამოეწურა. როგორც მაშინ მან აღნიშნა, თუ ამ დედლაინს ვერ დაიცავდა, საკუთარ გულშემატკივრებს ნებას მისცემდა, იგი დაეპატიმრებინათ და "თეთრ კუნძულზე, მომცრო ქოხში ჩაეკეტათ, სადაც მხოლოდ გოგირდმჟავიან ტბაზე ექნებოდა ხედი". გაგიკვირდებათ და ზამთრის ქარები არათუ წიგნის მაღაზიებში არ ჩანს, ჯერ წინასწარ შეკვეთისთვისაც კი არაა ხელმისაწვდომი. ამის გამო მკითხველებში უკვე გაისმა მოწოდებები სამართლის აღსრულებისათვის.
ჯორჯ მარტინი სერიალ Game Of Thrones-ის მსახიობებთან ერთად 2009 წელს
ფოტო: Adam Whitehead
ამჯერად ბრაზის ქარცეცხლში მოქცეულ როტფუსს საკუთარმა რედაქტორმაც არ დააკლო კრიტიკა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში, რომლებიც მოგვიანებით წაშალა, ბეტსი უოლჰაიმი ამბობს, რომ საკმარისად ითმინა, რადგან "როცა ავტორები ახალს არაფერს ქმნიან, ეს, უბრალოდ, დიდ დარტყმას აყენებს გამომცემლებს". პოსტში იგი ასევე ხაზს უსვამდა, რომ როტფუსს "ექვსი წელია, საერთოდ არაფერი დაუწერია".
მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი ნამდვილად არაა სასიამოვნო, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამხელა ზეწოლა ავტორს უფრო მალე დაამთავრებინებს წიგნს. როგორც ეს BookRiot-ზე არის აღნიშნული, ინტერნეტსივრცეში შექმნილი ეს გარემო "გამოხატვის და დისკუსიის ნამდვილად საშინელ ფორმას იძენს".
ბრენდონ სანდერსონი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წიგნებითაა ცნობილი, არამედ რობერტ ჯორდანის საქვეყნოდ პოპულარული სერიის, დროის ბორბალის, დასრულების გამოც, ამბობს, რომ იგი ხშირად იღებს იმეილს მკითხველებისგან იმაზე, "თუ როგორ არ უნდა გაეკეთებინა რაღაც, როგორ უნდა მოესმინა მათთვის და გაეკეთებინა ის, რასაც ეუბნებოდნენ". როგორც სანდერსონი აღნიშნავს, ამგვარ წერილებს არ პასუხობს, რადგან "ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა მწერლისთვის, ან თუნდაც მკითხველისთვის".
"ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, უთხრა: მესმის, რომ შენ შენებური ხედვა გაქვს და მგონია, დროა, დაჯდე და თავად წერო საკუთარი წიგნები", — დასძენს სანდერსონი.
ცოტა ხანში ამ ყველაფერზე გეიმანის პასუხიც მოვისმინეთ. თუკი მარტინის ან როტფუსის სერიების გაგრძელებას მოუთმენლად ელოდებით, "მოითმინეთ", — ამბობს ის, — "წაიკითხეთ წინა წიგნები თავიდან. წაიკითხეთ სხვა რამე. დაკავდით რაღაცით. და იმედი გქონდეთ, რომ ამ დროს ავტორი თქვენს სასურველ წიგნს წერს და არ კვდება, ან რამე ასეთი დრამატული არ ხდება".
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
კომენტარები