შთამბეჭდავია — კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი მატრიცის ახალ ფილმს აფასებენ
ერთგულმა მაყურებლებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ თითქმის ოცი წლის შემდეგ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი კვლავ შეასრულებენ თავიანთ საკულტო როლებს — ნეო და ტრინიტი ეკრანებზე ბრუნდებიან!
ის ფაქტი, რომ მატრიცის ტრილოგიის გაგრძელებას ვიხილავთ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ამ საკულტო ფილმების ერთგული გულშემატკივრებისთვის, არამედ თავად მსახიობებისთვისაც დაუჯერებელი სიახლე აღმოჩნდა: ამის შესახებ კიანუ რივზმა და კერი-ენ მოსმა ჟურნალ Empire-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეს.
"როცა სცენარი წავიკითხე, ის იმდენად შეკრული, საოცრად ღრმა და ოსტატური ნამუშევარი იყო, რომ ვთქვი: "ეს ნამდვილი საჩუქარია". ამ ფაქტმა უბრალოდ ძალიან აღმაფრთოვანა", — განაცხადა კერი-ენ მოსმა.
კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი მატრიცის ერთადერთი კარგად ნაცნობი სახეები არ არიან, რომლებიც ამ ცნობილი ფრენჩაიზის ახალი ნაწილის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას: The Matrix 4-ს წინა ფილმების თანარეჟისორი, ლანა ვაჩოვსკი იღებს. რაც შეეხება მის სცენარს, მასზე ვაჩოვსკისთან ერთად სერიალ Sense8-ის სცენარისტმა ალექსანდრ ჰემორმა და მსოფლიო ბესტსელერი წიგნის ღრუბლების ატლასის ავტორმა, დევიდ მიჩელმა იმუშავეს.
"ლანა ვაჩოვსკიმ ამ ფილმისთვის შთამბეჭდავი სცენარი შექმნა და მასში მოთხრობილმა მშვენიერმა ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. სწორედ ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ როლს ისევ ვასრულებ. მასთან მუშაობა უბრალოდ საოცარია. მთელი ეს პროცესი განსაკუთრებულია და ფილმში მოთხრობილ ისტორიას კი, ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს", — აღნიშნა კიანუ რივზმა ამ ახალ პროექტზე საუბრისას.
ჯერჯერობით ახალი ნაწილის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციით, შესაძლოა, სიუჟეტურ ხაზში დროში მოგზაურობის ელემენტები იყოს გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება.
სხვა ბევრი ჰოლივუდური პროექტის მსგავსად, პანდემიის გამო ვაჩოვსკის ამ გახმაურებული ფილმი გადაღებებიც დროებით შეჩერდა, თუმცა უახლოეს მომავალში გადასაღებ მოედანზე სამუშაოები წესით კვლავ აღდგება.
ფილმი პრემიერა 2021 წლის 21 მაისსაა დაგეგმილი.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
კომენტარები