რა არის "ინტერვალური შიმშილი"— გზამკვლევი
ფოტო: Gracia Lam
სტატიაში მოყვანილი ფაქტები სამედიცინო რჩევას ვერ შეგიცვლით. ასე რომ, კვებისა თუ ცხოვრების რეჟიმის რადიკალურად შეცვლამდე მიმართეთ ექიმს. სტატიას მხოლოდ საინფორმაციო ღირებულება აქვს.
საჭმლისგან თავშეკავება ჩვენს ცნობიერებაში, როგორც წესი, რელიგიურ მიზეზებთან ან პროტესტთან არის დაკავშირებული, თუმცა მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი "შიმშილობს" იმისთვის, რომ წონა დაიკლოს ან თავი უკეთ იგრძნოს. კვების ამ რეჟიმს Intermittent Fasting ეწოდება, რაც ქართულად ინტერვალურ შიმშილად ან ინტერვალურ "მარხვად" შეგვიძლია ვთარგმნოთ.
Intermittent Fasting ერთი შეხედვით, ყველაფერს ეწინააღმდეგება, რასაც ცხოვრების ჯანსაღ წესზე და წონის კლებაზე წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ: "ბევრჯერ ჭამე და ცოტ-ცოტა", "არ უნდა გშიოდეს", "საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭმელია". ადამიანები, რომლებიც ფასტინგს მისდევენ, როგორც წესი, საუზმეზე უარს ამბობენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი 16:8 რეჟიმით კვებაა: 16 საათის განმავლობაში არაფერს ჭამ, კალორიების მისაღებად კი 8 საათი გაქვს, მაგალითად, 7-ზე ისადილებ და მეორე დღის 11 საათამდე არაფერს შეჭამ. რაკი ძილის საათებიც თავსდება "მშიერ" პერიოდში, ამ რეჟიმის დაცვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ რამდენად ეფექტურია ასე კვება?
მეცნიერება ფასტინგის მიღმა
იმისთვის, რომ ფასტინგის იდეა გავიგოთ, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს კარგად უნდა ვიცნობდეთ. ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რომელსაც წონის დაკლების მსურველებს აძლევენ, "ნაკლები ჭამა და მეტი მოძრაობაა". სწორედ ამ მეთოდით ხელმძღვანელობდნენ ამერიკული შოუს, Biggest Loser-ის კონკურსანტები, რომლებმაც მაყურებლების თვალწინ ათეულობით კილო დაიკლეს. მეცნიერებმა მათი მონაცემები წონის კლების გრძელვადიანი ეფექტების შესასწავლად გამოიყენეს.
საშუალოდ, Biggest Loser-ის კონკურსანტებმა წლების შემდეგ დაკლებული წონის დაახლოებით 70% ისევ მოიმატეს, თუმცა ნუ იჩქარებთ იმის დასკვნას, რომ ისინი "ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ" და "ნებისყოფა არ ეყოთ". კვლევამ აჩვენა, რომ კალორიების შეზღუდვის გზით დიდი წონის დაკლების შემდეგ თითქმის ყველა ფიზიოლოგიური ფაქტორი ადამიანის წინააღმდეგ მუშაობს.
მძიმეწონიანი კონკურსანტები შოუს დაწყებამდე 2607 კალორიას წვავდნენ მხოლოდ სუნთქვითა და ფუნქციონირებით (მეტაბოლიზმის სიჩქარე ჩვეულებრივ რეჟიმში), შოუში გატარებული 30 კვირის შემდეგ მათი წონა შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა კალორიების რაოდენობაც, რომელსაც სხეული ყოველდღიურ რეჟიმში წვავს (1996 კალორიამდე), 6 წლის შემდეგ კი, როცა კონკურსანტებმა თითქმის სრულად მოიმატეს დაკლებული წონა, ისინი მხოლოდ 1903 კალორიას წვავდნენ. ეს დაახლოებით 500 კალორიით ნაკლებია, ვიდრე ამავე წონის სხვა ადამიანები წვავენ.
კონკურსანტების ნაწილმა ვარჯიში გააგრძელა და კუნთის მასა მოიმატა, რაც ყველა სხვა ადამიანის შემთხვევაში მეტაბოლიზმსაც ააჩქარებდა (მეტ კუნთს მეტი კალორია სჭირდება ფუნქციონირების გასაგრძელებად), თუმცა ამ ფაქტორს მათი მეტაბოლიზმი არ აუჩქარებია. გარდა ამისა, არ შეცვლილა შიმშილის დონეც. თითქოს სხეულმა "უბრალოდ ვერ გაიგო", რომ ახლა ნაკლებს იწონის და შესაბამისად, ნაკლები საჭმელი სჭირდება.
ეს ნიშნავს, რომ წონის შესანარჩუნებლად კონკურსანტებს ან 500 კალორიით ნაკლები უნდა ეჭამათ (რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე მათი წონის ადამიანს სჭირდება არსებობისთვის) ან 500 კალორიით მეტი დაეწვათ ვარჯიშით (ეს დაახლოებით ერთსაათიანი სირბილია სწრაფ რეჟიმში). ეს ყველაფერი კი შიმშილის გაზრდილი გრძნობის ფონზე. ამ რეჟიმის შენარჩუნება როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც თითქმის შეუძლებელია.
აბა რატომღა ვურჩევთ ადამიანებს, რომ მეტი მოძრაობით და კალორიების დეფიციტით დაიკლონ წონა?
რა ხდება, როცა საჭმელს ვჭამთ?
როცა საჭმელს ვჭამთ, სხეულში ინსულინის დონე მაღლა იწევს. ინსულინი, მარტივად რომ ვთქვათ, არის ჰორმონი, რომელიც სხეულს მოუწოდებს, მარაგები შეინახოს. საჭმელების უმრავლესობა ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების კომბინაციას წარმოადგენს, შესაბამისად, ინსულინიც სხვადასხვა დონეზე იზრდება. ინსულინის გამოყოფის შედეგად ნახშირწყლები გლიკოგენად გარდაიქმნება, რომელიც ერთგვარი "დაფასოებული" შაქარია. თუ ბევრ ნახშირწყალს ვიღებთ, მაშინ ჩვენი ღვიძლი ფიქრობს, რომ მხოლოდ გლიკოგენის სახით შენახვა საკმარისი არაა და კალორიებს ლიპიდებად ანუ ცხიმად გარდაქმნის. როცა გადაბმულად რამდენიმე საათის განმავლობაში არ ვჭამთ, ინსულინის დონე დაბლა იწევს და სხეულს მისდის სიგნალი, რომ ენერგიისთვის საწყობს მიაკითხოს. თავდაპირველად სხეული გლიკოგენების დაშლას იწყებს (შენახული შაქარი), შემდეგ კი, თუ ესეც გამოილია - შენახულ ცხიმებზე გადადის.
ამ პროცესის ვიზუალიზაციის გასამარტივებლად ხშირად იყენებენ მაცივრის ანალოგს. წარმოიდგინეთ, რომ გლიკოგენი არის მაცივარი. მასში საჭმლის შენახვა მარტივია. ასევე მარტივია საჭიროების შემთხვევაში მაცივრიდან საჭმლის გამოღებაც. ცხიმი კი უფრო მეტად საყინულეს ჰგავს, რომელიც სარდაფში დგას: შეგიძლია, რომ მასში ზედმეტი საჭმელი შეინახო, მაგრამ როცა იქიდან საჭმლის გამოღებაზე მიდგება საქმე, ყოველთვის გეზარება, ამიტომ გირჩევნია, მაცივარი გამოიყენო. ასე რომ, ჩვენ ენერგიის შესანახად ორი ადგილი გვაქვს: ერთი — მოსახმარად მარტივი, მეორე კი — შედარებით რთული.
კალორიების დეფიციტის მეთოდის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ზედმეტად ამარტივებს სურათს. ის ქმნის წარმოდგენას, რომ სხეულში ენერგია ერთ ადგილას ინახება და იქიდან იხარჯება. თითქოს კალორიები, რომელსაც ვიღებთ, იგივე კალორიებია, რომელსაც ვხარჯავთ, რეალურად კი ჩვენ მიერ მიღებული კალორიები სხვადასხვა ფორმაშია გადანაწილებული, რაც ცხიმის მარაგებამდე მიღწევას გვირთულებს.
ინსულინი აკონტროლებს, რამდენი მარაგი უნდა გადმოვიდეს საყინულიდან მაცივარში, მოსახმარად მარტივ ადგილას, თუმცა რაკი მას "შემაკავებლის ფუნქცია აქვს", ხშირად საყინულიდან საჭმლის ამოტანას, უბრალოდ ურჩევნია, რომ მაცივრიდან ხარჯვა შეამციროს. შესაბამისად, როცა ინსულინი მაღალია, რაც უფრო ნაკლებს ვჭამთ, მით ნაკლებს ვხარჯავთ, ცხიმის მარაგები კი უმეტესად ხელუხლებლად რჩება.
ფასტინგის დროს ინსულინი დაბლა იწევს. სხეული ჯერ მაცივრის შემადგენლობის მოხმარებას იწყებს, შემდეგ კი საყინულეზეც გადადის, რომელსაც ინსულინი აღარ დარაჯობს. ასე იწყება ცხიმის წვა. ფასტინგი ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ საყინულე გამოვაცარიელოთ. იმისთვის, რომ სხეულმა ცხიმის დაგროვილ მარაგებს მიაკითხოს, ბოლო ჭამიდან 10-12 საათი უნდა იყოს გასული.
რა ვიცით კვლევების შედეგად?
მარკ პ. მეტსონი ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერია. ის და მისი კოლეგა რაფაელ დე კაბო სწავლობენ, რა გავლენას ახდენს საჭმლისგან მრავალსაათიანი თავშეკავება ჯანმრთელობაზე, დაბერების პროცესსა და დაავადებების მიმდინარეობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ფასტინგის ეფექტების შესასწავლად ადამიანებზე რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, არც ერთი მათგანი არაა გრძელვადიანი. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებული ცოდნის დიდი ნაწილი ცხოველებზე ლაბორატორიული კვლევების შედეგად არის დაგროვებული. ცხოველების შემთხვევაში ინტერვალურმა კვებამ დადებითი გავლენა მოახდინა ქრონიკულ დაავადებებზე, შეამცირა დაბერების პროცესი და შეტევის დროს ტვინი დაზიანებისაგან დაიცვა.
ადამიანების მონაწილეობით კვლევამ კი აჩვენა, რომ ინტერვალური კვება ამცირებს ინსულინ-რეზისტენტულობას, მაღალ წნევასა და ანთების პროცესებს. პაციენტებს, რომელთაც გაფანტული სკლეროზი ჰქონდათ, ფასტინგით ორ თვეში შეუმცირდათ სიმპტომები.
ევოლუციური გადმოსახედიდან, ეს ლოგიკური ჩანს. ჩვენი წინაპრები დღის განმავლობაში საუზმეს, ლანჩსა და სადილს არ ჭამდნენ. ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიმშილობდნენ. ამ დროს სხეული, ნაცვლად ენერგიის კლებისა, კიდევ უფრო მომართული იყო, რათა რაიმე მოენადირებინა. გარდა ამისა, როცა ჩვენი ორგანიზმი მუდმივად საჭმლის დახარისხებით არაა დაკავებული, მას მეტი რესურსი აქვს დაზიანებების შესაკეთებლად. სწორედ ამიტომ გვეკარგება მადა, როცა რაიმე გვაწუხებს.
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა "რამდენად უსაფრთხოა მრავალსაათიანი შიმშილი"? როცა სხეული ენერგიისთვის ცხიმს წვავს, გამოიყოფა კეტონები, რომლებიც პროტეინებისა და მოლეკულების აქტიურობას განაპირობებენ. კეტონები დადებით გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე, თუმცა, თუ შიმშილობა ექსტრემალურ ფორმას იღებს, კეტონების დაგროვებას შეუძლია ღვიძლი, თირკმელები და ტვინი დააზიანოს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გულის დაავადებები აქვთ.
ფასტინგი სახიფათოა იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც კვებითი აშლილობისკენ აქვთ მიდრეკილება. მათ ამ რეჟიმმა შეიძლება კვების დამატებითი შეზღუდვებისკენ უბიძგოს, რაც გარდაუვლად გამოიწვევს Binge ეპიზოდს (როცა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ ადამიანი ერთბაშად უკონტროლოდ იღებს ბევრ კალორიას).
რაკი ჩვენი სხეული მიჩვეულია, რომ წყლის გარკვეულ რაოდენობას საჭმლიდანაც იღებს, მნიშვნელოვანია, ფასტინგის დროს წყლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ფასტინგი დაუშვებელია ორსულებისთვის.
შეჯამება
ფასტინგი ჯანსაღ კვებას არ ანაცვლებს, თუმცა რეჟიმის დაცვა ზოგიერთ ადამიანს უადვილებს, კალორიებზე ისე თქვას უარი, რომ ეს დიდ მენტალურ ძალისხმევად არ დაუჯდეს. ის, რომ გარკვეული პროდუქტები აკრძალული არაა, შესაძლებელს ხდის, კვების ეს რეჟიმი ხანგრძლივად დაიცვა.
ინტერვალური შიმშილი სასწაულებრივი დიეტა არაა, თუმცა მისი საკუთარ თავზე მორგება ძალიან მარტივია, გარკვეული წესების დაცვით კი მისი უპირატესობების კარგად გამოყენება შეიძლება.
-
ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი აღიარებს, რომ წიგნის წერის პროცესში AI გამოიყენა ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი აღიარებს, რომ წიგნის წერის პროცესში AI გამოიყენა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
გადახედვა
-
"საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას "საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას
გადახედვა
-
ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს? ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
-
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
გადახედვა
-
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
-
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
გადახედვა
-
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
-
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
გადახედვა
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან
-
"მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის "მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
გადახედვა
-
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
გადახედვა
-
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
-
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
გადახედვა
-
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
კომენტარები