რაიან მერფი და Glee-ის სხვა შემქმნელები ნაია რივერას შვილისთვის ფონდს ქმნიან
"ჩვენ სამნი ამჟამად კოლეჯში სწავლის ფონდს ვქმნით ნაიას შვილისთვის, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარდა".
რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ნაია რივერას ცხედარი ორშაბათს იპოვეს ტბა პირუს მახლობლად, ვენტურას ოლქში. თავდაპირველად იგი გაუჩინარებულად მიიჩნეოდა, მას შემდეგ რაც საკუთარ შვილთან, ჯოუზისთან, ერთად ტბაზე ნავით სასეირნოდ 8 ივლისს გავიდა.
ჟურნალისტებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე გამომძიებლებმა თქვეს, რომ ნაია და მისი შვილი შეიძლება ძლიერ დინებაში მოყვნენ ცურვისას და მათი ვარაუდით მსახიობს "ეყო ენერგია, გადაერჩინა საკუთარი შვილი და დაებრუნებინა იგი ნავზე, თუმცა ვერ შეძლო საკუთარი თავის გადარჩენა".
ნაია ცნობილია სანტანა ლოპეზის როლით პოპულარულ სერიალში Glee. იგი იყო მსახიობი და მომღერალი, მისი შესრულებული როლი კი, ახალგაზრდა ლესბოსელი ქალისა, რომელიც ქამინგ აუთს აკეთებს, უყვარდება და შემდეგ ქორწინდება, ლგბტქ+ საზოგადოებისთვის ბევრს ნიშნავდა.
დღეს Glee-ის შემქმნელებმა — რაიან მერფიმ, ბრედ ფელჩუკმა და იენ ბრენენმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც სერიალის შექმნაში ნაიას შეტანილ დიდ წვლილს აფასებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად ისინი მსახიობის 4 წლის შვილის, ჯოუზის, კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად ფონდს ქმნიან.
"როცა Glee-სთვის ქასთინგზე ნაია ავიყვანეთ, იგი სერიალში აქტიურად არ ჩნდებოდა", — ამბობენ ისინი საერთო განცხადებაში, — "პირველ სერიაში მას მხოლოდ რამდენიმე წინადადება ჰქონდა სათქმელი. თუმცა ერთი-ორ სერიაზე მეტი არ დაგვჭირვებია, მივხვედრილიყავით, რომ ძალიან გაგვიმართლა, გვეპოვა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, გამორჩეული ვარსკვლავი, რომელთან მუშაობის სიამოვნებაც კი ოდესმე გვექნებოდა".
სერიალის შემქმნელები ასევე აღნიშნავენ ნაიას შესრულების გამორჩეულ მანერას, თუ როგორ ცდილობდა იგი სანტანას და ბრიტანის სიყვარულის ისტორია "იუმორითა და ადამიანურობით" მოეყოლა.
"ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა უმაღლეს სკოლაში ღიად ლესბოსელი წყვილის ურთიერთობა იყო სატელევიზიო სერიალში ნაჩვენები და ნაიას ესმოდა, რამდენად ბევრს ნიშნავდა "ბრიტანა" არაერთი ახალგაზრდა გოგოსთვის, ვინც საკუთარ თავს პირველად აიგივებდა ეკრანზე გამოჩენილ პერსონაჟთან. ნაია ყოველთვის ცდილობდა, დარწმუნებულიყო, რომ სანტანას სიყვარული ბრიტანის მიმართ პატივისცემით, სიძლიერით და წრფელი გრძნობებით იყო გამსჭვალული".
"ჩვენ მის ოჯახთან ერთად ვწუხვართ, განსაკუთრებით, დედამისთან, იოლანდასთან, რომელიც Glee-ის ოჯახის წევრი იყო და ჯოუზისთან. ჩვენ სამნი ამჟამად კოლეჯში სწავლის ფონდს ვქმნით ნაიას შვილისთვის, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარდა".
Glee-ის გუნდის სხვა წევრებს სურთ, რომ ნაიას ხსოვნას პატივი მის შვილზე მზრუნველობით მიაგონ. ემბერ რაილიმ ინსტაგრამზე დაწერა:
"მშვიდად განისვენე, ანგელოზო, და იცოდე, რომ შენს ოჯახს სანერვიულო არაფერზე ექნება".
"ძალიან გვიყვარდი", — წერს ჯენა ეშკოვიცი საკუთარ ინსტაგრამზე ნაიას გამოსამშვიდობებელ წერილში, — "შენ სამყაროს იმსახურებდი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯოუზიმ და შენმა ოჯახმა ეს ყოველდღე იგრძნონ".
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენი მემკვიდრეობა შენარჩუნებული იყოს, შენი სული კი კვლავ ცოცხლობდეს მასში, რათა როცა ჯოუზი გაიზრდება, იცოდეს, როგორი საოცარი ქალი იყავი", — ამბობს ჰარი შუმ ჯუნიორი თავის განცხადებაში.
Glee-ის მსახიობების ნაია რივერასადმი გამოსათხოვარი სხვა პოსტების წაკითხვა აქ შეგიძლიათ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები