ბადრი ჯაფარიძე

21 Dec. 2024, 11:54

"გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა. რაც დოკუმენტში წერია, შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. ყველა ელემენტსა და კომპონენტში, რომელიც შედის საარჩევნო პროცესში, ეუთო/ოდირის მიერ არის აღრიცხული უამრავი სერიოზული დარღვევა, ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უამრავი შემთხვევა იყო ამომრთველთა იძულების, დაშინების, ძალდატანების, განსაკუთრებით ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და საჯარო მოხელეები.

არცერთი საჩივარი, რომელიც არჩევნებამდე იყო შეტანილი, არ იქნა არსებითად განხილული, არც საჯარო კომისიასა და სასამართლოს მიერ. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საარჩევნო უბნების 24 პროცენტზე, სადაც მათი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა, ანუ არ იყო დაცული ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლება.

დამონტაჟებული იყო "ქართული ოცნების" კამერები, რომლებიც მიმართული იყო ხმის დამთვლელ მანქანებზე და თვითონ ბიულეტენების განთავსება მანქანებში ხორციელდებოდა იმდაგვარად, რომ ჩანდა თუ ვინ აირჩია და ვის მისცა ხმა მოქალაქემ, შესაბამისად დარღვეული იყო ამომრჩეველთა ფუნდამენტური უფლება.

საარჩევნოდ დღის შემდგომ 1200 საჩივარი, რომელიც საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოები შევიდა ეუთო/ოდირის მიხედვით არ იყო არსებითად განხილული, რაც მიუთითებს, იმაზე რომ ეს ინსტიტუციები „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშაა და მათი დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი, შესაბამისად ეს დასკვნა უპრეცედენტოდ უარყოფითია.

ამგვარი ნეგატიური დასკვნა, პრაქტიკულად არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნებით მიღებული შედეგები არალეგიტიმურია, შესაბამისად, არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება".

ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა. ტექსტს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა

2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავანეთემ "ნავი" პილაი დასახელდა.  2008-2014 წლებში…