Grey's Anatomy-ის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა — როგორ გამოიყურებიან მსახიობები ახლა
ფოტო: ABC / Michael Loccisano / Getty Images
2005 წლის 27 მარტს ტელეეკრანებზე ახალი სატელევიზიო შოუ Grey's Anatomy გამოჩნდა და მაყურებლებმა მას შემდეგ 16 სეზონის განმავლობაში არაერთი პერსონაჟი შეიყვარეს, მათ დიდ ნაწილს კი შონდა რაიმსის ხშირ შემთხვევაში დაუნდობელი გადაწყვეტილებების გამო ემოციურადაც დაემშვიდობნენ.
ერთგული გულშემატკივრებისთვის, შესაძლოა, რთული დასაჯერებელია, მაგრამ ამ საკულტო სერიალის გამოსვლიდან ზუსტად 15 წელი გავიდა და ახლა დროა ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ამ სამედიცინო დრამის მთავარი როლის შემსრულებლები თავიანთ პირველ და ბოლო სეზონებში და როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა.
1. ელენ პომპეო — მერედით გრეი
ფოტო: ABC / Valerie Macon / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2020 წელი;
ახლა — 2020 წელი: ელენ პომპეო კვლავ აგრძელებს სერიალში თამაშს და უკვე გრეის ანატომიის 363 ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა.
2. ჩანდრა უილსონი — მირანდა ბეილი
ფოტო: ABC / Matt Winkelmeyer / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2020 წელი;
ახლა — 2020 წელი: ელენ პომპეოს მსგავსად, ისიც ერთ-ერთი მსახიობია, რომელიც სერიალის დაწყებიდან დღემდე უცვლელადაა სამსახიობო გუნდში.
3. ჯეიმს პიკენსი — რიჩარდ უებერი
ფოტო: ABC / Frazer Harrison / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2020 წელი;
ახლა — 2020 წელი: ელენ პოემპოესა და ჩანდრა უილსონის გვერდით ჯეიმსი ის მესამე მსახიობია, რომელმაც ყველაზე მეტ, 363 ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა.
4. ჯასტინ ჩემბერსი — ალექს კარევი
ფოტო: ABC / Leon Bennett / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2020 წელი;
ახლა — 2020 წელი: ტექნიკურად ჯასტინი ბოლოს სერიალში 2019 წელს გამოჩნდა, თუმცა მე-16 სეზონის მე-16 ეპიზოდში თავისი პერსონაჟი გაახმოვანა. მსახიობმა შოუს დატოვების გადაწყვეტილება სწორედ ამ ჯერჯერობით ბოლო სეზონში მონაწილეობის შემდეგ მიიღო.
5. პატრიკ დემპსი — დერეკ შეფარდი
ფოტო: ABC / Felix Hörhager / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2015 წელი;
ახლა — 2020 წელი: გრეის ანატომიადან წასვლის შემდეგ მსახიობმა ითამაშა ფილმში Bridget Jones's Baby, ახლა კი მონაწილეობას იღებს სატელევიზიო შოუში Devils.
6. სანდრა ო — კრისტინა იანგი
ფოტო: ABC / Michael Loccisano / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2014 წელი;
ახლა — 2020 წელი: გრეის ანატომიის შემდეგ სანდრა ომ ისეთ ცნობილ სერიალში ითამაშა, როგორიცაა Killing Eve და ოქროს გლობუსის ჯილდოც დაიმსახურა.
7. კეტრინ ჰაიგლი — იზი სტივენსი
ფოტო: ABC / Shane Mahood / USA Network
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2010 წელი;
ახლა — 2020 წელი: კეტრინ ჰაიგლმა ითამაშა ფილმებში Life as We Know It და One for the Money, ამავდროულად კი ვიხილეთ სერიალ Suits-ის ბოლო ორ სეზონში.
8. თეოდორ ნაითი — ჯორჯ ო'მელი
ფოტო: ABC / BG005 / Bauer-Griffin / GC Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2009 წელი;
ახლა — 2020 წელი: შოუდან წასვლის შემდეგ თეოდორ ნაითმა ითამაშა სერიალებში The Good Wife, The Catch და 11.22.63.
9. ისაია უოშინგტონი — პრესტონ ბერკი
ფოტო: ABC / Jesse Grant / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2014 წელი;
ახლა — 2020 წელი: გრეის ანატომიის შემდეგ ისაია სერიალ The 100-ში გადავიდა.
10. კეიტ უოლში — ედისონ მონტგომერი
ფოტო: ABC / Astrid Stawiarz / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2012 წელი;
ახლა — 2020 წელი: კეიტ უოლში ბოლო პერიოდში მაყურებელმა ისეთ ცნობილ სერიალებში იხილა, როგორებიცაა 13 Reasons Why და The Umbrella Academy.
11. კეიტ ბარტონი — ელის გრეი
ფოტო: ABC / Nicholas Hunt / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2019 წელი;
ახლა — 2020 წელი: კეიტ ბარტონმა ბოლო წლებში ითამაშა სერიალებში Scandal და Veep.
12. სარა რამირესი — კალი ტორესი
ფოტო: ABC / Angela Weiss / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2006 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2016 წელი;
ახლა — 2020 წელი: გრეის ანატომიის შემდეგ სარა რამირესმა ითამაშა სერიალში Madam Secretary.
13. ერიკ დეინი — მარკ სლოუნი
ფოტო: ABC / Gary Miller / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2006 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2012 წელი;
ახლა — 2020 წელი: ერიკ დეინი ამჟამად HBO-ს სერიალში Euphoria თამაშობს.
14. ჯეფრი დინ მორგანი — დენი დუქეტი
ფოტო: ABC / Jamie McCarthy / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2006 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2009 წელი;
ახლა — 2020 წელი: ჯეფრი მორგანი ამჟამად თავის ცოლთან, ჰილარი ბარტონთან ერთად სატელევიზიო შოუ Friday Night In With the Morgans-ში იღებს მონაწილეობას.
15. კერილ ლი — ლექსი გრეი
ფოტო: ABC / Phillip Chin / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2007 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2012 წელი;
ახლა — 2020 წელი: 2015 წლიდან კერილ ლი თამაშობს სერიალში Supergirl.
16. კევინ მაკკიდი — ოუენ ჰანტი
ფოტო: ABC / Matt Winkelmeyer / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2008 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2020 წელი;
ახლა — 2020 წელი: კევინი კვლავაც ასრულებს ოუენ ჰანტის როლს სერიალში და ამავდროულად სხვადასხვა დროს გრეის ანატომიის 27 ეპიზოდის რეჟისორიც იყო.
17. ჯესიკა კეპშოუ — არიზონა რობინსი
ფოტო: ABC / David Livingston / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2009 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2018 წელი;
ახლა — 2020 წელი: წელს ნეტფლიქსის ახალი ფილმი Holidate გამოვა, რომელშიც ჯესიკა კეპშოუ თამაშობს.
18. ჯესი უილიამსი — ჯექსონ ეივერი
ფოტო: ABC / Frazer Harrison / Getty Images
პირველი ეპიზოდი — 2009 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2020 წელი;
ახლა — 2020 წელი: ჯესი აგრძელებს გრეის ანატომიაში მონაწილეობას, ამავდროულად კი წელს ვიხილეთ ახალ სერიალში Little Fires Everywhere.
19. სარა დრიუ — ეიპრილ კეპნერი
ფოტო: ABC / Randy Shropshire / Getty Images for Lifetime
პირველი ეპიზოდი — 2009 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2018 წელი;
ახლა — 2020 წელი: სერიალიდან წასვლის შემდეგ სარა რამდენიმე ნაკლებად ცნობილ სატელევიზიო პროექტში გამოჩნდა.
20. და ბოლოს: მედდა ბოქი
ფოტო: ABC / Instagram
პირველი ეპიზოდი — 2005 წელი;
ბოლო ეპიზოდი — 2020 წელი;
ახლა — 2020 წელი: ერთი შეხედვით ნაკლებად ცნობილი, თუმცა სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახიობი უკვე შოუს 257 ეპიზოდში გამოჩნდა.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
კომენტარები