თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
ფოტო: თიბისი
თიბისის აპლიკაციების კონკურსის 11 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში ის მონაწილეები გადავიდნენ, რომელთა მიერ შექმნილი მობილური და ვებ აპლიკაციები ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი პროექტები წარადგინეს, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას უწყობს ხელს.
კონკურსის ფინალისტი აპლიკაციებია:
- Gamo Carploonig — ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საწვავის თანხის განაწილებას სთავაზობს;
- Inventors — მომხმარებლებს სთავაზობს იდეალურ მდგომარეობაში საჭირო ნაწილების მოძიებას, რელევანტურ ფასს, მდგომარეობის განსაზღვრას, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციებს;
- Autonomi — სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მარტივად მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათთვის ციფრული სერვისების ადაპტირება;
- Email Commander — Gmail-ზე შემოსული და გაგზავნილი წერილების ძიებასა და ორგანიზებაში ეხმარება მომხმარებელს;
- OFFERME — კომპანიებს ეხმარება უფრო ეფექტურად მართონ შეთავაზებები და გაიცნონ თავისი მომხმარებლები, მეორე მხრივ მომხმარებლებს უმარტივებს და უზოგავს დროს, რათა მოძებნონ მათზე მორგებული შეთავაზებები;
- TYPLINE — მართვის ქლაუდ სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააჯავშნინონ ადგილი რიგში ონლაინ;
- Reflect — აპლიკაციის საშუალებით დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო დღის ბოლოს მიუთითონ როგორი ემოციითა და განწყობით დაასრულეს დღე, აღრიცხონ რომელ საათზე დაიწყეს მუშაობა და რომელზე დატოვეს ოფისი;
- Sallus health and safety — ხელმისაწვდომი იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და კომპანიის დირექტორისთვის. გადანაწილებულ მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე შესაბამის დასაქმებულებს მუდმივად მიუვათ შეტყობინებები, რაც მოაგვარებს პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის საკითხს;
- MailMock — პროგრამისტებს ეხმარება კოდის იმ ნაწილის გამოცდაში, რომელიც მეილების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი;
- “Tvibo — განკუთვნილია უსაფრთხოების კამერებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან ვიდეოსიგნალის ქლაუდ სერვისში შენახვის, ანალიზისა და სურვილის შემთხვევაში, საჯარო გავრცელებისათვის;
- PAYZEE — ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა.
კონკურსის გამარჯვებულები ივნისში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.
აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა სტარტაპერის გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.
პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების განვითარების ბანკი — FMO.
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
კომენტარები