აჭარის მაუწყებლის კიდევ ერთი ჟურნალისტი ფეისბუქის პოსტის გამო სამსახურიდან გაუშვეს
ფოტო: მალხაზ რეხვიაშვილი / Facebook
აჭარის მაუწყებლის კიდევ ერთი ჟურნალისტი გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქის პოსტის გამო გაათავისუფლეს. როგორც რეხვიაშვილმა On.ge-ს უთხრა, გადაწყვეტილებას, რომელიც მას წერილობით დღეს ჩააბარეს, სასამართლოში და პროკურატურაში გაასაჩივრებს.
საუბარი არის პოსტზე, რომელშიც მალხაზ რეხვიაშვილი თავის კოლეგას, თეო თურმანიძეს მხარს უჭერს, რომელიც, ასევე, ფეისბუქპოსტი გამო ეთერიდან მოხსნეს. ბრძანებაში, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის 21 აპრილის პოსტი ცილისწამებაა, რომელიც "მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და მაუწყებლის რეპუტაციას ზიანი მიაყენა". დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეხვიაშვილმა თავისი საქციელით შრომითი ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესის პირობები დაარღვია.
მანამდე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმღვანელობამ მალხაზ რეხვიაშვილისგან Facebook-ის იმ პოსტის უარყოფა მოითხოვეს. როგორც თეონა თურმანიძე ყვებოდა, თავდაპირველად მან ჩათვალა, რომ მას სოციალურ ქსელში ქცევის ახალი წესების გამო ედავებოდნენ, რის შესახებაც ინფორმაცია ფეისბუქით გაავრცელა. რამდენიმე დღის შემდეგ კი დაუკონკრეტეს, რომ არა ახალი წესების, არამედ ხელშეკრულებაში ჩაწერილი ერთ-ერთ პუნქტის დარღევევას ედავებიან.
თურმანიძემ On.ge-ს უთხრა, რომ მის მსგავსად, მალხაზ რეხვიაშვილსაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდა და ეგონა, რომ მისი კოლეგა ეთერიდან ახალი წესების გამო ჩახსნეს, ამიტომ შესაბამისი მხარდამჭერი პოსტი დაწერა.
მალხაზ რეხვიაშვილმა მაშინ განმარტა, რომ მის მიმართ დისციპლინური დევნის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც არხის ხელმძღვანელობამ კოლეგის მხარდამჭერ პოსტში გამოთქმული აზრის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა, მან დირექტორის სახელზე საპასუხო წერილი გააგზავნა. როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, მასსა და თურმანიძეს ხელშეკრულების ერთი და იმავე მუხლით ედავებიან, თუმცა მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა ამ მუხლით აკრძალული არ არის და დაირღვა თუ არა ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა, საჯარო წესრიგი ან სამართალი, სასამართლომ უნდა დაადგინოს.
თეონა თურმანიძეს ახალმა ხელმძღვანელობამ ეთერში გასვლა და რეპორტიორობის უფლება 21 აპრილს შეუწყვიტა. დირექციას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის გამოხატვამ ტელევიზიის იმიჯი დააზიანა.
თურმანიძე და რეხვიაშვილი იმ ჟურნალისტებს შორის არიან, ვინც ახალი დირექტორის დანიშვნას აქტიურად აპროტესტებდნენ.
ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.
კერძოდ, კოხრეიძემ უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. 19 თებერვალს კი გაუუქმა თანამდებობა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს მან სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.
4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა მათი პოზიცია ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა.
6 მარტს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს. დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანი საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე "ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია".
13 მარტს კი ბაკურიძე დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად შინაგანაწესის უხეში დარღვევა დაასახელა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და აპირებს ამ თემაზე დავა გააგრძელოს. სასამართლოში თეონა ბაკურიძის და აჭარის ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების უფლებებს EMC დაიცავს. ბაკურიძე ამჟამად TV პირველის ჟურნალისტია.
ამავე თემაზე:
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა

კომენტარები