იაპონური არომატების ევოლუცია — როგორ იქმნება ნამდვილი სუში
ფოტო: Sushiroom
"ამომავალი მზის ქვეყანა" – ტრადიციები და თანამედროვეობა, კულტურა და განათლება, ინოვაციები, მრავალფეროვანი იაპონური სამზარეულო და სუში…
სუშის წარმოშობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას უკავშირდება. დაახლოებით 2000 წლის წინ, აზიელი ფერმერები მდინარე მეკონგში დაჭერილ თევზს დამარილებულ ბრინჯში ინახავდნენ. ფერმენტაციის პროცესში წარმოქმნილი ამინომჟავა თევზის შენახვას უწყობდა ხელს და განსაკუთრებულ არომატს სძენდა მას. რამდენიმე თვის შემდეგ, ფერმერები თევზს ბრინჯისგან აცალკევებდნენ და დამოუკიდებლად მიირთმევდნენ. ამიტომაც თავდაპირველად სუში მხოლოდ თევზის "შემნახველ" საშუალებად გამოიყენებოდა.
იაპონიაში სუში მერვე საუკუნიდან ჩნდება და ბუდიზმის გავრცელებასთან ერთად ცნობადობასაც იძენს. ვინაიდან ბუდისტური რელიგია ხორცისგან თავშეკავებას გულისხმობდა, იაპონელებმა მისი ჩანაცვლების საუკეთესო პროდუქტად თევზი მიიჩნიეს.
ფოტო: Sushiroom
მეცხრედან მეთოთხმეტე საუკუნემდე სუშის მირთმევა მდიდარი იაპონელების ფუფუნებად ითვლებოდა. მის მომზადებას თვეები სჭირდებოდა, რადგან დამარინადების პროცესი ხანგრძლივ დროს საჭიროებდა.
სუში იმდენად პოპულარული იყო, რომ გადასახადების ნაცვლადაც კი კრებდა სახელმწიფო.
სუშის ევოლუციის პროცესში მეჩვიდმეტე საუკუნე გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან დამარინადების ხანგრძლივი პროცესი, მარტივად, ბრინჯის ძმრის გამოყენებით ჩანაცვლდა.
მომდევნო გარდატეხა მეცხრამეტე საუკუნეს და ნიგირი სუშის შექმნას უკავშირდება. რომელიც ედოში (დღევანდელი ტოკიო) დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1923 წლის სექტემბერში მომხდარმა კანტოს ძლიერმა მიწისძვრამ მიწის ფასები ქალაქში მნიშვნელოვნად შეამცირა, რის გამოც იაპონელი მოვაჭრეებისთვის სუშის რესტორნების გახსნა გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.
1966 წელს, ლოს ანჯელესში სუშის პირველი რესტორანი გაიხსნა. ამერიკელებმა სუშის თავისებური, დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული ვარიაციებიც შექმნეს — "კალიფორნია, "ფილადელფია" და ა.შ.
70-იან წლებში სამაცივრო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იაპონიამ თევზის ექსპორტიც აქტიურად დაიწყო.
სუშის მომზადების ტექნოლოგია მუდმივი ევოლუციის პროცესშია. თანამედროვე შეფ მზარეულები ახალი ინგრედიენტების დანერგვასთან ერთად, მომზადების ინოვაციურ მეთოდებსაც იყენებენ, თუმცა მუდამ ინარჩუნებენ იაპონურ ესთეტიკას, დახვეწილობას.
ფოტო: Sushiroom
დღესდღეობით სუშის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ძირითადი კატეგორიები შემდეგია:
მაკი (maki) – მაკი "სუშის როლია". ჩვეულებრივ, ორი ამ სამი ტიპის თევზს, ბრინჯს, ბოსტნეულს ან ზღვის პროდუქტებს მოიცავს, გახვეულია ნორიში (გადამუშავებული წყალმცენარეების ფირფიტა) და იჭრება მცირე ნაჭრებად.
ტემაკი (temaki) – ტემაკი კონუსის ფორმის ნორიში გახვეული სუშია, რომელიც ბრინჯის, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან შედგება.
საშიმი (sashimi) – მზადდება უმი თევზისგან. უმეტესად წითელი ორაგულის ხორცისგან, ხშირად იყენებენ თინუსსაც, უმატებენ ცოტაოდენ ზღვის მარილს და ავლებენ სოიოს საწებელში. იჭრება მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად. მიირთმევენ ბრინჯის გარეშე.
გუნკანი (gunkan) – გუნკანი ნორიში გახვეულ ბრინჯის, ზღვის პროდუქტების და მფრინავი თევზის ქვირითისგან მზადდება. იაპონურად სიტყვა გუნკანი „საბრძოლო ნავს“ ნიშნავს. კერძსაც თითქოს ნავის ფორმა აქვს.
ნიგირი (nigiri) — ნიგირი ვასაბით შეზავებულ ბრინჯის ბურთზე მოთავსებული დამუშავებული უმი თევზის ნაჭრის ან ზღვის პროდუქტებისგან შედგება.
ოდესმე გიცდიათ სუშის სახლში მომზადება?
სუში რუმი გთავაზობთ მათი მთავარი კონსულტანტის, ცნობილი იაპონელი შეფ მზარეულის კაზ ოკოჩის სუშის მომზადების მარტივ რეცეპტს:
შაკე ფუტო – კლასიკური იაპონური ორაგულის როლი
ფოტო: sushiroom
1. ავიღოთ 150გრ. მზა სუშის ბრინჯი (მოხარშულ სუშის ბრინჯს ემატება შაქრით და მარილით გაჯერებული იაპონური ძმარი);
2. გავშალოთ თანაბრად ნორიზე (ნორი-დაპრესილი წყალმცენარე);
3. გაშლილი ბრინჯის შუაში მოვათავსოთ ორაგულის ნაჭრები (დაახლ.70 გრ.), დაჭრილი ავოკადო (დაახლ. 30გრ.) და დაჭრილი კიტრი (დაახლ. 20გრ.);
4. როლის შესახვევად ნორი მოვათავსოთ მაკისუზე (ბამბუკის სუშის შესახვევი ხელსაწყო) და გადავახვიოთ;
5. შეხვეული როლი დავჭრათ 8 თანაბარ ნაწილად და მივირთვათ გემოვნების შესაბამისად, სოიოს სოუსთან, ჯინჯერთან და ვასაბთან ერთად.
სუში რუმი უკვე მერვე წელია იაპონური სამზარეულოს მოყვარულებს თბილისის სამი წერტილიდან ემსახურება. აქ დაგხვდებათ იაპონური სამზარეულოს მრავალფეროვანი არჩევანი — 150-მდე კერძი ყველა გემოვნების სტუმრისთვის: საშიმი, ნიგირი, ტემაკი, წვნიანები, გუნკანი, როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული როლები.
სუში რუმის სლოგანია "ნამდვილი სუში", რომელიც გულისხმობს, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ყურადღებით შერჩევას, დამუშავებას და მომხმარებლებისთვის პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მიწოდებას. გამორჩეული არომატის შესაქმნელად აქ კერძის შემადგენელ ცალკეულ ინგრედიენტს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ, იაპონურ ესთეტიკას კი გულით მორთმეული კერძების ვიზუალურ ჰარმონიაში გადმოსცემენ.
სუში რუმი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ჯანსაღ კვებაზე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით. ისინი შეუფერხებლად ახორციელებენ ადგილზე მიტანის სერვისს. დააგემოვნე ნამდვილი სუში — www.sushiroom.ge.
სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები