რამდენად მრავალფეროვანია სარგებელი, რომელიც მრავალფუნქციურ კაშხლებს მოაქვთ
ფოტო: ნენსკრა ჰიდრო
დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული კაშხლოვანი ჰესების 40% (10 000–მდე კაშხალი) მრავალფუნქციურია: მათი დანიშნულება არა მხოლოდ ელექტროგენერირება, არამედ ირიგაცია (5977 კაშხალი), სასმელი წყლით მომარაგება (4334 კაშხალი), წყალდიდობების მართვა (4789 კაშხალი), რეკრეაცია (2879 კაშხალი), ნაოსნობის განვითარება და თევზის მოშენებაა (1850 კაშხალი).
მრავალფუნქციური კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურები მრავლად გვხვდება აშშ–სა და ევროპაში. დიდწყალსაცავიან ჰესებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის არაერთი მიმართულების ზრდასა და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში.
წყალსაცავების მრავალფუნქციურობა გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან გახდა პოპულარული, როდესაც მათ დანიშნულებად სწორედ კონკრეტული რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარება იქცა. შედეგი თვალსაჩინოა: იგივე აშშ–ში, არიზონაში მდებარე წყალსაცავმა "დიდი დეპრესიის" შემდეგ მთელი რეგიონის ეკონომიკა სწრაფად გამოაცოცხლა. ანალოგიური დატვირთვის ჰესები უხვად გვხვდება ალპებში, ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც ენგურჰესისა და ჟინვალჰესის სახით.
რა ვითარებაა საქართველოში?
საქართველოში ამგვარი კაშხლები თითზე ჩამოსათვლელია. ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც თბილისიდან სულ 1 საათის სავალზე მდებარეობს, მთელი დედაქალაქის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, წყალსაცავი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც სარეკრეაციო ზონა.
მეორე ასეთ ჰესზე — ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ოაზისის შექმნა იგეგმება. ეს პირველი ინდუსტრიული ძეგლია საქართველოში, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის - გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, ექსტრემალური ატრაქციები, ასევე საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები.
ენგურჰესი
ფოტო: ნენსკრა ჰიდრო
ანალოგიური მრავალფუნქციური დატვირთვის იქნება ნენსკრა ჰესიც, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, ბოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8 კმ–ის მოშორებით, მთებში შენდება. კაშხლის წყალსაცავის საპროექტო ტერიტორია ისტორიულად დაუსახლებელია და იქ არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არსებობს. მრავალფუნქციური წყალსაცავის აშენების შედეგად შესაძლებელი იქნება წყალდიდობის მართვა, ჭუბერისა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარება ინფრასტრუქტურული პროექტებითა და შემდგომში ტურისტული ნაკადების მოზიდვით.
ნენსკრა ჰესის კაშხალს ტექნიკურ ზედამხედველობას უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია შტუკი (Stucky Ltd) უწევს. ეს მოწინავე საპროექტო და საკონსტრუქტორო კომპანია დაარსების დღიდან (1926 წ.) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. მას შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, გაფართოებისა და აღდგენის 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. შტუკის პორტფოლიოში 150 მეტრზე მეტი სიმაღლის 20-ზე მეტი კაშხალია. კომპანიას საქართველოში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 1990–იან წლებში მან ენგურჰესის რეაბილიტაცია და კაშხლის უსაფრთხოების ამაღლების სამუშაოები განახორციელა.
რა დამატებითი ფუნქციები ექნება ნენსკრა ჰესის კაშხალს?
ნენსკრა ჰესის კაშხლის მარავალფუნქციურობაზე კომპანია შტუკის პროექტის მენეჯერ პიტერ ჯუვიტს ვესაუბრეთ:
რა დამატებითი ფუნქციებით იქნება დატვირთული „ნენსკრა ჰესის“ კაშხალი, ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა?
პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა წყლის მართვისა და ტურიზმის საკითხს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ნენსკრა ჰესს ექნება, არის მისი სარგებლიანობა ზამთრის პერიოდში, როდესაც ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირადღირებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიას ჩაანაცვლებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ წყალდიდობის სეზონზე - ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში ჭუბერს საკმაოდ დიდი ზიანი ადგება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კი მნიშვნელოვან დროსა და რესურსს მოითხოვს. როდესაც ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში შევა, ასეთი წყალდიდობები წარსულს ჩაბარდება. სწორედ წყალუხვობის პერიოდში - ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მოხდება წყალსაცავის შევსება წყლით, რომელიც ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიის გენერირებას მოხმარდება. რეზერვუარში წყლის დონე დაიკლებს, ხოლო შემდეგ ზაფხულს წყალსაცავი ისევ წყლით შეივსება. სწორედ ამგვარად ხდება წყალდიდობის კონტროლი, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა ამ ადგილისთვის.
მეორე საკითხია რეზერვუარის გამოყენება ტურისტული მიზნებისთვის, რასაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიაში ვხვდებით. რეზერვუარები გამოიყენება ისეთი რეკრეაციული აქტივობებისთვის, როგორიცაა წყლის სპორტი, ნაოსნობა, თევზაობა და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები მეტად დაინტერესდებიან ახლომდებარე მთებით და ეს ადგილები უფრო პოპულარული გახდება ექსტრემალური სპორტის, ლაშქრობის და სხვა აქტივობებისთვის.
მდინარე ვერდონის ხეობა, საფრანგეთი
ფოტო: ნენსკრა ჰიდრო
ჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, საოჯახო სასტუმროებისა და რესტორნების შექმნას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ჰესის მშენებლობა დასრულდება, ეს ინფრასტრუქტურა მოიზიდავს მეტ დამსვენებელს, რაც მნიშვნელოვანია ამ ხეობების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.
როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნამუშევარი კომპანიის წარმომადგენელს, რა ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ მრავალფუნქციური კაშხლების შესახებ?
რაკი მრავალფუნქციური დანიშნულების პროექტებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კაშხლები ასევე გამოიყენება სარწყავი სისტემების წყლით უზრუნველყოფისა და სასმელი წყლით მომარაგებისთვის. მსოფლიოში საკმაოდ ბევრი კაშხალი არსებობს, რომელთა პირველადი დანიშნულება სწორედ ირიგაცია და წყალმომარაგებაა, ხოლო შემდეგ მოდის ელექტროენერგიის გენერაცია. ეს ფუნქციები მნიშვნელოვანია, რადგან მრავალმხრივი ეკონომიკური სარგებელი გააჩნიათ. ამასთან, კლიმატის ცვლილებების პირობებში აუცილებელია, სამომავლოდ წყლის მარაგი გაგვაჩნდეს.
ირიგაცია.
მდინარეების — დურანსისა და ვერდონის ჰიდროენერგეტიკული სისტემა, საფრანგეთი.
ფოტო: ნენსკრა ჰიდრო
ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ მსოფლიოში ჰიდროენერგეტული დანიშნულების კაშხლების მრავალფუქციურად გარდაქმნის პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, არსებულ ინფრასტრუქტურას ამატებენ წყლის მილებს, ან წყლის რესურსს იყენებენ სარწყავად, რაც ჰესის თავდაპირველ დიზაინში არ იყო გათვალისწინებული. ასე, რომ ამგვარი პროექტები საკმაოდ მოქნილია და შესაბამისი დიზაინისა და დაგეგმარების მეშვეობით, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება.
სს ნენსკრა ჰიდრო კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები