2019 წლის მთვარის დაბნელება სტუდენტების შექმნილმა კამერამ მთვარიდან დააფიქსირა
2019 წლის 2 ივლისს მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირს დაეცა. ჩრდილმა არგენტინას, ჩილეს და წყნარ ოკეანეს გადაუარა. დედამიწაზე ბევრი მაცხოვრებლისთვის ღამე დღედ იქცა.
თუმცა, მთვარიდან განსხვავებული სურათი ჩანდა. პატარა სატელიტზე დამაგრებულმა კამერამ მთვარის დაბნელება ახლებური პერსპექტივიდან დაგვანახა.
ჩინური ხელოვნური მიკროთანამგზავრი, სახელად Longjiang-2 მთვარის ორბიტაზე 2018 წელს გაუშვეს. მისი წინამორბედის, Longjiang-1-ისგან განსხვავებით, ამ მიკროთანამგზავრის მისია წარმატებული გამოდგა. ის წელიწადზე მეტი შორეული ვარსკვლავების დაბალსიხშირიან რადიოტალღებს იკვლევდა.
Longjiang 2-ს სტუდენტების გაკეთებული სპეციალიზირებული კამერა ჰქონდა, რომელსაც Inory Eye ქვია. ამ კამერამ დედამიწაზე დაცემული მთვარის ჩრდილის ფოტოებზე აღბეჭდვა შეძლო. თანამგზავრზე კამერის და რადიო გადამცემის დამაგრება მაღალბიუჯეტიანი სახელმწიფო პროექტი არ ყოფილა, ამიტომ მის მართვაში, ძირითადად, მოყვარულები, ლექტორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ფოტოს გადაღების ბრძანება (კოდი რომელიც კამერას ააქტიურებს) ჩინელმა სტუდენტმა მინგჩუან ვეიმ შეიმუშავა, თანამგზავრზე კი გერმანელმა მოყვარულმა რადიო ასტრონომმა, რეინჰარდ კუნმა ატვირთა.
ფოტოების მიღება Dwingeloo ტელესკოპის მოყვარულმა ოპერატორებმა აიღეს თავიანთ თავზე. პროექტის ერთადერთი შეფერხება ის იყო, რომ დედამიწაზე დაბრუნებულ ფოტოებში ყველაფერი მოიისფროდ ჩანდა.
გრაფიკულმა დიზაინერმა, კეისონ მეიჯორმა ფოტოკორექცია თავის თავზე აიღო და ფოტოებს თავიანთი ბუნებრივი შეფერილობა დაუბრუნა.
მეცნიერების და მოყვარულების თანამშრომლობამ მთვარის დაბნელება უჩვეულო პერსპექტივიდან, მთვარის ორბიტიდან დაგვანახა. თუმცა, Inory Eye, ისევე როგორც თანამგზავრი, რომელზეც ის იყო დამაგრებული — Longjiang-2, მეცნიერებს აღარ გამოადგებათ, რადგან 2019 წლის 31 ივლისს მიკროთანამგზავრი გეგმის მიხედვით მთვარეზე დაეცა და მუშაობა შეწყვიტა.
კომენტარები