აპლიკაცია TikTok საკვების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამგვარად კვების ქცევითი დარღვევების მქონე ადამიანებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს — აცხადებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტები

ამჟამად TikTok ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. იგი 800 მილიონ მომხმარებელ აერთიანებს, რომელთა 41% 16-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანია. როგორც აქტივისტები აღნიშნავენ, ამჟამად პლატფორმაზე კვების ქცევითი დარღვევების (ანორექსია და ბულიმია) წამახალისებელი კონტენტი მრავლად მოიპოვება. აპლიკაციის მესვეურები აცხადებენ, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მათთვის უპირველესი პრიორიტეტია. ამიტომაც, ისინი მომხმარებლებს მოუწოდებენ, კვების ქცევით დარღვევებთან ასოცირებული ნებისმიერი საზიანო კონტენტი, რაც შიდა წესებთან წინააღმდეგობაში მოდის, აქტიურად დაარეპორტონ.

ამ ნაბიჯებს არასაკმარისად მიიჩნდევს საქველმოქმედო ორგანიზაცია Beat, რომლის განცხადებითაც, მიუხედავად მიღებული ზომებისა, TikTok-ზე საზიანო ხასიათის ვიდეოები მაინც მრავლად მოიპოვება.

რა არის ე.წ. "პრო-ანა" და "პრო-მია" კონტენტი?

"პრო-ანა" ტერმინით ანორექსიის წამაქეზებელი ქცევებისა და აზროვნების მქონე კონტენტს აღნიშნავენ. ბულიმიის შემთხვევაში იმავე შინაარსის მასალას "პრო-მია"-ს უწოდებენ.

TikTok-ის განცხადებით, ისინი მსგავსი ხასიათის მასალის მოსაძიებლად და წასაშლელად განსხვავებულ, კომპლექსურ ტექნიკას იყენებენ. თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტთა აზრით, აპლიკაცია ამ პრობლემას დუნედ უმკლავდება.

TikTok ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წონის კორექციის შესახებ მასალა თავისუფლად გაავრცელოს. ამის შემდგომ საქმეში ძებნის ალგორითმი ერთვება, რომელიც მომხმარებელს თვითონ სთავაზობს თემატურად მსგავსი შინაარსის მქონე ვიდეოებს. მაგ: "პრო-ანა" შინაარსის მქონე ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ, აპლიკაცია მსგავსი შინაარსის ვიდეოებით თვითონვე გამარაგებთ — ძებნისათვის მეტი ძალისხმევა აღარ გჭირდებათ.

რას ამბობს TikTok?

აპლიკაციის მენეჯმენტის განცხადებით, მომხმარებელს თვითონვე შეუძლია განსაზღვროს, კონკრეტულად რა ტიპის კონტენტის ნახვა სურს. მათ ასევე შეუძლიათ, კვებითი დარღვევების ხელშემწყობი ვიდეოები დაარეპორტონ — მოგვიანებით ისინი აპლიკაციიდან წაიშლება.

თუმცა, პოტენციურად საშიში ვიდეოები ხშირად პირდაპირი ფორმით არ მიდის მომხმარებლამდე. ზოგიერთი ტიპის კონტენტი ამგვარი სახით არის ფორმულირებული: "როგორ ვიკვებები დღის განმვალობაში 1 200 კალორიის ფარგლებში". ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტთა აზრით, ეს საკვების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კონტენტის სრულად წაშლა პლატფორმიდან ავტომატურად ბევრ სასარგებლო ვიდეოსაც გააქრობს. ამაზე საუბრობენ როგორც აქტივისტები, ასევე აპლიკაციის მესვეურებიც.

ზოგიერთი მომხარებლისთვის აპლიკაცია კვებით პრობლემებთან გამკლავებისა და გამოჯანმრთელების რთული გზის გადმოსაცემ საშუალებას წარმოადგენს. ასეთი გამომხატველობითი ტიპის კონტენტი ჩვენი შინაგანaწესით დაცულია

TikTok

"იცნობდე საკუთარ გამღიზიანებელს"

"მე ყოველთვის ვურჩევ ადამიანებს, ნუ დაიმატებენ იმ ექაუნთებს, რომელთა კონტენტიც მათთვის საზიანოა. ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდე საკუთარ გამღიზიანებელს", — ამბობს ტომ დაუნსი, ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტი. მისი აზრით, საზიანო შინაარსის პოსტების დარეპორტება საზოგადო კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ორგანიზაცია Beat აღნიშნავს, რომ კვების ქცევითი დარღვევის განვითარებაში ცალკე აღებულ სოციალური ქსელს არასდროს მიუძღვის წვლილი.

"ჩვენ სოციალური მედიის პლატფორმებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ ძალისხმევა, რომ მსგავსი შინაარისს კონტენტი მათ პლატფორმაზე ისევე არ დაიპოსტოს, როგორც თვითდაზიანების აღმწერი ფოტოგრაფია",TikTok კვების ქცევივითი აშლილობების ჩამოყალიბებას შეიძლება უწყობდეს ხელს — განაცხადა ტომ ქუინსმა, ორგანიზაციის Beat წარმომადგენელმა

აღსანიშნავია, რომ პლატფორმები თვითდაზიანების შემცველ ფოტო-მასალას ავტომატურად ბლოკავენ და მომხმარებელს მათი დაპოსტვის საშუალებას უსპობენ.

Beat ასევე აღნიშნავს, რომ დადებითი გზავნილების მატარებელ ექაუნთებსა და ფორუმებს სოციალური მედიის პლატფორმებმა განსაკუთრებით უნდა შეუწყონ ხელი.