როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და რა წესები უნდა დაიცვათ
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა, თუმცა როგორც მძღოლები, ისე მგზავრები ვალდებული არიან, დაიცვან სხვადასხვა წესი. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანებულება, რომელშიც გაწერილია რეკომენდაციები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის.
ზოგადი რეკომენდაციები
უწყება მოუწოდებს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს (მუნიციპალური სამსახურები, მძღოლები):
- საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში, არ დაუშვან მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
- უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლონ მომხმარებელთა ნაკადი (მოსაცდელში, მეტროს სალაროსთან). გამოიყენონ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);
- დასაქმებულები უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღბით, პირბადით და დამცავი ფარით (საჭიროების შესაბამისად);
- მეტროსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განახორციელონ ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (ღილაკების, კარების სახელურების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
- აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა.
უწყების განცხადებით, ამ წესის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის უნდა მოეწყოს სავალდებულო პირობითი ნიშნები.
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში:
- მძღოლის კაბინასთან, მძღოლსა და მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს ბარიერი (გარდა მიკროავტობუსებისა);
- ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების (ხელის დასასვენებელი ადგილი) დამუშავებას;
- მუდმივად უნდა განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
- ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ჯანდაცვის დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად.
მეტროში:
- ყოველდღიურად უნდა მოხდეს ესკალატორების სახელურების და სხვა ხშირად გამოყენებული ზედაპირების სველი წესით დამუშავება სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით;
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
- უნდა უზურნლვეყონ სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად;
- ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, უნდა უზრუნლველყონ მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელიააუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენება);
- მეტროში დასაქმებული, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პერსონალი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა აღიჭურვონ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, ხელთათმანი, სახის დამცავი ფარი, სპეცტანსაცმელი.
- ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ჯანდაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად
დასაქმებულთა და მგზავრთა ვალდებულებები:
უწყების განმარტებით, ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შეესაბამისად, აუცილებელია აუცილებელია, რომ მგზავრებმა და დასაქმებულმა დაიცვან შემდეგი წესები:
- დაიცავან ჰიგიენის წესები;
- მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
- სამუშაოების შესრულებისას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც აწვდით დამსაქმებელი;
- სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
- გამოიყენონ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. (უწყება: გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი!);
- დახველების და დაცემინების დროს უნდა მიიფაროთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი უნდა გადააგდოთ ურნაში;
- უნდა მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში თმა შეიაკრით/მჭიდროდ დაიმაგრეთ, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
კომენტარები