თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველო რეფორმების გულწრფელ სურვილს გამოავლენს — აშშ-ს თავდაცვის აქტის ცვლილება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა 2021 საბიუჯეტო წლის თავდაცვის ბიუჯეტში, ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა, რომელიც საქართველოს დემოკრატიას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას ეხება.
ტექსტი საუბარია იმაზე, რომ სენატი ხელახლა ადასტურებს სურვილს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, "თუ საქართველოს მთავრობა კვლავ გამოავლენს ამ რეფორმების გატარების გულწრფელ სურვილს".
ტექსტში საუბარია ბრალდებულ გიორგი რურუაზეც, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ითხოვს.
რიშის დოკუმენტში წერია, რომ 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, რურუა კვლავ დაკავებულია.
"საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ყველა პოლიტიკური პატიმრის — მათ შორის, ბატონი რურუას — გათავისუფლება წარმოადგენს წინაპირობას იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საარჩევნო კანონის შეთანხმებულ ცვლილებებს.
საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბრის ბოლოსაა დანიშნული", — წერია რიშის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
რა წერია ცვლილების დოკუმენტის დასკვნაში?
ცვლილებების დოკუმენტში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე. ამის შემდეგ კი აღნიშნულია, რომ სენატი ხელახლა ადასტურებს თანამშრომლობის სურვილს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა კვლავ გამოავლენს ამ რეფორმების გატარების გულწრფელ სურვილს. სენატი მოუწოდებს მთავრობას, არჩეულ თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში, უარი თქვან ძალაუფლების მოპოვების ცდუნებაზე. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ:
- სენატი მიესალმება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მიაღწია მმართველობის, ეკონომიკური რეფორმების და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით;
- ხელახლა ადასტურებს სურვილს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა გაუმჯობესდეს ეს წინსვლა, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით;
- სენატი მიესალმება იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა მმართველობით სფეროში, ეკონომიკურ რეფორმებსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა;
- სენატი ხელახლა ადასტურებს სურვილს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა გაუმჯობესდეს ეს წინსვლა, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა კვლავ გამოავლენს ამ რეფორმების გატარების გულწრფელ სურვილს;
- სენატი მოუწოდებს მთავრობას, არჩეულ თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში, უარი თქვან ძალაუფლების მოპოვების ცდუნებაზე;
- სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებით, რაც გამოიხატება სამივე ინსტანციაში მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალე გზებით, ასევე, დასრულდეს იმ მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა, რომლებიც არასამართლიანად არიან მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ ან არიან მათდამი ლოიალურები;
- სენატი ამტკიცებს, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების წარმატების იმპლემენტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მთავრობამ ნდობა აღიდგინოს და გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება და შემდგომი ინტეგრაცია დასავლეთთან;
- სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიული პროცესების სულისკვეთებასა და შემდგომ გაამყარებს ევრო-ატლანტიკურ გზას;
- ვაღიარებთ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნები, რაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად ჩატარდება.
რიშის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ასევე საუბარია გასული წლის 20 ივნისის მოვლენებზე, აქციის დაშლასა და პოლიტიკოსების დაკავებაზე;
"გავრილოვის ქმედებაზე და ქართულ პოლიტიკაში რუსეთის მზარდ ჩარევაზე საპასუხოდ, ათი ათასობით ქართველი პროტესტის მიზნით ქუჩაში გამოვიდა. ისინი, მათ შორის, დგამდნენ ბარიკადებს და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში ძალადობრივად შესვლას.
ქართულმა სპეცდანიშნულების პოლიციამ ძალადობრივად ჩაახშო პროტესტი, მათ შორის გამოიყენა წყლის ჭავლი, რამაც რამდენიმე ასეული ადამიანის მძიმედ დაშავება გამოიწვია და რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს.
2019 წლის 25 ივლისს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს 2019 წლის ივნისის პროტესტისას მთავრობის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების ბრალდებით და ბრალად მიესაჯა 5-წლიანი პატიმრობა.
2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა, ბიზნესმენი და ტელევიზია მთავარი არხის დამფუძნებელი იარაღის უკანონოდ ფლობისთვის დააკავეს.
2002 წლის 10 თებერვალს გიორგი (გიგი) უგულავას, თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ლიდერს დამატებით 38-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს იმის მიუხედავად, რომ თბილისის მერობის პერიოდში თანხის გაფლანგვის გამო ის 16 თვე ციხეში ბრალს იხდიდა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ქართული პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
2020 წლის 8 მარტს აშშ-ს ევროკავშირის და გერმანიის საელჩოებმა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობამ საქართველოში დახმარება გაუწია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, შეთანხმებას მიეღწიათ და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსულიყვნენ, ასევე, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით ეუთოს რეკომენდაციები შეესრულებინათ და ქართული დემოკრატიისთვის ხელი შეეწყოთ".
დოკუმენტი იწყება ისტორიული ფაქტების გახსენებით, რომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას:
"კომუნისტური დიქტატურისგან გათავისუფლებიდან საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობისკენ, თავისუფალი ბაზრისკენ, ეკონომიკური რეფორმებისა და კანონის უზენაესობისკენ.
1992 წლიდან აშშ-მ საქართველო სულ მცირე 4 200 000 00 დოლარით უზრუნველყო, მათ შორის 732 000 000 თავდაცვის სფეროში".
სენატორ ჯიმ რიშის ეს დოკუმენტი ამ დროისთვის ძალაში შესული არ არის, თუმცა ინიცირებულია და საჭიროებს სენატის მხარდაჭერას.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები