გრეის ანატომიის ახალ სეზონში კორონავირუსის პანდემიის ისტორიებს ვიხილავთ
COVID-19 გრეი სლოუნის კლინიკაშიც შეაღწევს.
საკულტო სამედიცინო სერიალ გრეის ანატომიის ერთგული გულშემატკივრები გასული 15 წლის მსგავსად, წელსაც მოუთმენლად ელიან ახალი სეზონის ხილვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო თვეების განმავლობაში მთელ მსოფლიოს მოუწია როგორც სამედიცინო დიაგნოზებთან, ისე უსაფრთხოების წესებთან და ჩახლართულ ტერმინებთან გამკლავება.
რაღა თქმა უნდა, ეს საკითხი შეუმჩნეველი არც ამ გახმაურებული შოუს შემქმნელებს დარჩათ:
"ცხადია, ვაპირებთ, რომ პანდემიის თემას შევეხოთ. წარმოუდგენელია ასეთ ხანგრძლივ სამედიცინო სერიალში არ გადმოვცეთ ის ამბავი, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახა", — განაცხადა შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა კრისტა ვერნოფმა.
კრისტა ვერნოფმა ამის შესახებ Entertainment Weekly-ის მიერ გამართულ შეხვედრაზე გუშინ, 21 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, ყოველი სეზონის სცენარზე მუშაობის დაწყების წინ შოუს შემქმნელები ყოველთვის ხვდებიან რეალურ ექიმებს, მათ ისტორიებს ისმენენ და სწორედ მათი შთაგონებით ქმნიან შემდეგ სერიალში ემოციურ ისტორიებს. პანდემიის დროს კი ყველაზე მეტი სწორედ სამედიცინო პერსონალს ექნება მოსაყოლი.
"ყოველწლიურად ვხვდებით ექიმებს და ისინი თავიანთ გამოცდილებაზე გვიყვებიან: როგორც წესი, მათ ყველაზე სასაცილო ან დაუჯერებელ ისტორიებს. ამ წელს ეს უფრო თერაპიას ჰგავდა: ექიმებისთვის პირველები ვიყავით, ვისთანაც გასული თვეების გამოცდილებაზე შეეძლოთ გულახდილად ესაუბრათ. ისინი ამბის თხრობისას კანკალებდნენ და ცდილობდნენ, არ ეტირათ. ისინი ამბობენ, რომ მათი სამუშაო პროცესი ომს ჰგავდა — ომს, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ. ვფიქრობ, ჩვენს შოუს აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაც, რომ სწორედ ეს ისტორიები გადმოსცეს მაყურებელს", — განაცხადა ვერნოფმა.
ჯერჯერობით ახალი სეზონის გადაღებები არ დაწყებულა — სხვა ბევრი პროექტის მსგავსად პამდემიამ ამ შოუს წარმოებაც შეაფერხა. თუმცა უკვე წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ ნამდვილად ძალიან საინტერესო და დაძაბული სანახაობა გველოდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები