HRIDC: საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას
ფოტო: Leli Blagonravova
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რუსეთის მიერ რომის სტატუტზე ხელმოწერის გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2016 წლის 16 ნოემბერს, რუსეთმა განაცხადა, რომ იგი რომის სტატუტის რატიფიცირებას არ აპირებს და სტატუტზე ხელმოწერის უკან გამოთხოვის პროცედურა დაიწყო. აღნიშნული ქმედება მოჰყვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისის პირველად დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებულ კონფლიქტად არის შეფასებული.
ხელმოწერის გამოთხოვის პროცედურის წამოწყებით რუსეთმა გამოხატა ღია წინააღმდეგობა, რაიმე ფორმით ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის მხარის მიერ შექმნილი დაბრკოლებებისა, სასამართლომ უნდა გააგრძელოს გამოძიება და ეძიოს გზები იმისათვის, რომ მოიპოვოს და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები და მოწმეები:
"სავარაუდო ომის დანაშაულებს ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი და აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, სასამართლოს აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი გამოძიების საწარმოებლად".
განცხადების მიხედვით, ძალიან მცირეა თეორიული შესაძლებლობა, რომ რუსეთის ფედერაცია რაიმე ფორმით ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რაც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.
"რუსეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ყველა მხარემ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წევრმა სხვა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას" - ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ რომის სტატუტს ხელი მოაწერა 2000 წლის 13 დეკემბერს, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია რომის სტატუტის წევრი არ ყოფილა, არსებობდა გარკვეული შანსი, რომ რუსეთს შესაძლოა, ეთანამშრომლა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მხარდაჭერას უცხადებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 193 დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები