წერილები, რომლებიც ძმები ვან გოგებისა და დეგას ურთიერთობის დეტალებს გვაცნობს
ფოტო: Musée d’Orsay, Paris / José Luiz Bernardes Ribeiro
ედგარ დეგას წერილების სრულ კრებულში, რომელიც ხელმისაწვდომი 15 ივნისიდან გახდება, ათი ისეთი წერილია შესული, სადაც ძმები ვან გოგები არიან მოხსენიებულნი. მათგან შვიდ ჩანაწერში დეგა თეო ვან გოგს საკუთარი ნამუშევრებისთვის თანხის გადახდას სთხოვს. თეო, ვინსენტის ძმა და გალერიის, Boussod & Valadon-ის მონმარტზე არსებული ფილიალის მენეჯერი, ერთ-ერთი პირველი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე იყო, ვინც დეგას ნამუშევრებით დაინტერესდა.
ამ თემაზე დეგას ტიპურ შეტყობინებაში, რომელიც თავისივე სავიზიტო ბარათზე გაკვრით აქვს მიწერილი, ვკითხულობთ: "გამოიჩინეთ გულკეთილობა და ხვალ დილისთვის გამომიგზავნეთ ფული, მშრალზე ვარ დარჩენილი..."
ედგარ დეგას სავიზიტო ბარათი ზედ თეო ვან გოგისთვის განკუთვნილი მინაწერით, რომელშიც ნათქვამია, რომ დეგა "მშრალზეა დარჩენილი" (სავარაუდო თარიღი, 1887 წელი).
ფოტო: Van Gogh Museum
1887 წლის 10 აგვისტოს დეგამ თეოს გალერეაში თანხის ასაღებად მოსამსახურე გაგზავნა: "გაიღეთ გულმოწყალება და ჩემს მოახლეს 1,500 ფრანკი გადაეცით", — ვკითხულობთ წერილში. იმის ხაზგასასმელად, რომ იგი გულმოდგინედ მუშაობდა, დეგა დასძენს: "ხვალ დილით მოდელი მეყოლება, ვის შიშველ სხეულსაც გამოვსახავ (ის ზურგით იჯდება ფეხებგადაჯვარედინებული). და თუკი დასრულებას მოვასწრებ, ორშაბათს უკვე გამოგზავნილი მექნება თქვენთვის ნამუშევარი".
იმავე წელს თეოს მიერ დეგასგან შეძენილ ნახატებს შორის იყო 1865 წლით დათარიღებული ნამუშევარი, ყვავილებიანი ლარნაკის გვერდით მჯდომი ქალი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
ედგარ დეგას ყვავილებიანი ლარნაკის გვერდით მჯდომი ქალი.
ფოტო: Metropolitan Museum of Art, New York
აღსანიშნავია, რომ ძმები ვან გოგები დეგას დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ. 1886 წელს, თეოსთან საცხოვრებლად გადასვლიდან სამი თვის თავზე, ვინსენტმა თავის მეგობარს, ჰორას ლივენსს პარიზში აღმოჩენილი თანამედროვე ხელოვნების შესახებ ინგლისურად მისწერა: "მართალია, ამ მიმდინარეობის წევრი არ ვარ, მაგრამ მაინც დიდად მოვინუსხე ზოგიერთი იმპრესიონისტული სურათით — კერძოდ, დეგას მიერ გამოსახული შიშველი სხეულებით და კლოდ მონეს პეიზაჟებით". სავარაუდოდ, ვინსენტი 1886 წლის გაზაფხულზე იმპრესიონისტების მერვე (და ბოლო) გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელზეც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დეგას 1885 წლის ნამუშევარი, ახალგაზრდა ქალი იმოსება, იყო წარდგენილი.
ედგარ დეგას ახალგაზრდა ქალი იმოსება (1885 წელი).
ფოტო: National Gallery of Art, Washington, DC
მოგვიანებით ვინსენტმა დაწერა თავისი მოსაზრება, თუ როგორ გამოსახავდა დეგა ქალის შიშველ სხეულს ასე ზედმიწევნით. მისი თქმით, ამ მხრივ მხატვრის წარმატების მიზეზი ის იყო, რომ დეგას ქალებისადმი სექსუალური ინტერესი არ ჰქონდა. ვინსენტმა ემილ ბერნარისადმი მიწერილ წერილში ეს აზრი მოურიდებელი პირდაპირობით გადმოსცა: "დეგას ქალები არ მოსწონს, რადგან იცის, რომ მათი მოწონება და მათთან ხშირი სექსი გონებრივად დაავადებდა და მხატვრობაში ხელმოცარულს გახდიდა".
1889 წლის იანვარს, მაშინ, როდესაც ვინსენტი საკუთარი ყურის დასახიჩრების შემდეგ ქალაქ არლის საავადმყოფოში დააწვინეს, მან თეოს მისწერა, რომ "საზარელ ტანჯვას" განიცდიდა, თუმცა ასეთ დროსაც კი "დეგაზე ეფიქრებოდა".
ამ პერიოდისთვის თეო დეგას საზოგადოებრივი თავყრილობებიდან უკეთ იცნობდა და 1890 წლის თებერვალში თავისი და, ვილი წაიყვანა მხატვართან შესახვედრად. დეგამ ვილს განუცხადა, რომ იგი ძველი ჰოლანდიელი ოსტატების ნახატებზე აღბეჭდილ პერსონაჟებს აგონებდა. ამის შემდეგ კი სიამაყით წარუდგინა მას თავისი რამდენიმე ნახატი. მოგვიანებით თეომ აღნიშნა, რომ ვილი "ნიუ ჟანრში შესრულებული ნამუშევრების არსს ძალიან კარგად ჩაწვდა".
წიგნის, ედგარ დეგას წერილები, გარეკანი. თეოდორ რეფის რედაქტირებით შედგენილი კრებული 15 ივნისს გამოიცემა.
ფოტო: Wildenstein Plattner Institute
1890 წელს ვინსენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომდევნო იანვარს კი თეო სიფილისით გარდაიცვალა. ამის შემდეგ დეგამ Boussod & Valadon-ის ფინანსური მხარდაჭერა დაკარგა, რამაც თავდაპირველად კი აანერვიულა, თუმცა მომდევნო რამდენიმე წელში მან კომერციული თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია.
უნდა ითქვას, რომ დეგაც, თავის მხრივ, თავიდანვე იყო ვინსენტის შემოქმედების თაყვანისმცემელი და მისი ზოგიერთი ნახატიც კი შეიძინა. დეგას მეგობრის, დენიელ ჰელივის ჩანაწერების თანახმად, ხელოვანისთვის კოლექციონერობა ერთგვარ აკვიატებად იქცა. ერთხელ, 1895 წელს, დეგას საკუთარ სახლში წამოუძახია: "აქ არის ჩემი ვან გოგი და ჩემი სეზანი! ვყიდულობ! ვყიდულობ! თავს ვეღარ ვაკონტროლებ".
იმ წელს დეგამ 1887 წლით დათარიღებული ვან გოგის პარიზული ნახატი, ორი მოწყვეტილი მზესუმზირა, შეიძინა, რომელიც ამჟამად ბერნის სამხატვრო მუზეუმში ინახება. დეგამ ეს ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ემბროუს ვოლარდისგან თავისი მოცეკვავის ორი ესკიზის სანაცვლოდ მიიღო.
ვინსენტ ვან გოგის ორი მოწყვეტილი მზესუმზირა (1887 წელი).
ფოტო: Kunstmuseum Bern
დაახლოებით ამავე პერიოდში დეგამ შეიძინა ნატურმორტი, ყურძნები, ლიმონები, მსხლები და ვაშლები, რომელიც დღეს ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ინახება. ამასთან, იგი ფლობდა ვან გოგის ადრინდელ ნახატს, გლეხი ქალი აგროვებს თავთავს, რომელიც ამჟამად კერძო კოლექციაში ინახება.
ვინსენტ ვან გოგის ნატურმორტი, ყურძნები, ლიმონები, მსხლები და ვაშლები (1887 წელი).
ფოტო: Art Institute of Chicago
თეოდორ რეფის რედაქტირებული ედგარ დეგას წერილების სამტომიანი კრებული 1,251 ორიგინალ, ფრანგულ ენაზე შესრულებულ წერილს, მათ ინგლისურენოვან თარგმანს და თანდართულ შენიშვნებს აერთიანებს. აქ თავმოყრილი მიმოწერების მეოთხედი აქამდე არასოდეს გამოქვეყნებულა.
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
კომენტარები