საქართველო ფართო ტესტირების მოლოდინში და მილიონზე მეტი ინფიცირებული აშშ-ში — 28 აპრილის შეჯამება
ფოტო: Seth Wenig/AP
28 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 3 094 829;
- გარდაცვლილი — 215 461;
- გამოჯანმრთელებული — 920 044.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 511;
- გამოჯანმრთელებული — 168;
- გარდაცვლილი — 6;
- კარანტინის რეჟიმში — 5124;
- სტაციონარში — 538;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
აშშ-ის CDC-მ კორონავირუსის 6 ახალი სიმპტომი დაამატა
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, COVID-19-ს სხვადასხვა სიმპტომები ემატება. ზოგადად ახალი დაავადება პაციენტების სხვადასხვა ჯგუფებში განსხვავებულად მიმდინარეობს. არსებობს ბევრი სიმპტომატური ანომალია, რომელიც თავს იშვიათად იჩენს ხოლმე.
CDC-ის მიხედვით, რამდენიმე სიმპტომი, მათ შორის კანკალი, კუნთების და თავის ტკივილი, მშრალი ყელი, გემოს შეგრძნების და ყნოსვის დაქვეითება, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში იმდენად ხშირად იჩენს თავს, რომ ისინი ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმპტომების სიას მიუმატეს.
დღის ფოტო: ექიმმა მამას კორონავირუსისგან განკურნებული 16 დღის ჩვილი დაუბრუნა. მანილა, ფილიპინები.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მილიონს გადააჭარბა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 28 მაისს, დღის ბოლოს აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1 მილიონს გასცდა. აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. იქ გარდაცვლილთა რიცხვმა 56 749-ს გადააჭარბა, რაც, ასევე, ყველაზე მაღალი მაჩვენებლია მსოფლიოში.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- ვლადიმერ პუტინმა სამსახურების დახურვის პერიოდი 11 მაისამდე გაახანგრძლივა. მისი თქმით, რუსეთში ინფექციის გავრცელების პიკი ჯერ კიდევ არ ყოფილა;
- საფრანგეთი შეზღუდვების შემსუბუქებას 11 მაისიდან დაიწყებს. პრემიერმა ედუარდო ფილიპემ განაცხადა, რომ ადამიანების სახლებში იზოლირებამ 62 ათასი სიცოცხლე იხსნა. საფრანგეთში კორონავირუსისგან 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა;
- პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა კვირის ბოლოს დასრულდება. პრეზიდენტმა მარჩელო რებელო სე სოუსამ თქვა, რომ სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის ხელახლა გამოცხადება საჭირო აღარ გახდება. პორტუგალიაში სულ 24 322 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1 389 გარდაიცვალა;
- იტალიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 201 505-მდე გაიზარდა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
რა უნდა იცოდეთ, თუ თვითდასაქმებული ხართ და 300-ლარიანი დახმარების მიღება გინდათ
300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში ხვდება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს.
28 აპრილს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან: იდენტიფიცირებადი და არაიდენტიფიცირებადი.
იდენტიფიცირებად თვითდასაქმებულებად მიიჩნევიან პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში, არაიდენტიფიცირებადად კი ისინი, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული. ორივე კატეგორია ერთჯერად დახმარებას სხვადასხვა ვადაში აიღებს და თანხის მისაღებად განსხვავებული დოკუმენტაციის შეკრება სჭირდებათ.
რა ხდება საქართველოში
გაფართოვებულ ტესტირებაში მოხუცებულთა თავშესაფრები და შშმ პირები ჩაერთვებიან — ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გაფართოვებული ტესტირების ფარგლებში ჩაერთვებიან მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები, სათემო პანსიონატები, სადაც არიან შშმ პირები, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები. ტიკარაძის განმარტებით, ისინი უკვე მზად არიან ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა ჯერ დოკუმენტური პროცედურების დასრულებაა საჭირო.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებითვე, მათი ვარაუდი ინფიცირებულების ზრდაზე არ გამართლდება და 9 მაისისთვის ათასობით ახალი პაციენტი არ ეყოლებათ. მინისტრი განმარტავს, რომ ამის თქმის საფუძველს ვირუსის გავრცელების დაბალი კოეფიციენტი აძლევს:
"ვინაიდან დღეს ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია, ეს გვაძლევს საშუალებას, თითქმის მტკიცებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი 9 მაისისთვის არ გვეყოლება".
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 168-მდე გაიზარდა. სულ დადასტურებულია 511 შემთხვევა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- მათ, ვისაც კორონავირუსის სუსტი დადებითი პასუხი აქვთ, აბასთუმანში გაივლიან რეაბილიტაციას — ტიკარაძე
- ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს — ამირან გამყრელიძე
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ — კალაძე
- ვინც საშემოსავლოს იხდის, ზარალის ნახევარი უნდა აუნაზღაურდეს და არა ჩაერიცხოს 200₾ — ბოკერია
- პენსიები ყოველწლიურად მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება — ვანო მაჭავარიანი
- 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულებმა 2 ივლისამდე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ
- ამ ეტაპზე კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაში რჩება — ნათია მეზვრიშვილი
- აშშ საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ რეაბილიტაციაში დაეხმარება
- სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, 4 მსხვილი ქალაქი დაკეტილი იქნება — ნათია მეზვრიშვილი
- კომპენსაციას მიიღებს დაქირავებული, ვინც იანვარ-მარტში ხელფასი ერთხელ მაინც აიღო და შემდეგ აღარ აუღია
- ლენტეხსა და სოფელ ხიდისყურში მკაცრი კარანტინი მოიხსნა
- ტიკარაძე: ექიმების ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა სამუშაო ადგილზე არ მომხდარა
- სამღვდელოებაში მიზნობრივ ტესტირებას ვატარებთ — ეკატერინე ტიკარაძე
ამბავი რომელმაც გაგვაღიმა
ლონდონში ავტობუსის გაჩერებაზე ბავშვების ნახატები გამოფინეს
ლონდონში ავტობუსების გაჩერება ბავშვების ნამუშევრების გამოფენად იქცა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა კარანტინში მყოფი ქალაქის გახალისება გადაწყვიტა. იდეის ავტორი სარა ლამარი და მისი 4 წლის შვილი არიან. 4 წლის გოგოს ნამუშევარს თან წარწერა ერთვოდა:
"დაამატეთ თქვენი და ბავშვების ნამუშევრები გაჩერებაზე".
სარა და მისი 4 წლის გოგო როუზი ინიციატივის წარმატებით და მოქალაქეებისთვის დღეების გალამაზებით ძალიან ამაყობენ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- აგრესიული ტესტირება საქართველოში და 200 000-ზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოში — 25 აპრილის შეჯამება
- 50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება
- "სამკურნალო პროტესტი" თბილისში და 26 მილიონზე მეტი უმუშევარი აშშ-ში — 23 აპრილის შეჯამება
- საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე და მოსახლეობის აქცია საკარანტინე ზონაში — 22 აპრილის შეჯამება
- ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა





კომენტარები