როგორ გავერთოთ ახალ რეალობაში — atech Restart ტექ. გადაწყვეტილებებს გვთავაზობს
ფოტო: აჭარაბეთი
აჭარაბეთის ინიციატივითა და ფინანსური ხელშეწყობით ციფრული ტექ-ფესტივალი atech Restart გრძელდება. 19 ივნისს ფესტივალზე ექვსი მომხსენებელი წარდგა. ზურა ჯიშკარიანმა, არჩილ ვარშანიძემ, ვახო მდივანმა, ლაშა ჯოჯუამ, ემი პეკმა და კოტე ხუციშვილმა ახალ რეალობასთან ტექნოლოგიური ადაპტაციის საკითხებზე ისაუბრეს. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა თემები განიხილეს მათ.
ზურა ჯიშკარიანი — ციფრული ასისტენტები და ავატარ თერაპია
ზურა ჯიშკარიანი Anima Chatbotics-ის წარმომადგენელია და ციფრული ასისტენტების, იგივე ჩეტბოტების სფეროში მუშაობს. ჩეტბოტი ესაა პროგრამა, ჩატი, რომელიც ტექსტის მეშვეობით ავტომატურად გელაპარაკება. ზურა აღნიშნავს, რომ ჩეტბოტთან საუბრისას ადამიანის ტვინის ის უბანი აქტიურდება, რომელიც ჩვეულებრივ, სხვა ადამიანთან საუბრისასაა აქტიური. ეს გვაძლევს საშუალებას, ისეთ რთულ პერიოდში, როგორშიც ახლა ვართ, ჩატბოტები გართობის, სტრესის მოხსნისა და დეპრესიის შემსუბუქებისთვისაც კი გამოვიყენოთ.
ზურას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს Woebot, რომელიც კოგნიტივ ბიჰევიორისტულ თერაპიას იყენებს და გესაუბრება იმაზე, თუ როგორ გრძნობ თავს, რას აკეთებ, როგორ შეაფასებ შენს მდგომარეობას 1-დან 10-მდე შკალაზე, თან ცდილობს, რომ გაგართოს. ის აღნიშნავს, რომ თერაპიულ ჩატბოტებს ამ პერიოდში გართობის მრავალფეროვანი ფუნქცია შეიძლება მოვუძებნოთ.
ლაშა ჯოჯუა — NoOps & RPA
ლაშა აღნიშნავს, რომ IT ინდუსტრიაში გარკვეულ პერიოდში დადგა ეტაპი, როცა საჭირო გახდა, IT-ის ძირითადი მიმართულება — დეველოპმენტი და ოპერაციები გაერთიანებულიყვნენ და კოლაბორაციის ხარჯზე, ნაკლები დანახარჯებით მეტი შედეგი მიეღოთ. ასე შეიქმნა DevOps. შედეგად, ტექნოლოგიების დახმარებით, კომპანიებს საშუალება ეძლევათ, მიაღწიონ მეტს.
ხოლო NoOps (No Operations) გულისხმობს იმას, რომ IT ოპერაციები უნდა გავიდეს გარკვეული სქემიდან და ადამიანური საქმეები გახდეს ავტომატური. ეს ყველაფერი პროდუქტის შექმნისთვის საჭირო პროცესებს აჩქარებს და ამარტივებს.
ის ამბობს, რომ შეცვლილმა რეალობამ ცხადად დაგვანახა, რისი ავტომატიზაციაა შესაძლებელი. "მართალია, ამაზე თეორიულად მანამდეც ვიცოდით, მაგრამ პრაქტიკამ უფრო რეალური სურათი დაგვანახა. NoOps ავტომატიზაციის დახმარებით გვითავისუფლებს დროს და ენერგიას", — აღნიშნავს ლაშა.
არჩილ ვარშანიძე — MVP - Most Valuable in Product
MVP პროდუქტის იმ მინიმუმ ვერსიას ნიშნავს, რომელიც მზად არის, დააკმაყოფილოს პირველადი მომხმარებლები. ამის გარდა ის თავის თავში მოიცავს ფუნქციონალს, რომლის დახმარებით შეგვეძლება, დავგეგმოთ პროდუქტის მომავალი განვითარება, მივიღოთ უკუკავშირი და ა.შ.
არჩილი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ Software Development-ში მომუშავე კომპანიებმა პროდუქტის წარდგენისას გაიაზრონ, რა არის მათი მთავარი იდეა. ამის ერთ-ერთ მაგალითად ელექტრონული ვაჭრობის სისტემები (მაგ. Amazon) მოჰყავს, რომლის მთავარი დანიშნულება და მიზანი ონლაინ გაყიდვებია. იმისთვის, რომ ამ სფეროში კომპანიამ იმუშავოს, აუცილებელია ადამიანები, ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები და სხვა თანამშრომლები. თუმცა, სამუშაო პლატფორმის აწყობისას აუცილებელი არაა, ყველა მათგანისთვის შეიქმნას დიდი, მრავალფუნქციური სისტემა, რომელსაც რამდენიმეკვირიანი დეველოპმენტი სჭირდება. ბუღალტრები ან სხვა თანამშრომლები ხშირად არ იცვლებიან, ამიტომ მათ მინიმალური დანახარჯებით შექმნილ მათთვის საჭირო სისტემაზე შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა. ამით შეზღუდულ დროში კონცენტრაცია ხდება საქმის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე და თავიდანვე უარს ვამბობთ იმაზე, რაც ზედმეტია.
ვახო მდივანი — მარკეტინგის გემიფიკაცია
რატომ არის ასეთი ჩამთრევი და მიმზიდველი კომპიუტერული თამაშები? — ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ვახო მდივანი სვამს. ის ხსნის, რომ თამაშები პირველ რიგში დასვენების საშუალებას გვაძლევს, გვეხმარება, გადავიდეთ წარმოსახვით სამყაროში, მოვწყდეთ ყოველდღიურ რეალობას. მეორე რიგში ის გვართობს, ვიკმაყოფილებთ სურვილებს. რაც მთავარია, თამაშების სამყაროში შეცდომების არ გვეშინია, რადგან ვიცით, რომ ხელახლა დაწყება ყოველთვის შესაძლებელია.
ვახო ხსნის, რომ მარკეტინგი თამაშებთან მჭიდრო კავშირშია და მარკეტინგული აქტივობების მთლიანი პროცესი თამაშების სხვადასხვა კომპონენტს ესადაგება. გემიფიკაცია კი პროდუქტში, სერვისში და შეთავაზებაში თამაშის ელემენტების დამატებას გულისხმობს.
მას მაგალითად უცხო ენების სწავლის პლატფორმა Duolingo მოჰყავს, რომელიც თამაშის სტილში, სახალისოდ, სხვადასხვა დონეების "გახსნის" მეთოდით უცხო ენას საბაზისო დონიდან პროფესიონალურამდე გასწავლის. აქ გხვდება ჯილდოები, სხვადასხვა ტურების გახსნის შემდეგ გენიჭება გარკვეული სტატუსი, რაც სწავლის პროცესს თამაშად აქცევს. ასეთი მოდელი კომპანიებს ეხმარება, მომხმარებლები კმაყოფილი იყვნენ, გაერთონ, ხოლო მათი პროდუქტები ყოველთვის საინტერესო იყოს.
ემი პეკი — მომავალი არ გაშუქდება: ჩვენი მომავლის ვირტუალური, შეცვლილი და შერეული რეალობა
ემი ამბობს, რომ ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ინდუსტრია თანდათანობით ვითარდება. ის იხსენებს სმარტფონების პერიოდს, რომელთა განვითარებასაც საკმაოდ დიდი გზა დასჭირდა. ამბობს, რომ ვირტუალური რეალობა განვითარების გზაზეა, თუმცა ჯერ არ მიუღწევია მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
ვირტუალური სამყარო კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით სამყაროს მოდელირების ხერხია. ეს დიდი სივრცეა, რომელშიც ვირტუალურ თამაშებს ერთი მცირე, ზედაპირული ნიშა უჭირავს, თუმცა გარდა ამისა, არსებობს ბიზნეს - გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატები, შეხვედრები და სხვა კომპონენტები, რომლებიც შეცვლილ ყოველდღიურობას ავსებს. ადამიანები, რომლებსაც მუდმივად სახლში ყოფნა უწევთ, მათთვის ეს ძალიან გამოსადექია, რადგან ამ რეალობის დახმარებით "შეხება აქვთ" სხვადასხვა სივრცულ სამგანზომილებიან ობიექტებთან და ამით არსებული მდგომარეობა უმსუბუქდებათ. ვირტუალური რეალობით არამხოლოდ ადამიანები ერთობიან, არამედ რეალური ბიზნეს პრობლემები წყდება. ის კომპანიებისთვის შესაძლებლობებს ქმნის.
კოტე ხუციშვილი — გუნდის კმაყოფილება, როგორც საუკეთესო შედეგების წინაპირობა
კოტე ხსნის, რომ სხვადასხვა კომპანიაში Lean / Agile პროდუქტების გუნდის კმაყოფილება მაღალი ხარისხის მუშაობის წინაპირობაა და ამ ყველაფერს კარგი ორგანიზაციული შედეგები მოაქვს.
თანამშრომლის ჩართულობა ორგანიზაციებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. როგორც კოტე აღნიშნავს, კვლებით დადასტურებულია, რომ გუნდები, რომლებიც მაღალი ხარისხის მუშაობით გამოირჩევიან თავის ორგანიზაციას ახლობლებთან ან მეგობრებთან 2-3-ჯერ მეტად უწევენ რეკომენდაციას.
კარგი ორგანიზაციული შედეგებისთვის ის ასევე გამოყოფს მტკიცე ლოიალობასა და იდენტობას — აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, თანამშრომლები თავს აიგივებდნენ ორგანიზაციასთან, მზად იყვნენ, წარმატების მისაღწევად დამატებითი ნაბიჯები გადადგან, გრძნობდნენ დაფასებას და მხარდაჭერას ორგანიზაციისგან.
მისი თქმით წარმატების მისაღწევად ორგანიზაციები ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული და ტექნოლოგიები მათ სამუშაო პროცესში აქტიურად გამოიყენონ.
მოხსენებების გარდა ფესტივალის ფარგლებში ტექ-ჰაკათონიც ტარდება. ჰაკათონში მონაწილე გუნდებმა დღეს უნდა წარადგინონ იდეა, თუ როგორ შეიძლება გავერთოთ მომავალში ტექნოლოგიების დახმარებით შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით და მოიფიქრონ ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა.
გამარჯვებულებისთვის კომპანია აჭარაბეთმა დამატებით 20 000-ლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო, გამარჯვებული გუნდი ასევე დამატებით სტარტაპ გრაინდის რეგიონალურ კონფერენციაზე შეძლებს კომპანიის წარდგენას და სილიკონ ველის ინვესტორებთან შეხვედრას.
გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 21 ივნისს, 18 საათზე, ფესტივალის მიმდინარეობისას შეუერთდეს adjarabet.com HR ოთახს (Expo) და გაესაუბროს კომპანიის HR წარმომადგენლებს. "შენ შესაძლოა გქონდეს შანსი, შემოუერთდე ჩვენს გუნდს!", — ამბობენ აჭარაბეთში.
ტექ-ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. მასზე დასასწრებად მიჰყევით ამ ბმულს. ფესტივალი 21 ივნისს დასრულდება.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები