ზურა ჯაფარიძე

21 Dec. 2024, 12:40

"დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, რომ შეექმნა ანტურაჟი, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ ის, რაც არჩევნების დღემდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ხდებოდა და ხდება ამას შესაძლოა ეწოდოს ყველაფერი, არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესის გარდა. 

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ეს არის სინამდვილეში, რაც დასკვნაში წერია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო კვერების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო. მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე, როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, რაღაცები დალაგდება და თითქოს რაღაცებს გააუმჯობესებენ. არაფერი ეგეთი არ მოხდება. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა, ეს იქნება სანქციები, თუ იქნება ეს სხვა სახის მხარდაჭერა, უფრო მკაცრი და ეფექტური იქნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დასკვნის არსებობა იმ სახით, როგორც ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა.

პროტესტის მონაწილეებს მინდა მივმართო, თქვენი დამსახურებაა ის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, დიდი მადლობა.

ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა. ტექსტს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს

"პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722…