Google ისეთ ტატუებზე მუშაობს, რომლებიც თქვენს კანს სენსორულ ეკრანად გადააქცევს
CNET-ის მიხედვით, გუგლმა ახალი პროექტები დააანონსა, რომლებიც ახალ სათვალეებს, ვირტუალური რეალობის კონტროლერებს და ჭკვიან საათებს მოიცავს. თუმცა მათ შორის ყველაზე უჩვეულო ერთი პროექტია, რომლის ფარგლებშიც დროებითი ტატუ კანს გიგანტურ სენსორულ პანელად აქცევს.
პრექტს SkinMarks ეწოდება და მის მიზანს ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გამარტივება წარმოადგენს. SkinMarks-ის გაკეთება თითებზე ან ხელის მტევნის გარკვეულ ნაწილზე შეიძლება — ისეთ ადგილას, რომელსაც ინსტიქტურად ვაკონტროლებთ.
"ტატუს შემცირებული სისქე და გარზდილი გაწელვისუნარიანობა SkinMark-ს ძალიან თხელსა და მოქნილს ხდის", — განაცხადეს ზაარლანდის უნივერსიტეტსი მკვლევრებმა, რომლებმაც ამ პროექტის განხორციელებისთვის გუგლისგან დაფინანსება მოიპოვეს.
ტატუ სენსორებითაა დაფარული და ისინი შეხებით აქტიურდებიან — ისე, როგორც ამას სმარტფონის ეკრანის შემთხვევაში აკეთებთ. მაგრამ SkinMark-ის გამოყენებისას არსებობს კიდევ რამდენიმე ქმედება, რომელიც სენსორების გააქტიურებას გამოიწვევს — ხელის მოჭერა ან თითის მოხრა.
საკუთარი კანის ინტერფეისად ქცევის უპირატესობა იმ დახვეწილი მოტორული უნარების გამოყენებაშია, რომლებიც ადამიანებს ბუნებრივად აქვთ. ხელის მოჭერისა და თითის მოხრის უნარი ინსტიქტურია, შესაბამისად, ეს მოძრაობები ტექნოლოგიებთან ერთიერთობას უფრო ბუნებრივს ხდის.
გუგლი ერთადერთი არ არის, რომელიც კანის უპირატესობების გამოყენება გადაწყვიტა. 2017 წელს Facebook-მა პროექტი წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, ადამიანებს საკუთარ კანზე ვიბრაციების გრძნობით სიტყვების "გაგონება" და გაშიფვრა შეეძლებოდათ. კონცეფცია ბრაილის შრიფტის მსგავსია, სადაც პაწაწინა ამობურცულობები ასოებს წარმოადგენს. პროექტი Facebook-ის ექსპერიმენტალური ლაბორატორიის ნაწილი იყო, თუმცა ლაბორატორია მალევე დაიხურა.
კომენტარები