კორონავირუსის ვაქცინის ბოლო ფაზა და პირბადეების კანონი — კვირის შეჯამება
ფოტო: Nelson Almeida / AFP / Getty Images
14 მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 7 845 048;
- გარდაცვლილი — 431 269;
- გამოჯანმრთელებული — 3 735 354.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 864;
- გამოჯანმრთელებული — 703;
- გარდაცვლილი — 14;
- კარანტინის რეჟიმში — 2 795;
- სტაციონარში — 252;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
კვირის ფაქტი:
კორონავირუსის ასიმპტომური გავრცელების შემთხვევები "ძალიან იშვიათია" — WHO
ფოტო: Anadolu Agency / Anadolu Agency / Getty Images
კორონავირუსით უსიმპტომოდ დაავადებული პაციენტები ვირუსის გავრცელებაში დიდ როლს არ თამაშობენ, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს განცხადება ეჭვქვეშ აყენებს იმ მკლევართა მოსაზრებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ვირუსის შეჩერება სწორედ ასიმპტომური შემთხვევების გამო იქნებოდა განსაკუთრებით რთული.
ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სხვა მხრივ ჯანსაღი ინდივიდები, კორონავირუსის შეყრისას სიმპტომებს ან საერთოდ არ ავლენს, ან — ძალიან მსუბუქად. ზოგი კი ინფიცირებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ხდება სიმპტომური.
ვირუსის პირველი აფეთქებების პერიოდში შეგროვებული მონაცემები იმაზე მიუთითებდნენ, რომ COVID-19 პირდაპირი კონტაქტისას ადამიანიდან ადამიანზე მაშინაც გადადიოდა, თუ ინფიცირებულს სიმპტომები არ ჰქონდა. მაგრამ ახლა WHO აცხადებს, რომ, მართალია, ვირუსის ასიმპტომური ინფიცირებულიდან სხვა პირზე გადადება შესაძლებელია, მაგრამ ეს დაავადების გავრცელების მთავარ გზას არ წარმოადგენს.
რა ხდება მსოფლიოში:
ევროპის ბევრ ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, ამავე დროს, იცვლება პანდემიის ეპიცენტრიც.
ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 7,8 მილიონზე მეტია. შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზე არის ბრაზილია — 850 514 შემთხვევა და მესამეზეა რუსეთი — 528 267. შემდეგ უკვე მოდის ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.
8 ივნისს ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ აქტიური შემთხვევა აღარ ჰქონდათ და სასაზღვრო შეზღუდვის გარდა ყველა შეზღუდვას ხსნიან. ახალი ზელანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა.
სხვა სიახლეები:
-
ზელენსკის თქმით, კაფეში სტუმრობისას, საკარანტინო წესების დარღვევის გამო ჯარიმა დაუწერეს
-
სანქტ-პეტერბურგში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის საავადმყოფოში საწოლები არ ჰყოფნით
-
პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთი კორონავირუსის ეპიდემიიდან მინიმალური დანაკარგებით გამოდის
-
ესპანეთი შენგენის ზონის ქვეყნებთან 21 ივნისიდან საზღვრებს ხსნის
-
იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა COVID-19-ის ვაქცინაზე ხელშეკრულება გააფორმეს
მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე:
COVID-19-ის სამი ვაქცინა ტესტირების საბოლოო ფაზაზე გადავიდა
ფოტო: University of Maryland School of Medicine / AP
ზაფხულის განმავლობაში აშშ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინების კვლევის მესამე ფაზას დააფინანსებს. დაფინანსება ვაქცინის შემქმნელ სამ კანდიდანტს ერგო, აქედან თითოეული მათგანი საკუთარ ვაქცინას დაახლოებით 30 ათას მონაწილეზე გამოცდის. მონაწილეების ნახევარი ვაქცინას მიიღებს, ნახევარი კი პლაცებოს.
Moderna-ს ვაქცინა გამოცდის მესამე ფაზას ივლისში დაიწყებს, მოგვიანებით კი იმავე პროცესს გაივლიან AstraZeneca და Johnson & Johnson. როგორც წესი, მესამე ფაზამდე მისაღწევად წლებია საჭირო, თუმცა კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა ბევრად სწრაფად მიმდინარეობს.
რა ხდება საქართველოში:
8 ივნისიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. ეკონომიკური საქმიანობებიდან, რესტორნებში შესაძლებელი გაიხსნა ყველა სახის მომსახურეობა; ასევე, ამუშავდა ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტმაც მუშაობა დაიწყო.
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების ზრდის მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვამშვიდებენ, რომ შეზღუდვების დაბრუნება საჭირო არ იქნება. ამავე დროს, ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ კვლავ დავიცვათ სოციალური დისტანცია და ვატაროთ პირბადე.
ამასთან, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პირბადეების ტარების შესახებ კანონს გამოიყენებენ მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესს გაწერს.
ამ კვირაში კიდევ ერთი რეგულაცია ამ შემთხვევაში აბიტურიენტებს შეეხებათ. გამოცდის დროს აბიტურიენტები ვალდებული იქნებიან პირბადე ატარონ. ამასთან, არ იქნება საგამოცდო ცენტრებში არ იქნება კონდიცირება. რეგისტრაციის დროს აბიტურიენტებს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- მიმაჩნია, რომ კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ არ დამთავრებულა — თენგიზ ცერცვაძე
-
ტიკარაძე: სომხეთს სასუნთქი აპარატებით დახმარება და პერსონალის გაგზავნა შევთავაზეთ
-
ავტობუსების 15 ხაზზე შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამ საკითხზე ვმუშაობთ —კალაძე
-
თუ მგზავრი პირბადეს არ ატარებს, ამის გამო ტაქსის მძღოლი არ დაჯარიმდება — ოხანაშვილი
-
ტრანსპორტში, რესტორნებსა და თავშეყრის ადგილებში წესების დაცვის კონტროლი მკაცრდება — მთავრობა
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები